ერთა ლიგა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 102:
 
==განიარაღების პოლიტიკის მარცხი==
ერთა ლიგის შეთანხმების თანახმად წევრ სახელმწიფოებს საკუთარი შეიარაღება უნდა შეემცირებინათ და მხოლოდ საკუთარი თავდაცვისთვის აუცილებელი სამხედრო შეიარაღება ქონოდათ. ლიგის არსებობის განმავლობაში ორგანიზაცია მის მნიშვნელოვან რესურსებს და დროს ხარჯავდა იმისთვის, რომ წევრ ქვეყნებს საკუთარი შეიარაღების შემცირება დაეწყოთ, მაგრამ ყველა ქვეყანა ინტენსიური განიარაღების შესაძლებლობაში დარწმუნებული არ იყო. ერთა ლიგის შეთანხმების თანახმად ორგანიზაციას ყველა წევრი სახელმწიფოსთვის განიარაღების გეგმა უნდა შეემუშავებინა, მაგრამ [[1926]] წელს ლიგამ აღნიშნული მოვალეობა კომისიას გადააბარა, რომელსაც სამოქმედო გეგმა 1932-1934 წლებში მსოფლიო განიარაღების კონფერენციაზე უნდა წარმოედგინა. განიარაღებასთან დაკავშირებით ერთა ლიგაში კონსესუსის არ არსებობდა, ვინაიდან წევრ სახელმწიფოებს მუდმივი საფრთხის შეგრძნება ქონდათ. საფრანგეთს, პოლონეთს და ჩეხოსლოვაკიას გერმანიისგან მომდინარე საფრთხის გამო არ სურდათ განიარაღება, სწორედ ამიტომ აღნიშნული ქვეყნები დაცვის გარანტიებს ითხოვდნენ. 1933 წელს [[ადოლფ ჰიტლერი]]ს კანცლერად გახდომამ და გერმანიის გაძლიერებამ აღნიშნულ ქვეყნებს გერმანიის მხრიდან აგრესიის შიში გაუმძაფრა, სწორედ ამიტომ სახელმწიფოები განიარაღებაზე უარს ამბობდნენ.
 
1932 წლის მსოფლიო განიარაღების კონფერენციამ მნიშვნელოვანი მარცხი განიცადა, ვინაიდან შეიარაღებაზე მორატორიუმი მხოლოდ ერთი წლით გამოცხადდა რომელზეც თავდაპირველად საფრანგეთმა, დიდმა ბრიტანეთმა, ესპანეთმა, იტალიამ და იაპონიამ თანხმობა განაცხადეს. შეთანხმების თანახმად აღნიშნულმა ქვეყნებმა მათი საზღვაო ძალების გაზრდაზე უარი თქვეს, მაგრამ კომისიამ იტალიის, ესპანეთის, იაპონიისა და გერმანიის შეიარაღების ზრდის შეჩერებას ხელი ვერ შეუშალა. გერმანიის მიერ [[რაინი]]ს დაკავებას, სუდეტის ოკუპაციას და ავსტრიის ანშლუსს ერთა ლიგის მხრიდან ქმედითი ნაბიჯები არ მოყოლია, აღნიშნულმა ფაქტმა სხვა ქვეყნებს შეიარაღების გაზრდისკენ უბიძგა. 1933 წელს გერმანიამ და იაპონიამ ერთა ლიგა დატოვეს ხოლო 1937 წელს უკვე იტალიამ და ესპანეთმა. ერთა ლიგის ბოლო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება 1939 წელს [[საბჭოთა კავშირი]]ს ფინეთში შეჭრის გამო მისი გარიცხვა იყო<ref name="northedge" />.
 
==ერთა ლიგის სისუსტეები==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ერთა_ლიგა“-დან