დიპლომატია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:UN building, Genevra.jpg|მინი|250პქ|[[გაერთიანებული ერების ორგანიზაცია|გაერთიანებული ერების ორგანიზაციის]] შენობა.]]
[[ფაილი:Symmetry of Diplomacy.jpg|მინი|250პქ|Ger van Elk, ''Symmetry of Diplomacy'', 1975, Groninger Museum.]]
'''დიპლომატია''' — [[საგარეო პოლიტიკა|საგარეო პოლიტიკის]] ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომელიც უცხო ქვეყნებთან ურთიერთობებში სახელმწიფოს მიზნების შესრულებას ემსახურება. სხვაგვარად, სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურთა და საგარეო ურთიერთობის ორგანოთა ოფიციალური საქმიანობა საგარეო-პოლიტიკური მიზნების განსახორციელებლად და სახელმწიფო ინტერესების დასაცავად საზღვარგარეთ. მეთოდი, რომლითაც ამ ურთიერთობებს არეგულირებენ და აწარმოებენ ელჩები ან დესპანები. ტერმინი „დიპლომატია“ მომდინარეობს ბერძნული სიტყვიდან „diplōma“ — წარწერებიანი ორკეცი დაფა, რომელიც [[ძველი საბერძნეთი|ძველ საბერძნეთში]] რწმუნებულების საბუთად ეძლეოდა სხვა ქვეყანაში გაგზავნილ დესპანს; თანამედროვე მნიშვნელობით დამკვიდრდა [[XVIII საუკუნე|XVIII საუკუნის]] ბოლოს. დიპლომატია წარმოიშვა სახელმწიფოსთან ერთად. მისი მიზანდასახულობა და მეთოდები შეესაბამება სახელმწიფოს არსს და პოლიტიკურ რეჟიმს.<ref name="qse" />
 
დიპლომატია ხორციელდება როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატში. ორმხრივი დიპლომატია გულისხმობს ურთიერთობას ორ სახელმწიფოს შორის. მრავალმხრივი დიპლომატია კი მოიცავს რამდენიმე ქვეყანას შორის, ხშირად [[საერთაშორისო ორგანიზაციები|საერთაშორისო ორგანიზაციების]] ინსტიტუციონალიზებულ გარემოში კონტაქტს. ამ ტიპის დიპლომატიამ განსაკუთრებული მნიშვნელობა [[მეორე მსოფლიო ომი|მეორე მსოფლიო ომის]] შემდეგ შეიძინა. ამის მიზეზი კი მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში სუვერენულ სახელმწიფოთა სწრაფი ზრდა და მათ შორის კომპლექსური ურთიერთობების ჩამოყალიბება იყო. ამ ყველაფერს თან დაერთო საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღებული ვალდებულებებისა და ამოცანების მრავალფეროვნება და გაზრდილი რაოდენობა.
 
მონათმფლობელური სახელმწიფოს დიპლომატია ემსახურებოდა ერთ ქვეყანასთან კავშირის შეკვრას მეორე ქვეყნის წინააღმდეგ, რამაც განაპირობა [[ელჩი|ელჩების]] გაგზავნისა და საერთაშორისო ხელშეკრულებათა დადების პრაქტიკა. მანევრირებითა და ცბიერებით გამოირჩეოდა ანტიკური რომის დიპლომატია; [[ფეოდალიზმი]]ს ეპოქაში ეს ტრადიციები განავითარა [[ბიზანტია|ბიზანტიისა]] და [[რომის პაპების სია|რომის პაპების]] დიპლომატიამ; [[ბიზანტია]]მ შემოიღო მუდმივი დიპლომატიური წარმომადგენლობანი საზღვარგარეთ და რთული დიპლომატიური ეტიკეტი.<ref name="qse">{{ქსე|3|563-564|ჟვანია გ., ნაკაშიძე ნ.|არა}}</ref> მუდმივი ელჩის ინსტიტუტი პირველად [[XV საუკუნე|XV საუკუნის]] იტალიაში წარმოიშვა და მთელ მსოფლიოში გავრცელდა.<ref>[http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=6&t=3694 დიპლომატია – სამოქალაქო განათლების ლექსიკონი]</ref>
 
==დიპლომატიის მოკლე ისტორია==
===ბერძნული დიპლომატია===
თანამედროვე დიპლომატიის დაბადება პოსტ-რენესანსულ ევროპაში უკავშირდება [[ძველი საბერძნეთი|ძველ საბერძნეთს]]. ბერძნული დიპლომატიის საწყისი წყაროები გვხვდება ლიტერატურაში, მაგალითად [[ჰომეროსი|ჰომეროსის]] "[[ილიადა|ილიადასა]]" და "[[ოდისეა|ოდისეაში]]". შიდასახელმწიფოებრივი ურთიერთობების პირველი ელემენტები უკავშირდება [[ოლიმპიური თამაშები|ოლიმპიურ თამაშებს]] [[776]] წელს ჩვენს წელთაღრიცხვამდე. ასევე ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-6 საუკუნის შუა პერიოდში, [[სპარტა]] უკვე ქმნიდა ალიანსებს.
 
