ერთა ლიგა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 11:
 
== ისტორია ==
===წინარე ისტორია===
ერთა მშვიდობიანი გაერთიანების იდეა, რომელიც კონფლიქტს შეზღუდავდა და სახელმწიფოებს შორის მშვიდობას დაიცავდა ჯერ კიდევ [[1795]] წელს გაჩნდა, როდესაც [[იმანუელ კანტი|იმანუელ კანტმა]] მისი წიგნი „მუდმივი მშვიდობა: ფილოსოფიური სკეჩი“ გამოსცა<ref>{{cite web|url=http://www.mtholyoke.edu/acad/intrel/kant/kant1.htm|last=Kant|first=Immanuel|publisher=Mount Holyoke College|title=Perpetual Peace: A Philosophical Sketch|accessdate=16 May 2008|archive-url=https://web.archive.org/web/20080514211750/http://www.mtholyoke.edu/acad/intrel/kant/kant1.htm|archive-date=14 May 2008|url-status=live}}</ref>. კანტი მხარს უჭერდა მშვიდობიანი მსოფლიო წესრიგის შექმნას, რომელიც შინაარსობრივად არ გულისხმობდა მსოფლიო ხელისუფლების შექმნას, არამედ ისეთი სახელმწიფოების რომლებიც თავისუფალი ქვეყნები იქნებოდნენ და პატივს სცემდნენ როგორც საკუთარ ისე სხვა ქვეყნის მოქალაქეებს, რაც მსოფლიოში ხელს შეუწყობდა მშვიდობიანი საზოგადოების შექმნას. [[XIX საუკუნე]]ში [[ნაპოლეონის ომები]]ს შემდგომ [[ევროპის კონცერტი|ევროპის კონცერტმა]] ევროპაში მშვიდობის შენარჩუნებაში და კოლექტიური უსაფრთხოების ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. აღნიშნულ პერიოდში საერთაშორისო სამართალი მნიშვნელოვნად განვითარდა, რომლის დროსაც შეიქმნა [[ჟენევის პირველი კონვენცია]] და ჰააგის [[1899]] და [[1907]] წლების [[ჰააგის კონვენციები|კონვენციები]], რომლებიც სამშვიდობო ისე საომარი მოქმედებების დროს სახელმწიფოთა მოქმედებებს არეგულირებდნენ<ref>F.S Northedge, ''The League of Nations: Its Life and Times, 1920–1946'' (1986) p 10</ref>.
 
[[პირველი მსოფლიო ომი]]ს სისასტიკემ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ევროპაში არსებულ სოციალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ სისტემებზე. კონფლიქტის მიმდინარეობის პერიოდში რამდენიმე იმპერია დაიშალა, კერძოდ [[რუსეთის იმპერია|რუსეთის]], გერმანიის, [[ავსტრია-უნგრეთის იმპერია|ავსტრია-უნგრეთის]] და [[ოსმალეთის იმპერია]]. პირველი მსოფლიო ომის სისასტიკემ მსოფლიოში [[პაციფიზმი|პაციფისტური]] და ანტი საომარი მოძრაობები მნიშვნელოვნად გააძლიერა, სწორედ ამიტომ პირველი მსოფლიო ომი „უკანასკნელ ომად“ იყო მიჩნეული. იმ მიზნით, რომ პირველი მსოფლიო ომის მსგავსი ან უფრო მძიმე ტრაგიკული ომი აღარ მომხდარიყო გადაწყდა ყველა იმ მიზეზის შესწავლა რამაც კონფლიქტის დაწყება გამოიწვია, რომლის შედეგადაც რამდენიმე მიზეზი გამოიკვეთა. დადგინდა, რომ სახელმწიფოები აქტიურად აწარმოებდნენ საიდუმლო დიპლომატიას, შეჯიბრს შეიარაღებაში, სამხედრო ნაციონალიზმს და სახელმწიფოები მოკავშირეებს მხოლოდ პირადი სარგებლის მიღების მიზნით არჩევდნენ. სამომავლოდ კონფლიქტების არიდების მიზნით გადაწყდა, რომ საერთაშორისო ორგანიზაცია უნდა შექმნილიყო, რომელიც დაფუძნებული იქნებოდა და წაახალისებდა ღია დიპლომატიას, მოახდენდა განიარაღებას, წაახალისებდა კოლექტიურ უსაფრთხოება და შესაძლო ნეგატიური შედეგების გაზრდით ქვეყნებს სამომავლოდ კონფლიქტის დაწყების სურვილს შეუმცირებდა.
ერთა ლიგა დაარსდა [[1919]]-[[1920]] წლების [[ვერსალის ხელშეკრულება|ვერსალის ხელშეკრულებით]]. ლიგის ჩამოყალიბების საფუძვლად არსებული დიპლომატიური ფილოსოფია რადიკალური წინსვლა იყო წინა ას წელთან შედარებით. ლიგას არ ჰყავდა საკუთარი შეიარაღებული ძალები და ამგვარად, მისი რეზოლუციების შესრულებაში ზესახელმწიფოების იმედზე რჩებოდა, თუმცა ეს უკანასკნელნი ხშირად ამ ფუნქციის შესრულებისგან თავს იკავებდნენ.
 
