ერთა ლიგა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 88:
===იტალიის შეჭრა ეთიოპიაში ===
{{მთავარი|იტალია-ეთიოპიის მეორე ომი}}
[[1935]] წლის ოქტომბერში [[ბენიტო მუსოლინი]]მ აბისინიაში (დღევანდელი [[ეთიოპია]]) შეჭრის ბრძანება გასცა<ref name="northedge" />, რასაც 400-ათასიანი არმიის გაგზავნა მოჰყვა. მუსოლინის ბრძანებით იტალიამ აბისინიის ინტენსიური დაბომბვები დაიწყო, დაბომბვების დროს გამოიყენეს ქიმიური იარაღიც. [[1936]] წლის მაისში იტალიის არმიამ დაამარცხა აბისინიის არმია და დაიკავა [[ადის-აბაბააბება]], რასაც ეთიოპიის იმპერატორის, [[ჰაილე სელასიე I]]-ის გაქცევა მოჰყვა.
 
[[1935]] წლის ნოემბერში ერთა ლიგამ აბისინიაში შეჭრის გამო იტალიას ეკონომიკური სანქციები დაუწესა, მაგრამ აღნიშნულმა სანქციებმა იტალიაზე დიდი გავლენა ვერ მოახდინეს, ვინაიდან სანქციები ნავთობს არ შეეხო. ვინაიდან არსებულ მომენტში არცერთ ქვეყანას იტალიისთვის სამხედრო წინააღმდეგობის გაწევა არ შეეძლო იტალიის დასასჯელად ეკონომიკური სანქციები ერთადერთ საშუალებად იყო მიჩნეული. 1935 წლის ოქტომბერში აშშ-ის პრეზიდენტმა [[ფრანკლინ დელანო რუზველტი|ფრანკლინ დელანო რუზველტმა]] ახლად დამტკიცებული ნეიტრალიტეტის აქტი აამოქმედა, რომლის მიხედვითაც კონფლიქტში მყოფ ორივე მხარეს შეიარაღებაზე შეზღუდვები დაუწესდათ, მაგრამ აშშ-მ იტალიის როგორც აგრესორის მიმართ გააფართოვა. 1936 წლის ივლისში ერთა ლიგამ იტალიას სანქციები მოუხსნა<ref>{{cite web| author =Haile Selassie I| title =Appeal to The League of Nations:June 1936, Geneva, Switzerland| publisher =Black King| url =http://www.black-king.net/haile%20selassie%2001e.htm| accessdate =6 June 2008| url-status=dead| archiveurl =https://web.archive.org/web/20080325023216/http://www.black-king.net/haile%20selassie%2001e.htm| archivedate =25 March 2008| df =dmy-all| author-link =Haile Selassie I}}</ref>.
 
1935 წლისთვის საფრანგეთის და ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრები იტალიასთან აბისინიის ორ ნაწილად იტალიურ და აბისინიურ ნაწილად გაყოფაზე დათანხმებას ცდილობდნენ, რაზეც მუსოლინი მზად იყო დათანხმებულიყო, მაგრამ არსებულმა შეთანხმებამ გაჟონა, რამაც საფრანგეთში და ბრიტანეთში პროტესტი გამოიწვია, რასაც მალევე ორივე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების გადადგომა მოჰყვა.
 
===ესპანეთის სამოქალაქო ომი===
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ერთა_ლიგა“-დან