ძველ საბერძნეთში ჩამოყალიბდა დიპლომატიური აქტორების იერარქია. პირველ ადგილზე იდგა მაუწყებელი (Herald), რომელიც მარტო მოქმედებდა და იყო ხელშეუხებელი. ითვლებოდა, რომ მას ღმერთები იცავდნენ. სხვა წარმომადგენლობითი თანამდებობებიდან აღსანიშნავია დესპანები (envoys) და შიკრიკები (messengers), რომლებიც დიპლომატიურ მისიებში იყვნენ განწესებულნი და არ სარგებლობდნენ პრივილეგიებით. მაუწყებლისგან განსხვავებით, ეს უკანასკნელნი მუშაობდნენ დიდ ჯგუფებში და წარმოადგენდნენ სხვადასხვა მხარეს.
 
===რომაული დიპლომატია===
[[რომაელები]] არ მიიჩნევდნენ დიპლომატიას სახელმწიფო მართვის მნიშვნელოვან ინსტრუმენტად. ისინი დიპლომატიას იყენებდნენ ყოველდღიური საქმისწარმოებისათვის და ძირითადად საკუთარ პროვინციებს შორის სამართლებრივი და კომერციული საქმიანობის შესასრულებლად. რომაელები იშვიათად იყენებდნენ დიპლომატიას საკუთარი უზენაესობის დასამყარებლად და შესანარჩუნებლად. ამის ნაცვლად, საგარეო პოლიტიკის წარმოების ყველაზე მნიშვნელოვანი ბერკეტი იყო ძლიერი სამხედროები და მათი უპირატესობა [[ომი|ომში]].
 
დიპლომატიის გამოყენების მეთოდები განსხვავდებოდა მმართველობის სისტემის მიხედვით. რესპუბლიკაში დიპლომატია ეყრდნობოდა პერსონალურ კონტაქტებს. რომაელები აფასებდნენ გამართულ საჯარო საუბარს და არგუმენტებით დარწმუნების უნარს. დიპლომატიის ფუნქციები მოიცავდა მშვიდობის დამყარებას, დოვლათის გადანაწილების ორგანიზებას, სავაჭრო დავების მოგვარებასა და ვაჭრობის დარეგულირებას. [[რომის იმპერია|რომის იმპერიაში]] კი იმპერატორი წყვეტდა, როდის გამოცხადებულიყო ომი, ან როდის გამოეყენებინა დიპლომატია. ამ დროს არ იყო განვითარებული მეთაურობის იერარქია, ყველა მოხელე ანგარიშს აბარებდა იმპერატორს. სწორედ იმპერატორი გასცემდა დეტალურ ინსტრუქციას რწმუნებულებისთვის (governor) და ეს უკანასკნელნი საჭიროებს შემთხვევაში აწარმოებდნენ საგარეო ურთიერთობებს.
 
===ვენის კონგრესი===
[[1813]]-[[1814]] წლებში კოალიციამ [[დიდი ბრიტანეთი|დიდი ბრიტანეთის]], [[რუსეთი|რუსეთის]], [[ავსტრია|ავსტრიისა]]და [[პრუსია|პრუსიის]] ლიდერობით დაამარცხა [[ნაპოლეონ ბონაპარტე]], რამაც ამ ძალებს გაუჩინა [[ევროპა|ევროპის]] დასტაბილურების შესაძლებლობა. ეს უნდა მომხდარიყო [[საფრანგეთი]]ს ძალაუფლების შეკავებითა და დიდ სახელმწიფოებს შორის ძალთა გადანაწილებით. შესაბამისად, [[1814]]-[[1815]] წლებში ჩატარებული [[ვენის კონგრესი]] გულისხმობდა ევროპაში ახალი პოლიტიკური და სამართლებრივი წესრიგის დამყარებას [[საფრანგეთის რევოლუცია|საფრანგეთის რევოლუციის]] შედეგად ორ ათწლეულზე მეტი არეულობისა და ომის შემდეგ.
 
[[1814]]-[[1815]] წლებში ჩატარებული ვენის კონგრესი ითვლება კონგრესების სისტემის საწყისად, რომელთაც ატარებდნენ სახელმწიფო ან მთავრობის მეთაურები. აღნიშნული კონგრესი შეიკრიბა არა მხოლოდ იმ მიზნით, რომ გადაეწყვიტა სპეციფიკური საკითხები, როგორიცაა ტერიტორიული დავები, არამედ სურდა მრავალმხრივი უსაფრთხოების სისტემის შექმნა მთელი კონტინენტისათვის. ამ კონგრესის მთავარი მიღწევა იყო სამხედრო ძალით დაპყრობის დელეგიტიმაცია, რაც იმას ნიშნავდა, რომ [[სუვერენიტეტი|სუვერენიტეტის]] მოპოვება შეუძლებელი იყო, ვერც დაპყრობით და ვერც დამპყრობელზე გადაცემით, დამარცხებული მხარის თანხმობის გარეშე.
 