ერთა ლიგის შექმნამდე დიდ ბრიტანეთს, [[აშშ]]-ს და საფრანგეთს საკუთარი მოსაზრებები და შეხედულებები ქონდათ თუ როგორი უნდა ყოფილიყო ორგანიზაცია, რომელიც სამომავლოდ მსოფლიო წესრიგის და სტაბილურობის განმსაზღვრელი იქნებოდა. ბრიტანული იდეის თანახმად უნდა მომხდარიყო ე. წ. გამარჯვებული ქვეყნების კონფერენცია, რომელიც ქვეყნებს შორის დავებს გადაწყვეტდა და საჭიროების შესაბამისად სანქციებს დააწესებდა. საფრანგეთის ინიციატივა ორგანიზაციასთან დაკავშირებით უფრო მრავლისმომცველი იყო, რაც გულისხმობდა კრიზისების გადაჭრას საგანგებო შეხვედრებით და საერთაშორისო არმიის შექმნით, რომლის მეშვეობითაც გადაწყვეტილების აღსრულება მოხდებოდა. რაც შეეხება აშშ-ს პოზიციას [[ვუდრო ვილსონი|ვუდრო ვილსონმა]] ორგანიზაციის შექმნის იდეა მის ცნობილ 14 პუნქტზე დააფუძნა, რომლის მიხედვითაც [[ედვარდ ჰაუსი|ედვარდ ჰაუსმა]] ერთა ლიგის პირველი მონახაზი შეიქმნა. აღნიშნული მონახაზის თანახმად სახელმწიფოების უნდა შეეწყვიტათ არაეთიკური მოქმედებები, ასევე გარკვეული სახის ჯაშუშობა და უღირსი მოქმედებები. სახელმწიფოები რომლებიც არ დაემორჩილებოდნენ ორგანიზაციის გადაწყვეტილებას მათ მიმართ უნდა მომხდარიყო მკაცრი სანქციების დაწესება და ვაჭრობის აკრძალვა იმ ქვეყნებთან, რომლებიც აღნიშნული ქვეყანას სტრატეგიულად მნიშვნელოვან ნედლეულს აწვდიდა<ref name="jclare">{{cite web|publisher=American History|accessdate=10 December 2013|url=http://www.let.rug.nl/usa/essays/1901-/the-league-of-nations-karl-j-schmidt.php|title=The League of Nations – Karl J. Schmidt|archive-url=https://web.archive.org/web/20131219081141/http://www.let.rug.nl/usa/essays/1901-/the-league-of-nations-karl-j-schmidt.php|archive-date=19 December 2013|url-status=live}}</ref>.
ერთა ლიგის დამფუძნებელი იყო 44 ქვეყანა. მათ შორის არ იყო ორი უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო – [[აშშ]] და [[რუსეთი]]. ერთა ლიგის მუშაობას გენერალური მდივანი ხელმძღვანელობდა, გენერალური სამდივნოს საშუალებით. ერთა ლიგის მთავარი მმართველი ორგანოები, რომლებიც მდებარეობდა ჟენევაში იყო: 1) საბჭო; 2) ასსამბლეა; 3) საერთაშორისო სასამართლო. საბჭო შედგებოდა 4 მუდმივი და 4 არჩევითი წევრისაგან. მუდმივი წევრები იყვნენ [[იტალია]], [[საფრანგეთი]], [[დიდი ბრიტანეთი]] და [[იაპონია]]. [[1934]] წელს ლიგაში მიიღეს საბჭოთა კავშირი, [[1939]] წელს კი, როდესაც მან ომი გამოუცხადა ფინეთს, გარიცხეს ერთა კავშირიდან.
 
