ერთა ლიგა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 29:
 
[[1920]] წლის 16 იანვარს მას შედეგ რაც ვერსალის საზავო შეთანხმება დასრულდა საბჭოს პირველი შეხვედრა გაიმართა. 1920 წლის 1 ნოემბერს ლიგის სათაო ოფისი [[ლონდონი]]დან [[ჟენევა]]ში გადაიტანეს, სადაც პირველი გენერალური ასამბლეა გაიმართა<ref>[http://www.unog.ch/80256EDD006B8954/(httpAssets)/3DA94AAFEB9E8E76C1256F340047BB52/$file/sdn_chronology.pdf League of Nations Chronology] {{Webarchive|url=https://web.archive.org/web/20150404121418/http://www.unog.ch/80256EDD006B8954/(httpAssets)/3DA94AAFEB9E8E76C1256F340047BB52/$file/sdn_chronology.pdf |date=4 April 2015 }}, The United Nations Office at Geneva</ref>.
 
==სტრუქტურა ==
ერთა ლიგის სტრუქტურა შემდეგი ორგანოებისგან შედგებოდა. ასამბლეა, საბჭო და მუდმივმოქმედი სამდივნო. მას ასევე დამატებით გააჩნდა მუდმივმოქმედი საერთაშორისო სასამართლო, შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია და სხვა დამხარე კომისიები თუ სამსახურები. თითოეული ორგანოს ბიუჯეტი ასამბლეის მიერ იყო განსაზღვრული, ლიგის ფინანსური მხარდაჭერა მისი წევრი ქვეყნების მიერ ხდებოდა. ერთა ლიგის ასამბლეას და კომისიას შორის ურთიერთობები მკაცრად განსაზღვრული არ იყო, ასევე ბუნდოვანი იყო ორივე ორგანოს კომპეტენციების საკითხიც<ref>{{cite web|publisher=University of Indiana|accessdate=5 October 2011|title=Budget of the League|url=http://www.indiana.edu/~league/pictorialsurvey/lonapspg30.htm|archive-url=https://web.archive.org/web/20110823153107/http://www.indiana.edu/~league/pictorialsurvey/lonapspg30.htm|archive-date=23 August 2011|url-status=live}}</ref>.
 
გადაწყვეტილებები ერთა ლიგაში ერთსულოვნებას პრინციპით მიიღებოდა, პროცედურული საკითხების და გარდა ყველა საკითხზე ყველა ქვეყანას თანხმობა უნდა განეცხადებინა, წინააღდეგ შემთხვევაში საკითხი მიღებული არ იქნებოდა. აღნიშნული პრინციპი არ ვრცელდებოდა ახალი წევრების მიღებაზე თუ სხვა რომელიმე განსაკუთრებულ საკითხზე.
 
მუდმივ მოქმედი სამდივნო- სამდივნო აერთიანებდა სხვადასხვა დარგის ექსპერტებს, რომლებიც გენერალური სამდივნოს ექვემდებარებოდა. აღნიშნული სამდივნოს ძირითადი მიმართულებები იყო პოლიტიკური, ფინანსური და ეკონომიკური, სატრანზიტო, უმცირესობები, ადმინისტრირება(საარი და დანცინგი), მანდატების საკითხი, განიარაღება, ჯანმრთელობა და სოციალური. სამდივნო საბჭოსთვის და ასამბლეისთვის შეიმუშავებდა სამოქმედო გეგმას ასევე საჭიროებისამებრ წარადგენდა რეპორტებს.
 
* '''ასამბლეა''' — ასამბლეაში ერთა ლიგის ყველა წვერი ქვეყანა იყო წარმოდგენილი, სადაც თითოეულ ქვეყანას 3 წარმომადგენელი ყავდა და ყველა ქვეყანას ერთი ხმის უფლება ქონდა. ასამბლეა შეკრება ყოველი წლის სექტემბერში ჟენევაში ხდებოდა, სადაც განიხილავდნენ ახალი წევრების მიღებას და ორგანიზაციის ბიუჯეტს, საბჭოს არა მუდმივმოქმედი წევრების არჩევას და სასამართლოს წევრების არჩევას.
 
* '''საბჭო''' — საბჭო როგორც ასამბლეის გადაწყვეტილების აღმასრულებელი ორგანო ისე ფუნქციონირებდა. საბჭოს 4 მუდმივმოქმედი წვერი ყავდა: [[დიდი ბრიტანეთი]], [[საფრანგეთი]], [[იტალია]] და [[იაპონია]]. საბჭოში ასევე შედიოდა 4 არამუდმივი წევრი რომელებიც 3 წლის ვადით ასამბლეის მიერ აირჩეოდნენ. საბჭოს პირველი არამუდმივი წევრები იყვნენ: [[ესპანეთი]], [[ბრაზილია]], [[საბერძნეთი]] და [[ბელგია]]<ref name=photo>{{cite web|accessdate=15 September 2011|url=http://www.indiana.edu/~league/photos.htm|publisher=University of Indiana|title=League of Nations Photo Archive|archive-url=https://web.archive.org/web/20110909035837/http://www.indiana.edu/%7Eleague/photos.htm|archive-date=9 September 2011|url-status=live}}</ref>.
 
ერთა ლიგის საბჭოს წევრთა რაოდენობა არსებობის განმავლობაში რამდენჯერმე შეიცვალა. [[1922]] წელს არამოქმედი წევრი ქვეყნების რაოდენობა ექვსამდე გაიზარდა, ხოლო [[1926]] წელს უკვე რვამდე. 1926 წელს როდესაც გერმანია ერთა ლიგაში გაწევრიანდა ის საბჭოს მეხუთე მუდმივმოქმედი წევრი გახდა. მას შემდეგ რაც გერმანიამ და იაპონიამ ლიგა დატოვეს არაწევრი ქვეყნების რაოდენობა 9-დან 11-მდე გაიზარდა, ხოლო მას შემდეგ რაც [[საბჭოთა კავშირი]] ლიგის წევრი გახდა საბჭოს კიდე 3 არამუდმივი წევრი დაემატა, რის შედეგადაც საბოლოოდ საბჭოს 15 წვერი ყავდა. საბჭოს წევრები საკითხთა განხილვის მიზნით წელიწადში 5-ჯერ იკრიბებოდნენ, შეკრება ხდებოდა საგანგებო მდგომარეობის დროსაც.
 
==მანდატები ==
 
==რესურსები ინტერნეტში==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ერთა_ლიგა“-დან