===პარიზის სამშვიდობო კონფერენცია===
[[1919]] წლის [[18 იანვარი|18 იანვარს]] დაიწყო [[პარიზის სამშვიდობო კონფერენცია|პარიზის სამშვიდობო კონფერენცია]], რომელსაც ოფიციალურად უნდა დაესრულებინა [[პირველი მსოფლიო ომი]]. 4 გამარჯვებული ქვეყნის, „დიდი ოთხეულის“ ([[საფრანგეთი]], [[დიდი ბრიტანეთი]], [[აშშ]] და [[იტალია]]), ლიდერებიდან [[ვუდრო უილსონი|ვუდრო ვილსონის]] აზრით, [[გერმანია]] მკაცრად არ უნდა დასჯილიყო. მისგან განსხვავებით, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრები მიიჩნევდნენ, რომ გერმანიის ადეკვატურად დასჯა და მისი კიდევ უფრო დასუსტება იყო ერთადერთი გზა ომის უდიდესი ფასის გამართლებისათვის. პარიზის სამშვიდობო კონფერენციის შედეგი იყო [[1919]] წლის [[28 ივნისი|28 ივნისს]] ხელმოწერილი [[ვერსალის შეთანხმება]], რომელმაც გააერთიანა კონფერენციაზე მიღწეული კომპრომისები. საბოლოოდ მოკავშირეები შეთანხმდნენ გერმანიის დასჯასა და ერის იმგვარად დასუსტებაზე, რომ ის მომავალში საფრთხე აღარ ყოფილიყო.
სწორედ ამ კონფერენციის გახსნით სიტყვაზე აშშ-ის პრეზიდენტმა ვუდრო ვილსონმა წარმოადგინა თოთხმეტ პუნქტიანი სამშვიდობო შეთანხმების პროექტი, რომლის მეთოთხმეტე პუნქტი ითვალისწინებდა ერთა ასოციაციის შექმნას, რომელიც იქნებოდა წევრთა პოლიტიკური დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული ერთიანობის გარანტი. ეს პუნქტი დაედო საფუძვლად [[ერთა ლიგა|ერთა ლიგის]] შექმნას.
 
==ახალი დიპლომატია==
[[1914]] წლამდე გერმანული საფრთხის თავიდან ასაცილებლად შექმნილი საფრანგეთის, ინგლისისა და რუსეთის ალიანსი ითვლება ძველ დიპლომატიად. [[1919]] წლის ივნისის ერთა ლიგის შეთანხმებამ შექმნა საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემა, რომელიც არეგულირებდა ურთიერთობებს სახელმწიფოთა შორის. ეს არის ახალი დიპლომატია, რომელიც მოიცავს ორ იდეას. ერთია წარსულის ორმხრივი [[ალიანსი|ალიანსების]] ჩანაცვლება სახელმწიფოთა უნივერსალური ან ნახევრად უნივერსალური გაერთიანებით, რომელიც [[საერთაშორისო სამართალი|საერთაშორისო სამართალში]] მოცემული ზოგადი პრინციპებთანაა შესაბამისობაში და მეორე, უარის თქმა ძალის პოლიტიკაზე, რაც გულისხმობს სახელმწიფოთა შორის კონფლიქტების ძალის გამოყენებით მოგვარებას.
 
მიიჩნევა, რომ ახალი დიპლომატია დაკავშირებულია [[დემოკრატია|დემოკრატიასთან]]. შეიცვალა [[საერთაშორისო ურთიერთობები|საერთაშორისო ურთიერთობების]] ბუნება და [[საგარეო პოლიტიკა|საგარეო პოლიტიკის]] წარმოებაზე მნიშვნელოვან როლს ახდენს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა [[ეკონომიკა]], ეროვნული ძალაუფლება (ლიდერობა, მთავრობის სტრუქტურა, საზოგადოებრივი კონსენსუსის და ერთიანობის დონე). გარდა ამისა, ახალი დიპლომატიის მთავარი ასპექტია მრავალმხრივი დიპლომატია და სამიტების ინსტიტუტი.
 
==დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება==
სახელმწიფოთა შორის დიპლომატიური ურთიერთობები შესაძლოა არსებობდეს მათ მთავრობებს შორის მეგობრული კონტაქტებით, თუმცა მუდმივი დიპლომატიური ურთიერთობები არსებობს მხოლოდ დიპლომატიური მისიის დაფუძნებით ან დიპლომატიური მისიების გაცვლით. ეს უკანასკნელნი ეფუძნება ორმხრივ თანხმობას და მისიის მიერ შესასრულებელი ფუნქციების საერთო გაგებას. სახელმწიფო, რომელსაც სურს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება, მიმართავს მეორე სახელმწიფოს, რომლის საგარეო ურთიერთობების სამსახური განიხილავს თხოვნას. განხილვის პროცესში პირველ რიგში ყურადღება ექცევა, რამდენად შეუძლია ამ სახელმწიფოს საკუთარი მისიის გაგზავნა და რა ინტერესები შეიძლება ჰქონდეს მეორე სახელმწიფოში. ინტერესები განისაზღვრება იმით, თუ რამდენი მისი მოქალაქე ცხოვრობს მეორე ქვეყნის ტერიტორიაზე, რა ინვესტიციებს ახორციელებენ ისინი და ვაჭრობის განვითარების რა შესაძლებლობები არსებობს მათ შორის. შესაძლოა, მეორე სახელმწიფო არ წარმოადგენდეს ინტერესის სფეროს, თუმცა, საყურადღებოა, რომ თითოეული ქვეყანა [[გაერთიანებული ერების ორგანიზაცია|გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში]] ერთ ხმას ფლობს, რაც აძლიერებს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებაზე თანხმობას.
 
დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის დანიშვნას წინ უსწრებს [[აგრემანი|აგრემანის]] ანუ თანხმობის, კონფიდენციალურად გამოთხოვა მიმღები სახელმწიფოსგან, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს უკანასკნელი აცხადებს თანხმობას კონკრეტულ პიროვნებაზე, მიიღოს ის დიპლომატიური მისიის მეთაურად. იმ შემთხვევაში, თუ მიმღები სახელმწიფო უარს განაცხადებს პიროვნების მიღებაზე, ვალდებული არაა, დაასაბუთოს უარის მიზეზი. თანხმობის მიღების შემთხვევაში კი მისიის ხელმძღვანელი წარუდგენს რწმუნებათა სიგელს იმ სახელმწიფოს მეთაურს, რომელშიც უნდა იყოს აკრედიტებული. ამის შემდეგ კი მისიის ხელმძღვანელი იწყებს მასზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებას ადგილსამყოფელ სახელმწიფოში.
 
გამგზავნ სახელმწიფოს შეუძლია მისიის ხელმძღვანელის ან დიპლომატიური პერსონალის ნებისმიერი წევრის აკრედიტაცია ერთ ან მეტ ქვეყანაში მიმღები სახელმწიფოების თანხმობის შემთხვევაში. აღნიშნული [[პოლიტიკა|პოლიტიკის]] განხორციელება ხდება მაშინ, როდესაც მიმღები სახელმწიფოები გეოგრაფიულად ერთმანეთთან ახლოს არიან, როდესაც მააკრედიტებელ სახელმწიფოს სურს ხარჯების შემცირება, ან როდესაც მისი ეკონომიკურ ინტერესები მიმღებ ქვეყანაში არც ისე მაღალია.
 
==დიპლომატიური მისიების ფუნქციები==
[[1961]] წლის დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის მესამე მუხლი აღწერს დიპლომატიური მისიის ზოგადი ფუნქციებს:
* ადგილსამყოფელ ქვეყანაში გამგზავნი სახელმწიფოსა და მისი მოქალაქეების წარმომადგენლობა/წარმოდგენა და დაცვა საერთაშორისო სამართლით დადგენილი შეზღუდვების ფარგლებში;
* ადგილსამყოფელ ქვეყნის მთავრობასთან მოლაპარაკებების წარმოება;
* ადგილსამყოფელ სახელმწიფოში მიმდინარე მოვლენების შესახებ კანონიერი/სამართლებრივი მეთოდებით ინფორმაციის მოპოვება და გამგზავნი სახელმწიფოსათვის წარდგენა;
* გამგზავნ და ადგილსამყოფელ სახელმწიფოთა შორის მეგობრული ურთიერთობების ხელშეწყობა და ურთიერთობების განვითარება ეკონომიკის, კულტურისა და მეცნიერების მიმართულებით.
 
==დიპლომატიური რანგები==
დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელები იყოფა სამ კლასად: ელჩი, რომელიც აკრედიტებულია სახელმწიფო მეთაურის მიერ; დესპანი, რომლის აკრედიტაციასაც ასევე უზრუნველყოფს მიმღები სახელმწიფოს მეთაური და ელჩის მოვალეობის შემსრულებელი.
 
==დიპლომატიის სახეები/ფორმები==
კომერციული/სავაჭრო დიპლომატია - დიპლომატიური სტატუსის მქონე სახელმწიფო წარმომადგენლების საქმიანობა გამგზავნ და მასპინძელ ქვეყნებს შორის ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით. კომერციული დიპლომატები ახორციელებენ ბიზნესის გამარტივების აქტივობებს ვაჭრობის, ინვესტიციების, [[ტურიზმი|ტურიზმის]], [[მეცნიერება და ტექნიკა|მეცნიერებისა და ტექნოლოგიები]]ს სფეროებში.
 