ბრიტანელი [[რობერტ სესილი]]ს და სამხრეთ აფრიკელი [[იან სმუტსი]]ს შექმნილმა მონახაზმა მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ერთა ლიგის როლზე და მის სტრუქტურაზე. სმუტსი აქტიურად უჭერდა მხარს საბჭოს შექმნას, სადაც როგორც დიდი ისე პატარა სახელმწიფოები იქნებოდნენ გაერთიანებულნი, წვერი პატარა ქვეყნები დიდებისგან განსხვავებით როტაციის პრინციპს დაემორჩილებოდნენ ხოლო დიდი ქვეყნები მუდმივ მოქმედი წევრები იქნებოდნენ. სმუტსის იდეის თანახმად ასევე უნდა შექმნილიყო ე. წ. მანდატის სისტემა, რომელიც ღერძის ქვეყნების ტერიტორიებს გამარჯვებულ და [[ანტანტა|ანტანტის]] ქვეყნებს გადაუნაწილებდა. მეორე მხრივ, სესილის ინიციატივები მეტწილად კონცენტრირებული იყო ლიგის ადმინისტრაციულ მხარეზე, რომლის მიხედვითაც განსაზღვრული იყო როგორც საბჭოს ისე ასამბლეის შეკრების დრო და ფუნქციები. სესილი ასევე მხარს უჭერდა მუდმივმოქმედი სამდივნოს შექმნა, რომელიც ლიგის ადმინისტრაციულ საკითხებს გაუძღვებოდა<ref>{{cite web|url=http://www.columbia.edu/~saw2156/TheLeagueAsARetreat.pdf|title=The League of Nations: a retreat from international law?|publisher=Journal of Global History|access-date=10 December 2013|archive-url=https://web.archive.org/web/20131214064233/http://www.columbia.edu/~saw2156/TheLeagueAsARetreat.pdf|archive-date=14 December 2013|url-status=live}}</ref><ref name="jclare"/><ref>J. A. Thompson, "Lord Cecil and the pacifists in the League of Nations Union." ''Historical Journal'' 20#4 (1977): 949–959.</ref><ref>Christof Heyns, "The Preamble of the United Nations Charter: The Contribution of Jan Smuts." ''African Journal of International and Comparative Law'' vol 7 (1995): pp 329+. [http://heinonline.org/HOL/LandingPage?handle=hein.journals/afjincol7&div=23&id=&page= excerpt]</ref>.
ასამბლეაზე განიხილებოდა სხვადასხვა სახის მსოფლიო პრობლემები. ნებისმიერ სახელმწიფოს უფლება ჰქონდა, ვეტო დაედო ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე, ამიტომ ხშირად მნიშვნელოვანი საკითხები იბლოკებოდა. საერთაშორისო სასამართლო მდებარეობდა ქალაქ [[ჰააგა]]ში, შედგებოდა სხვადასხვა ქვეყნიდან არჩეული 15 მოსამართლისგან და განიხილავდა ქვეყანათა შორის დავებს. ჩამოთვლილთა გარდა ერთა ლიგას ჰქონდა სხვა კომიტეტებიც, რომლებიც ზრუნავდნენ ქალთა უფლებების დაცვაზე, ბავშვთა სოციალური პირობების გაუმჯობესებაზე, ეკონომიკურ და ფინანსურ პრობლემებზე.
 
===დაარსება===
1941 წელს ერთა ლიგის ასამბლეის გენერალური სხდომა გაიმართა. 1946 წლის აპრილში ერთა ლიგამ თვითლიკვიდაცია მოახდინა და ასპარეზი დაუთმო თავის მემკვიდრეს, [[გაერთიანებული ერების ორგანიზაცია]]ს.
[[ფაილი:No-nb bldsa 5c006.jpg|300px|მინი|ასამბლეის პირველი სხდომა, 15 ნოემბერი, 1920]]
[[1919]] წელს პარიზის სამშვიდობო კონფერენციის დროს ვილსონმა, სესილმა და სმუტსმა საკუთარი მონახაზები წარმოადგინეს. დელეგაციებს შორის გრძელვადიანი და დამღლელი მოლაპარაკებების შემდგომ შეთანხმება შედგა და მიიღეს ჰურსტ-მილერის მონახაზი, რომელზეც ლიგის შეთანხმების დაეფუძნა მოხდა, რომლის შედეგადაც 1919 წლის 25 იანვარს წევრებმა ლიგის დაარსებას წინადადებას მხარი დაუჭირეს. ერთა ლიგის საბოლოო შეთანხმების მონახაზი სპეციალური კომისიის მიერ იქნა შედგენილი, ერთა ლიგა [[ვერსალის საზავო ხელშეკრულება (1919)|ვერსალის ხელშეკრულების]] ხელმოწერის შედეგად შეიქმნა. 1919 წლის 20 ივნისს 44-მა სახელმწიფომ ხელი მოაწერა ლიგის შეთანხმებას. მათ შორის არ იყო ორი უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო – [[აშშ]] და [[რუსეთი]].
 
