ერთა ლიგა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 43:
ერთა ლიგის საბჭოს წევრთა რაოდენობა არსებობის განმავლობაში რამდენჯერმე შეიცვალა. [[1922]] წელს არამოქმედი წევრი ქვეყნების რაოდენობა ექვსამდე გაიზარდა, ხოლო [[1926]] წელს უკვე რვამდე. 1926 წელს როდესაც გერმანია ერთა ლიგაში გაწევრიანდა ის საბჭოს მეხუთე მუდმივმოქმედი წევრი გახდა. მას შემდეგ რაც გერმანიამ და იაპონიამ ლიგა დატოვეს არაწევრი ქვეყნების რაოდენობა 9-დან 11-მდე გაიზარდა, ხოლო მას შემდეგ რაც [[საბჭოთა კავშირი]] ლიგის წევრი გახდა საბჭოს კიდე 3 არამუდმივი წევრი დაემატა, რის შედეგადაც საბოლოოდ საბჭოს 15 წვერი ყავდა. საბჭოს წევრები საკითხთა განხილვის მიზნით წელიწადში 5-ჯერ იკრიბებოდნენ, შეკრება ხდებოდა საგანგებო მდგომარეობის დროსაც.
 
== მანდატები ==
მას შემდეგ რაც მსოფლიო ომი დასრულდა დღის წესრიგში დამარცხებული ქვეყნების ტერიტორიების ნაწილის გადანაწილების საკითხი დადგა. გერმანიას ჩამოერთვა კოლონიები [[აფრიკა]]სა და ოკეანეთში, ხოლო [[ოსმალების იმპერია]]ს ჩამოერთვა მისი არაბულენოვანი რეგიონები. პარიზის სამშვიდობო შეთანხმების თანახმად აღნიშნულ ტერიტორიებზე პასუხისმგებლობა სხვა ქვეყნებს უნდა აეღოთ და ემართათ.<ref name="northedge">{{cite book|last = Northedge|first = F. S.|title = The League of Nations: Its life and times, 1920–1946| publisher = Leicester University Press|year = 1986|isbn=978-0-7185-1194-4}}</ref> ერთა ლიგის მანდატის სიტემა შეთანხმების 22-ე მეორე მუხლით იყო განსაზღვრული. მანდატების კომისია განსაზღვრავდა ქვეყნის მანდატის სტატუსს, ასევე სადავო ტერიტორიებზე პლებისციტის ჩატარებას იმისთვის, რომ მოსახლეობას ქონოდა არჩევანი თუ რომელ ქვეყანას შეერთებოდა. ერთა ლიგაში მანდატების 3 კატეგორია არსებობდა A, B და C.<ref name="northedge" />
 
A — აღნიშნული მანდატი ოტომანების იმპერიის ნაწილს შეეხებოდა, ასევე თუ გაერთიანება საკმარისად განვითარებული იყო და გააჩნდა სახელმწიფოებრივი ნიშნები და შეეძლო საკუთარი თავის დაცვა მაშინ მისი მოთხოვნები მმართველის შერჩევის დროს მკაცრად გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო<ref name="Mandate">{{cite web | last =League of Nations | year =1924 | title =The Covenant of the League of Nations:Article 22 | publisher =The Avalon Project at Yale Law School | url =http://avalon.law.yale.edu/20th_century/leagcov.asp | accessdate =20 April 2009 | archive-url =https://web.archive.org/web/20110726080156/http://avalon.law.yale.edu/20th_century/leagcov.asp | archive-date =26 July 2011 | url-status=live | df =dmy-all }}</ref>.
 
B — ტერიტორიები რომლებიც გერმანიის შემადგენლობაში შედიოდა. აღნიშნულ ტერიტორიებზე მცხოვრები ხალხის მართვისას მანდატის მფლობელი ქვყანა უნდა დახმარებოდა გაერთიანებას განვითარებულიყო და საკუთარი ტავის დაცვა ესწავლა. მმართველ ქვყანა მართული გაერთიანების ადმინისტრირება უნდა განეხორციელებინა და დაეცვა სამოქალაქო წესრიგი<ref name="Mandate" />.
 
C — ტერიტორიები მოიცავდა აფრიკის და ოკეანეთის ნაწილს. აღნიშნულ ტერიტორიებზე მცხოვრები ხალხები რომლებიც არასაკმარისად განვითარებულები და ცივილიზაციისგან საკმაოდ დაშორებულები იყვნენ. აღნიშნული მანდატის ქვეშ ასევე იმართებოდა ის ტერიტორიები, რომლებზეც ეთნიკური ჯგუფები მნიშვნელოვნად დაქსაქსული ან მცირერიცხოვანი იყო<ref name="Mandate" />.
 
===მანდატით მართული ტერიტორიები===
ერთა ლიგის მანდატით ტერიტორიების მართვის უფლება მხოლოდ რამდენიმე ქვეყანას ქონდა, ერთა ლიგის 14 მანდატი დიდ ბრიტანეთს, სამხრეთ აფრიკის გაერთიანებას, საფრანგეთს, ბელგიას, იაპონიას, [[ახალი ზელანდია|ახალ ზელანდიასა]] და [[ავსტრალია]]ს ჰქონდა განაწილებული. დიდი ბრიტანეთი მისი მანდატით [[პალესტინა]]ს მართავდა, ხოლო სამხრეთ აფრიკის გაერთიანება კი სამხრეთ დასავლეთ აფრიკის მანდატს. ერთა ლიგის მანდატით მართულმა ქვეყნებმა დამოუკიდებლობა [[მეორე მსოფლიო ომი]]ს დასრულებამდე ვერ მიიღეს, ერთადერთი გამონაკლისს ერაყის სამეფო წარმოადგენდა, რომელიც ერთა ლიგის წევრი 1932 წელს გახდა<ref>{{cite web|url=https://www.un.org/en/decolonization/history.shtml|accessdate=15 September 2011|publisher=United Nations|title=The United Nations and Decolonization|archive-url=https://web.archive.org/web/20110903215926/http://www.un.org/en/decolonization/history.shtml|archive-date=3 September 2011|url-status=live}}</ref>.
 
ერთა ლიგის პირდაპირი მმართველობის ქვეშ იმყოფებოდა [[ზაარლანდი]], რომელიც 15 წლის შემდეგ პლებისციტის შედეგად დაბრუნდა გერმანიის მმართველობაში და დანცინგის თავისუფალი ქალაქი (დღევანდელი [[გდანსკი]])<ref name="northedge" />.
 
==ტერიტორიული დავების გადაწყვეტა==
 
==რესურსები ინტერნეტში==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ერთა_ლიგა“-დან