===ეკონომიკური დიპლომატია===
ეკონომიკური დიპლომატია - დიპლომატიის ფორმა, რომელიც დაინტერესებულია ეკონომიკური პოლიტიკის საკითხებით, მათ შორის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის დაფინანსებულ კონფერენციებში დელეგაციების მონაწილეობით. სავაჭრო/კომერციული დიპლომატიისგან განსხვავებით, ეკონომიკური დიპლომატია მოიცავს მიმღებ ქვეყანაში ეკონომიკური პოლიტიკისა და მოვლენების მონიტორინგსა და ანგარიშგებას და გამგზავნი სახელმწიფოსათვის რჩევის მიცემას ამ პოლიტიკაზე გავლენის მოხდენის მიზნით. გარდა ამისა, ამ ტიპის დიპლომატია იყენებს ეკონომიკურ რესურსებს - ჯილდოს ან სანქციებს - საგარეო პოლიტიკური მიზნების მისაღწევად.
===პრევენციული დიპლომატია===
პრევენციული დიპლომატია - ქმედება, რომლის მიზანია თავიდან აიცილოს დაპირისპირებულ მხარეებს შორის [[კონფლიქტი]], ხელი შეუშალოს არსებულ დაპირისპირების კონფლიქტში გადაზრდას, ან იმ შემთხვევაში, თუ დაპირისპირება მაინც გადაიზრდება კონფლიქტში, თავიდან აირიდოს მისი ფართოდ გავრცელება. ამ ტიპის დიპლომატიის მიზანია კონფლიქტის მოგვარება მანამ, ვიდრე ის გადაიზრდება [[ძალადობა|ძალადობაში]]. ის მოითხოვს ნდობის აღდგენას და საჭიროებს ადრეულ გაფრთხილებას ინფორმაციის მოგროვებით, ფორმალური ან არაფორმალური ფაქტების მოპოვებით. პრევენციული დიპლომატია მოიცავს საერთაშორისო, ეროვნულ და ადგილობრივ აქტორებს: არასამთავრობო ორგანიზაციებს, მთავრობებს, რეგიონულ და საერთაშორისო ორგანიზაციებს. გაერო და სხვა გარე აქტორები აღარ არიან ერთადერთი განმახორციელებელი პრევენციული დიპლომატიისა. მთავრობები და ადგილობრივი საზოგადოება უფრო პროაქტიული გახდა პრევენციული ინიციატივების განხორციელებაში, რასაც ხელს უწყობენ საერთაშორისო აქტორები.
 
===კულტურული დიპლომატია===
კულტურული დიპლომატია - ქმედებათა კურსი, რომელიც ეფუძნება და იყენებს იდეების, ფასეულობების, [[ტრადიცია|ტრადიციებისა]] და კულტურისა თუ იდენტობის სხვა ასპექტების გაცვლას ურთიერთობების გასამყარებლად, სოციო-კულტურული თანამშრომლობის გასაუმჯობესებლად და [[ეროვნული ინტერესები|ეროვნული ინტერესების]] გასატარებლად.
 
===სახალხო დიპლომატია===
სახალხო დიპლომატია - ტრადიციული განმარტებით, სახალხო დიპლომატია არის სუვერენული სახელმწიფოს მიერ სხვა ქვეყნის საზოგადოებასთან კომუნიკაცია, რომლის მიზანია ინფორმაციის მიწოდება და გავლენის მოხდენა ხალხზე იმისთვის, რომ ხელი შეუწყოს საკუთარი ეროვნული ინტერესებისა და საგარეო პოლიტიკური მიზნების განხორციელებას. ბოლო წლებში სახალხო დიპლომატია აღარაა მხოლოდ სახელმწიფოზე ორიენტირებული და მის წარმოებაში მონაწილებენ არასახელმწიფოებრივი აქტორებიც ([[საერთაშორისო ორგანიზაცია|საერთაშორისო]] და [[არასამთავრობო ორგანიზაცია|არასამთავრობო ორგანიზაციები]] და ზოგჯერ კერძო კომპანიებიც).
 
==დიპლომატიური იმუნიტეტი და პრივილეგიები==
დიპლომატიური იმუნიტეტი არის დიპლომატიური პერსონალისათვის მინიჭებული სტატუსი, რომელიც ათავისუფლებს მათ უცხო ქვეყნის [[იურისდიქცია|იურისდიქციისგან]]. [[1961]] წლის ვენის კონვენცია დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ უზრუნველყოფს დიპლომატების სრულ დაცვას ადგილსამყოფელი ქვეყნის [[სისხლის სამართალი|სისხლის სამართლის]] ადმინისტრაციული და სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობებისგან. უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული დიპლომატები ექვემდებარებიან გამგზავნი ქვეყნის კანონმდებლობას. გამგზავნ ქვეყანას აქვს უფლება გადაწყვიტოს, შეუძლია თუ არა მასპინძელ ქვეყანას დიპლომატის გასამართლება საკუთარი (უცხო ქვეყნის) კანონმდებლობის შესაბამისად.
დიპლომატებისათვის მინიჭებული იმუნიტეტი ასევე ეხება მისიის უძრავ ქონებას, რომელშიც მოიაზრება მისიის მიზნების განსახორციელებლად საჭირო შენობა-ნაგებობები, მისიის ხელმძღვანელის რეზიდენცია. დოკუმენტები, კორესპონდენცია და დიპლომატების ქონებაც ხელშეუხებელია. ამასთანავე, დიპლომატი არაა ვალდებული მისცეს ჩვენება, როგორც მოწმემ.
 