მოლაპარაკებების შედეგად განისაზღვრა ლიგის სტრუქტურა, რომლის მიხედვითაც შეიქმნებოდა გენერალური ასამბლეა (სადაც ყველა ქვეყანა იქნებოდა წარმოდგენილი), აღმასრულებელი საბჭო (მხოლოდ დიდი სახელმწიფოები) და მუდმივმოქმედი სამდივნო. ლიგის წვერ ქვეყნებს პატივი უნდა ეცათ სხვა ქვეყნების ტერიტორიებისთვის და აგრესიისგან თავი უნდა შეეკავებინათ, ასევე წვერ ქვეყნებს საკუთარი შეიარაღება უნდა შეემცირებინათ დონემდე, რომელიც თავდაცვისთვის იქნებოდა აუცილებელი. იმ შემთხვევაში თუ წევრ ქვეყანას სხვა რომელიმე წევრი ქვეყნის მიმართ პრეტენზია ანდ დავა ექნებოდა ის ვალდებული იყო მიემართა არბიტრაჟისთვის სადაც მოხდებოდა აღნიშნული დავის გადაწყვეტა. ლიგის შეთანხმების თანახმად ქვეყნებს არბიტრაჟამდე საომარი მოქმედებების დაწყება ეკრძალებოდათ, მანამ სანამ აღმასრულებელი საბჭოს მიერ დანიშნული საერთაშორისო სასამართლო გადაწყვეტილებას არ მიიღებდა.
 
[[ვუდრო ვილსონი]]ს ძალისხმევის და მიუხედავად, რის გამოც ის 1919 წელს მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატიც გახდა, აშშ ერთა ლიგაში ვერ გაწევრიანდა. რესპუბლიკელ სენატორს ჰენრი კებოტს სურდა, რომ აშშ ლიგაში პრივილეგიებით ყოფილიყო წარმოდგენილი. კებოტი ასევე მიიჩნევდა, რომ ომის გამოცხადების უფლება მხოლოდ სენატს ქონდა, ხოლო ერთა ლიგის წევრობა ქმნიდა ალბათობას, რომლის მიხედვითაც შეიძლებოდა, რომ აშშ ომში ყოფილიყო ჩათრეული. ვუდრო ვილსონმა აღნიშნულ მოთხოვნებზე უარი თქვა, რის გამოც კომპრომისი ვერ შედგა, ხოლო სენატში საჭირო ხმების 2/3 არ იყო, რის გამოც ვილსონის მცდელობა, რომ აშშ ერთა ლიგის წვერი გამხდარიყო წარუმატებლად დასრულდა<ref>{{Cite journal |jstor = 985951|title = Henry Cabot Lodge and the League of Nations|journal = Proceedings of the American Philosophical Society|volume = 114|issue = 4|pages = 245–255|last1 = Hewes|first1 = James E.|year = 1970}}</ref>.
 
[[1920]] წლის 16 იანვარს მას შედეგ რაც ვერსალის საზავო შეთანხმება დასრულდა საბჭოს პირველი შეხვედრა გაიმართა. 1920 წლის 1 ნოემბერს ლიგის სათაო ოფისი [[ლონდონი]]დან [[ჟენევა]]ში გადაიტანეს, სადაც პირველი გენერალური ასამბლეა გაიმართა<ref>[http://www.unog.ch/80256EDD006B8954/(httpAssets)/3DA94AAFEB9E8E76C1256F340047BB52/$file/sdn_chronology.pdf League of Nations Chronology] {{Webarchive|url=https://web.archive.org/web/20150404121418/http://www.unog.ch/80256EDD006B8954/(httpAssets)/3DA94AAFEB9E8E76C1256F340047BB52/$file/sdn_chronology.pdf |date=4 April 2015 }}, The United Nations Office at Geneva</ref>.
 
==რესურსები ინტერნეტში==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ერთა_ლიგა“-დან