დავით IV აღმაშენებელი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 66:
 
==== ბრძოლა კლდეკარის საერისთავოს წინააღმდეგ ====
დავით აღაშენებელმააღმაშენებელმა XI საუკუნის ბოლოს მკაცრი ბრძოლა გამოუცხადა დიდგვაროვან ფეოდალებს. დავითის ისტორიკოსი [[მელიქ-შაჰი]]ს სიკვდილსა და [[ლიპარიტ V|ლიპარიტის]] განდგომას ერთმანეთთან აკავშირებს. მალიქ-შაჰი 1092 წელს გარდაიცვალა, ლიპარიტი კი 1093 წელს განდგა.{{sfn-2|საქართველოს ისტორია, ტ. II|2012|გვ=362}}{{sfn-2|როინ მეტრეველი — წმინდა დავით აღმაშენებელი|2011|გვ=23}}
 
ბაღვაშები მსხვილი ფეოდალები იყვნენ IX-XIII საუკუნეების საქართველოში, მათი სამფლობელო იყო არგვეთი (ზემო იმერეთში). IX საუკუნის 70-80-იან წლებში ამ გვარის წარმომადგენელი [[ლიპარიტ I]] ბაღვაში ეყმო [[დავით I კურაპალატი|დავით I ქართველთა კურაპალატს]], მიიღო მისგან მიწა-წყალი თრიალეთში და შექმნა ძლიერი კლდეკარის საერისთაო. საერისთავოს აღმოსავლეთით (ალგეთისა და სკორეთის ხეობებში) ესაზღვრებოდა [[თბილისის საამირო]], სამხრეთ-აღმოსავლეთითა და სამხრეთით — სამშვილდისა და ზორაკერტის რეგიონები, სამხრეთ-დასავლეთით — [[ჯავახეთი]], დასავლეთით — [[სამცხე]], ხოლო ჩრდილოეთით — ქართლის საერისთავო, რომელსაც კლდეკარის საერისთაოსაგან თრიალეთის ქედი ჰყოფდა.{{sfn-2|საქართველოს ისტორია, ტ. II|2012|გვ=363}}{{sfn-2|როინ მეტრეველი — წმინდა დავით აღმაშენებელი|2011|გვ=23}}