დიპლომატიური პრივილეგიები და იმუნიტეტი უცხო ქვეყნის მისიების წარმომადგენლებს ენიჭებათ იმ მიზნით, რომ მათ შეძლონ საკუთარი საქმის თავისუფლად და ეფექტურად შესრულება და იყვნენ დაცულნი მიმღები სახელმწიფო ხელისუფლების ჩარევისაგან. საპასუხოდ, დიპლომატები ვალდებულნი არიან პატივი სცენ მიმღები ქვეყნის [[კანონი|კანონებსა]] და რეგულაციებს და არ გამოიყენონ საელჩოები სხვა მიზნებისათვის.
 
==დიპლომატია, როგორც კონფლიქტის თავიდან აცილებისა და კონფლიქტის მოგვარების საშუალება==
ერთ-ერთი განმარტების მიხედვით, დიპლომატია არის მოლაპარაკება იმ პოლიტიკურ ერთეულთა შორის, რომლებიც აღიარებენ ერთმანეთის დამოუკიდებლობას. 21-ე საუკუნეში კონფლიქტის გაზრდილი ღირებულების გამო, სახელმწიფოთა მთავრობები თავს იკავებენ ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციებისგან და მიმართავენ პრევენციულ დიპლომატიას. ძალადობრივი კონფლიქტის პრევენციისათვის სახელმწიფოები იყენებენ დიპლომატიას მედიაციის/შუამავლობის, ფასილიტაციის, ფაქტების გამოვლენის, კონსულტაციებისა და მონიტორინგის გზით. მრავალმხრივ დონეზე აღსანიშნავია მნიშვნელოვანი ინსტიტუციური რეფორმები, მაგალითად გაეროს ყოფილი გენერალური მდივნის, [[კოფი ანანი|კოფი ანანის]] დანიშვნა [[გაერო|გაეროსა]] და [[არაბულ სახელმწიფოთა ლიგა|არაბულ სახელმწიფოთა ლიგის]] სპეციალურ წარმომადგენლად [[სირია|სირიის]] კრიზისში. რეგიონულ დონეზე აღსანიშნავია [[2009]] წელს ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის დაარსება, რომელიც მოიცავს კონფლიქტის პრევენციის, მშვიდობის მშენებლობისა და მედიაციის ინსტრუმენტების სამმართველოს.
 
კონფლიქტების პრევენციისა ან გადაწყვეტისათვის აქტიურად გამოიყენება კონფერენციის დიპლომატია, რომლის სამ სახეობას გამოყოფენ:
# სამშვიდობო კონფერენცია, რომელიც მოჰყვებოდა დიდ კონფლიქტს, ან იმართებოდა იმისათვის, რომ ომები დასრულებულიყო მოლაპარაკებების მეშვეობით. მაგალითად, [[1648]] წელს [[ვესტფალიის მშვიდობა]], [[1919]] წლის [[პარიზის სამშვიდობო კონფერენცია]] და [[სირიის სამოქალაქო ომი|სირიის სამოქალაქო ომის]] დასრულების მიზნით გამართული [[ჟენევა|ჟენევის]] მეორე კონფერენცია.
# მეორე ტიპის კონფერენციების მიზანს წარმოადგენს მსოფლიოში მშვიდობის ხელშეწყობას ([[1899]] წლის ჰააგის პირველი კონფერენცია და [[1907]] წელს ჰააგის მეორე კონფერენცია)
# გლობალური კონფერენციები, რომლებიც სათავეს [[1960]]-იან წლებში იღებს და მათ მიზანს კონფლიქტის იმ გამომწვევ მიზეზებთან ბრძოლა წარმოადგენს, როგორიცაა სიღარიბე, კულტურული განსხვავებები და ა.შ.
 
გარდა ამისა, კონფლიქტის მოსაგვარებლად ხშირად გამოიყენება იძულებითი დიპლომატია, რაც გულისხმობს მუქარის ან შეზღუდული ძალის გამოყენებას მოწინააღმდეგე მხარის დასარწმუნებლად, არ შეცვალოს [[სტატუს-კვო|სტატუს კვო]] მათ სასარგებლოდ, ან უარი თქვას უფლებების დარღვევაზე. მუქარა გამოიყენება ან იძულებისათვის, ან შეკავებისათვის. იძულება ნიშნავს მცდელობას, შეაცვლევინო ოპონენტს ქცევა. მისი ერთ-ერთი მაგალითია [[1990]] წელს გაეროს მუქარა სამხედრო ძალის გამოყენებაზე იმ შემთხვევაში, თუ [[სადამ ჰუსეინი]] არ გაიყვანდა ჯარს [[ქუვეითი (ქალაქი)|ქუვეითიდან]]. შეკავება აქტუალური იყო [[ცივი ომი|ცივი ომის]] დროს, როდესაც [[აშშ]] და [[ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია|ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია]] და [[საბჭოთა კავშირი]] და [[ვარშავის პაქტი]] ერთმანეთთან კომუნიკაციისას ხაზს უსვამდნენ, რომ სამხედრო [[ინტერვენცია]] ორივე მხარისათვის ზიანის მომტანი იქნებოდა.
 
