მარგერიტა მარია ფარნეზე: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{ინფოდაფა მმართველი|სახელი=მარგერიტა მარია ფარნეზე|სურათი=...
(განსხვავება არ არის)

11:36, 15 მაისი 2020-ის ვერსია

მარგერიტა მარია ფარნეზე (იტალ. Margherita Maria Farnese; დ. 24 ნოემბერი, 1664, პარმა, იტალია — გ. 17 ივნისი, 1718, კოლორნო, იტალია) — ფარნეზეების დინასტიის წარმომადგენელი. პარმისა და პიაჩენცის ჰერცოგ რანუჩო II-ისა და იზაბელა დ’ესტეს ასული. მოდენისა და რეჯიოს ჰერცოგინია 1692-1694 წლებში როგორც ფრანჩესკო II-ის მეუღლე.

მარგერიტა მარია ფარნეზე
მოდენისა და რეჯიოს ჰერცოგინია
მმართ. დასაწყისი: 14 ივლისი, 1692
მმართ. დასასრული: 6 სექტემბერი, 1694
წინამორბედი: ლაურა მარტინოცი
მემკვიდრე: შარლოტა ფელისიტა ბრაუნშვაიგ-ლიუნებურგელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 24 ნოემბერი, 1664
გარდ. თარიღი: 17 ივნისი, 1718, (53 წლის)
მეუღლე: ფრანჩესკო II, მოდენის ჰერცოგი
დინასტია: ფარნეზეები
მამა: რანუჩო II, პარმის ჰერცოგი
დედა: იზაბელა დ’ესტე
რელიგია: კათოლიციზმი

ბიოგრაფია

მარგერიტა მარია დაიბადა 1664 წლის 24 ნოემბერს პარმაში. იგი იყო პარმისა და პიაჩენცის ჰერცოგ რანუჩო II-ისა და მისი მეორე ცოლის, იზაბელა დ’ესტეს პირველი საერთო შვილი. აღსანიშნავია, რომ მისი მშობლები ღვიძლი ბიძაშვილ-მამიდაშვილები იყვნენ. დედამისი 1666 წელს გადაჰყვა მშობიარობას, რა დროსაც მან მარგერიტას ერთადერთი ღვიძლი ძმა, პრინცი ოდოარდო გააჩინა (უკანასკნელი ფარნეზეს, ესპანეთის დედოფალ ისაბელის მამა).

დაქვრივების შემდეგ მამამისი მესამედ და საბოლოოდ დაქორწინდა მარგერიტა მარიას დეიდაზე, პრინცესა მარია დ’ესტეზე, რომელთანაც შეეძინა კიდევ ორი ვაჟი, ფრანჩესკო და ანტონიო.

როდესაც მარგერიტა მარია წამოიზარდა მამამისმა მის გათხოვებაზე დაიწყო ფიქრი. ვინაიდან პარმა-მოდენის ალიანსი უკვე გამყარებული იყო, მოდენის ჰერცოგი ფრანჩესკო II საფრანგეთთან ალიანსის გასამყარებლად ფიქრობდა, რომ ცოლად პრინცესა ბეატრის ჰიერონიმა ლოთარინგიელი შეერთო, თუმცა არ გამოუვიდა.

ფრანჩესკო II იყო მარგერიტას პაპიდაშვილი, ჰერცოგ ალფონსო IV-ისა და ლაურა მარტინოცის ვაჟი, საფრანგეთის მმართველი კარდინალი მაზარინის დისწული და ინგლისის, ირლანდიისა და შოტლანდიის დედოფალ მარია მოდენელის ძმა, რის გამოც მასზე ქორწინება პარმელებს ხელს აძლევდა.

1692 წლის 14 ივლისს მარგერიტა მარია ფარნეზე და ფრანჩესკო II მოდენელი დააქორწინეს. მათი ქორწინება ხანმოკლე და უნაყოფო იყო, რადგან ფრანჩესკო 1694 წელს პოლიართრიტით გარდაიცვალა.

ვინაიდან მას შვილი არ დარჩენია, წესის თანახმად მარგერიტა მარია მშობლიურ პარმას დაუბრუნდა, სადაც უკვე მისი ძმა, ფრანჩესკო ფარნეზე იჯდა ტახზე. იგი მეორედ აღარ გათხოვილა და გარდაიცვალა 1718 წლის 17 ივნისს კოლორნოში, ფარნეზეების საზაფხულო რეზიდენციაში.

ლიტერატურა