ფუნდამენტალიზმი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 36:
 
===ებრაული ფუნდამენტალიზმი===
[[ფაილი:Theodore Herzl.jpg|მინი|თეოდორ ჰერცლი]]
 
[[ისრაელი|ისრაელის]] [[იუდაიზმი|იუდაიზმში]] სამი მიმდინარეობა ხასიათდება ფუნდამენტალიზმით: სამხედრო რელიგიური სიონიზმი, [[აშქენაზები|აშქენაზების]] (აღმოსავლეთ ევროპელი ებრალების) და სეფარდების (ახლო აღმოსავლელი ებრალები) ულტრა-ორთოდოქსულობა. სამივე ეს ჯგუფი ხაზს უსვამს რელიგიური კანონების მიმართ მორჩილებას და იმ მორალური პრინციპების უპირობოდ დაცვას, რომელიც ებრაულ წმინდა ტექსტებში, თორასა და თალმუდშია გაწერილი.
 
ხაზი 42:
 
[[XIX საუკუნე|XIX საუკუნის]] მიწურულს სეკულარმა, ინტელექტუალმა ებრაელებმა, კერძოდ კი, [[თეოდორ ჰერცლი|თეოდორ ჰერცლმა]], ვენელმა ჟურნალისტმა და დრამატურგმა, გამოთქვა მოსაზრება, რომ საუკუნოვანი ანტისემიტიზმის პრობლემა გადაიჭრებოდა მაშინ, როდესაც შეიქმნებოდა ებრაული სახელმწიფო. ჰერცლმა სათავე დაუდო [[სიონიზმი|სიონიზმის]] მოძრაობას, რომლის მიზანს [[პალესტინა|პალესტინის]] ტერიტორიაზე ებრაულები სახელმწიფოს დაარსება წარმოადგენდა. სიონიზმმა ტრადიციული მესიანური ხედვის სეკულარიზაცია მოახდინა. ნაცვლად ღმერთის და მესიის ლოდინისა, ებრაელ ხალხს თავად უნდა გადაეწყვიტა საკუთარი ბედი და დაბრუნებულიყვნენ მათ წმინდა მიწაზე, სადაც ებრაელები აღარასოდეს იქნებოდნენ სხვათა ჩაგვრის მსხვერპლნი.
[[ფაილი:Koppel reich.png|160px|მინი|მარცხნივ|ორთოდოქსი ებრაელების სასაფლაო ბუდაპესტში]]
 
ორთოდოქსი ებრაელების უმეტესობა, განსკუთრებით კი, რაბინები, წინააღმდეგობას უწევდნენ სიონიზმს, რადგან იგი ადამიანებს მოუწოდებდა გაეკეთებინა ის, რაც მხოლოდ ღმერთის და მესიის გასაკეთებელი იყო. ტრადიციულ იუდაიზმში ებრაელი ხალხის საკუთარ მიწაზე დაბრუნება მესიანური გადარჩენის შედეგი უნდა ყოფილიყო. ამიტომ წმინდა მიწაზე საკუთარი ნებით დაბრუნება და სახელმწიფოს შექმნა ღვთის ნების წინააღმდეგ წასვლას უდრიდა, რაც მხოლოდ გადადებდა მესიის მოსვლასა და ებრაელების შინ დარბუნებას. ორთოდოქსი ებრაელები თეოდორ ჰერცლს აკრიტიკებდნენ იმაშიც, რომ მას რელიგიურ კანონებზე დაფუძნებული ებრაული სახელმწიფოს შექმნა არ სურდა. სიონიზმსა და ულტრა-ორთოდოქს რაბინებს შორის წინააღმდეგობა მთელი XX საუკუნე პირველი ნახევარი გაგრძელდა. თუმცა, [[ჰოლოკოსტი|ჰოლოკოსტმა]] რაბინების არგუმენტს ძირეული დარტყმა მიაყენა და სიონისტთა ხედვები უარტელრნატივო გახადა.