== დიპლომატიური თანამდებობები ==
Line 10 ⟶ 86:
მოადგილე; საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი; საერთაშორისო ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე; საერთაშორისო ორგანიზაციასთან საქართველოს წარმომადგენლის მოადგილე; მინისტრის სამდივნოს უფროსი; სამინისტროს დეპარტამენტში შემავალი სამმართველოს უფროსი; უფროსი მრჩეველი; კონსული; მრჩეველი; თავდაცვის ატაშე და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი. უმცროსი დიპლომატიური თანამდებობებია: ვიცე-კონსული; პირველი მდივანი; საკონსულო აგენტი; მეორე მდივანი; მესამე მდივანი; ატაშე; თავდაცვის ატაშეს აპარატისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის აპარატის თანამდებობის პირები.
 
== დიპლომატიურ სამსახურში დაწესებული კატეგორიები ==
დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელები იყოფა სამ კლასად: ელჩი, რომელიც აკრედიტებულია სახელმწიფო მეთაურის მიერ; დესპანი, რომლის აკრედიტაციასაც ასევე უზრუნველყოფს მიმღები სახელმწიფოს მეთაური და ელჩის მოვალეობის შემსრულებელი.
* უმაღლესი დიპლომატიური რანგები: საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი; საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი.
* უფროსი დიპლომატიური რანგები: უფროსი მრჩეველი; მრჩეველი; უმცროსი მრჩეველი.
* უმცროსი დიპლომატიური რანგები: პირველი მდივანი; მეორე მდივანი; მესამე მდივანი, ატაშე.
 
==ლიტერატურა==
*Andrew F. Cooper, Jorge Heine, Ramesh Thakur. 2013. The Oxford Handbook of Modern Diplomacy. Oxford: Oxford University Press.
*Bernhardt, Rudolf. 1987. Encyclopedia of Public International Law. Amsterdam: Elsevier Science Publishers B.V.
*Berridge, G.R., Alan James. 2003. A Dictionary of Diplomacy. Basingstoke, New York: Palgrave Macmillan.
*Campbell, Brian. 2001. "Diplomacy in the Roman world (c.500 BC‐AD 235)." Diplomacy & Statecraft (Routledge) 1-22.
*Christen Jionsson, Martin Hall. 2005. The Essence of Diplomacy. Basingstoke, New York: Palgrave Macmillan.
*Feltham, R.G. 1998. Diplomatic Handbook. London, New York: Longman.
*G.R. Berridge, Lorna Lloyd. 2012. The Palgrave Macmillan Dictionary of Diplomacy. Basingstoke,: Palgrave Macmillan.
*Ismail, Muhammad-Basheer .A. 2016. Islamic Law and Transnational Diplomatic Law. Basingstoke and New York: Palgrave Macmillan.
*Jacob Bercovitch, Victor Kremenyuk, I William Zartman. 2009. The Sage Handbook of Conflict Resolution. Sage Publications.
*Sen, B. 1965. A Diplomats Handbook of International Law and Practice. Hague: Martinus Nijhoff.
*Sofer, Sasson. 1988. "Old and New Diplomacy: a Debate Revisited." Review of International Studies, July 1988: 195-211.
*Watson, Adam. 1982. Diplomacy: the Dialogue between States. Routledge.
 
