ერთა ლიგა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 65:
===კოლუმბია-პერუს დაპირისპირება===
{{მთავარი|ლეტიციას ინცინდენტი}}
XX საუკუნის დასაწყისში [[კოლუმბია]]სა და [[პერუ]]ს შორის რიგი სახის დაპირისპირებები არსებობდა, რომელიც საბოლოოდ [[1922]] წლის [[სალომონ-ლოზანოს ხელშეკრულება|სალომონ-ლოზანოს ხელშეკრულებით]] დასრულდა. შეთანხმების თანახმად სასაზღვრო სოფელი ლეტიცია მისი შემოგარენით პერუს გამოეყო და კოლუმბიას გადაეცა, რაც კოლუმბიას საშუალებას აძლევდა [[ამაზონი|ამაზონთან]] წვდომა ქონოდა. [[1930]] წლის 1 ოქტომბერს შეთანხმებით დაზარალებულმა პერუელმა ფერმერებმა საკუთარი შეიარაღებულ ძალებით ლეტიცია დაიკავეს. თავდაპირველად პერუმ ლეტიცის ძალადობრივად მის შემადგენლობაში დაბრუნებას მხარი არ დაუჭირა, მაგრამ [[პერუს პრეზიდენტი|პერუს პრეზიდენტმა]] გადაწყვიტა კოლუმბისათვის ლეტიციის დაბრუნების საშუალება არ მიეცა, სწორედ ამიტომ პერუს არმიამ ლეტიციის ოკუპაცია მოახდინა. ოკუპაციას ორ ქვეყანას შორის მალევე მოყვა დაპირისპირება. რამდენიმე თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ ორივე ქვეყნის ხელისფლება დათანხმდა, რომ [[ერთა ლიგა]] მოლაპარაკებებში ჩართულიყო. კოლუმბიამ და პერუმ საკუთარი დავა განსახილველად ერთა ლიგის საბჭოს წარუდგინეს, [[1933]] წელს განხილვის პროცესში სადავო ტერიტორია ერთა ლიგის კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა. [[1934]] წელს მოლაპარაკებების შედეგად ლეტიცია კვლავ კოლუმბიის მფლობელობაში დაბრუნდა და ასევე 1932 წლის ოკუპაციის გამო პერუს ოფიციალური ბოდიშის მოხდა დაევალა<ref>{{cite book|title=The verdict of the League|year=1934|editor=Hudson, Manley|publisher=World Peace Foundation|pages=1–13}}</ref>.
 
===საარი===
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ერთა_ლიგა“-დან