== რესურსები ინტერნეტში ==
* [https://agenda.ge/en/news/2017/2423 Agenda.ge. 2017. Day of Georgian Diplomacy: PM, President praise professionalism of Georgian diplomats. November 3. Accessed April 16, 2020]
* [https://www.un.org/ruleoflaw/files/A_47_277.pdf. Boutros-Ghali, Boutros. 1992 "An Agenda for Peace: Preventive Diplomacy, Peacemaking and Peace-keeping." [[https://www.un.org/. June 17. Accessed April 12, 2020]
*[https://books.google.ge/bookს?id=2bLhAQAAQBAJ&pg=PA185&lpg=PA185&dq=ACCREDITATION+TO+MORE+THAN+ONE+STATE+diplomacyu&source=bl&ots=HYzT51i2Cu&sig=ACfU3U3EoNKhm-3St1ry4Xy7Bak2Zpam7w&hl=ka&sa=X&ved=2ahUKEwjj0On3297oAhWwRBUIHaDfCroQ6AEwCHoECAoQTA#v=onepage&q=. Chatterjee, Charles. 2010. International Law and Diplomacy. London: Routledge.]
*[https://www.law.cornell.edu/wex/Diplomatic_immunity. Cornell Law School. n.d. Diplomatic Immunity. Accessed April 13, 2020]
* [https://www.eda.admin.ch/dam/eda/en/documents/publications/GlossarezurAussenpolitik/ABC-Diplomatie_en.pdf Federal Department of Foreign Affairs FDFA. 2008. "ABC of Diplomacy."]
*[https://www.foreignaffairs.com/articles/1945-01-01/diplomacy-old-and-new Géraud, André. 1945. "Diplomacy, Old and New." Foreign Affairs, January]
*[https://www.academia.edu. https://www.academia.edu/11002933/The_Evolution_of_Diplomacy_From_Classical_to_Modern. Accessed April 16, 2020 Ghosh, Kathakali Abhijit. n.d. "The Evolution of Diplomacy: From Classical to Modern."]
*[https://www.history.com/this-day-in-history/post-world-war-i-peace-conference-begins-in-paris. History.com Editors. 2009. Post-World War I peace conference begins in Paris. November 24. Accessed April 16, 2020]
*[http://www.culturaldiplomacy.org/index.php?en_culturaldiplomacy. Institute for Cultural Diplomacy. n.d. What is Cultural Diplomacy? Accessed April 12, 2020]
*[https://www.ipinst.org/.https://www.ipinst.org/wp-content/uploads/publications/ipi_epub_preventive_diplomacy.pdf December. Accessed April 12, 2020 International Peace Institute. 2011. "Preventive Diplomacy: Regions in Focus."]
*[https://www.history.com/news/treaty-of-versailles-provisions Kiger, Patrick J. n.d. The Treaty of Versailles Punished Defeated Germany With These Provisions. Accessed April 16, 2020]
*[https://www.yumpu.com/.https://www.yumpu.com/en/document/view/32841967/a-natural-history-of-diplomacy-tamuedu-texas-am-university October 6. Accessed April 18, 2020 Kurizaki, Shuhei. 2011. "A Natural History of Diplomacy ."]
*[https://www.researchgate.net/. https://www.researchgate.net/publication/309419100_A_Conceptual_History_of_Diplomacy?enrichId=rgreq-d64f06e72bd5931e5b4bbb81bc2fabf7-XXX&enrichSource=Y292ZXJQYWdlOzMwOTQxOTEwMDtBUzo0MjExNzE5MjIyNTk5NzBAMTQ3NzQyNjYxOTQ2Nw%3D%3D&el=1_x_3&_esc=publicationCov. January. Accessed April 16, 2020 Leira, Halvard. 2016. "A Conceptual History of Diplomacy."]
*[https://www.researchgate.net/. October. Accessed April 16, 2020. https://www.researchgate.net/publication/308778987_The_key_aspects_of_Ancient_Greek_Diplomacy?enrichId=rgreq-e726cea247b3c944a40a2e93248efa18-XXX&enrichSource=Y292ZXJQYWdlOzMwODc3ODk4NztBUzo0MTIzODc3MjQyODM5MDRAMTQ3NTMzMjMwMzgzOQ%3D%3D&el=1_x_3&_esc=publi. Mammadova, Shabnam. 2016. "The key aspects of Ancient Greek Diplomacy."]
* [https://www.researchgate.net/. https://www.researchgate.net/publication/255601282_Commercial_Diplomacy_A_Conceptual_Overview.Accessed April 12, 2020 Naray, Olivier. 2008. "Commercial Diplomacy: A Conceptual Overview."]
* [https://www.theguardian.com/world/from-the-archive-blog/2019/jan/09/paris-peace-conference-first-world-war-1919., Richard. 2019. The Paris peace conference begins - archive, January 1919. January 9. Accessed April 16, 2020.]
* [https://archive.org/details/in.ernet.dli.2015.14552/mode/2up/search/diplomacy., Harold. 1939. Diplomacy. London: Oxford University Press.]
*[https://opil.ouplaw.com/page/congress-vienna-1814-1815Randall Lesaffer. n.d. The Congress of Vienna (1814–1815). Accessed April 17, 2020.]
*[https://www.thehagueinstituteforglobaljustice.org/latest-insights/latest-insights/commentary/modern-diplomacy-as-a-tool-for-conflict-prevention/.The Hague Institute for Global Justice. 2014. Modern Diplomacy as a Tool for Conflict Prevention? December 3. Accessed April 14, 2020.]
*[https://www.uscpublicdiplomacy.org/page/what-is-pd.University of Southern California Center on Public Diplomacy. n.d. Defining Public Diplomacy. Accessed April 12, 2020]
*[https://legal.un.org/. April 18. Accessed April 8, 2020. https://legal.un.org/ilc/texts/instruments/english/conventions/9_1_1961.pdf.Vienna Convention on Diplomatic Relations. 1961. "Vienna Convention on Diplomatic Relations."]
*[https://www.un.org/en/chronicle/article/use-conference-diplomacy-conflict-prevention. Williams, Abiodun. n.d. The Use of Conference Diplomacy in Conflict Prevention. Accessed April 14, 2020]
*[https://mfa.gov.ge/News/%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%93%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%93%E1%83%A6%E1%83%94.aspx?lang=ka-GE. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. n.d. ქართული დიპლომატიის დღე. Accessed April 16, 2020]
{{commonscat-inline|Diplomacy}}
{{ბრიტანიკა|164602}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/დიპლომატია“-დან