თერგი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
;კჯ კ'
212.58.120.6-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Giorgi13-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
ხაზი 17:
| Commons = Terek River
}}
'''თერგი''' — [[მდინარე]] [[საქართველო|საქართველოსა]] და [[რუსეთი|რუსეთში]] ([[ჩრდილოეთი ოსეთი]], [[ყაბარდო-ბალყარეთი]], [[ჩეჩნეთი]], [[ინგუშეთი]], [[დაღესტანი]]). სიგრძე 623 კმ, აუზის ფართობი 43,2 ათ. კმ<sup>2</sup>. სათავე აქვს კავკასიონის [[ზილგახოხი]]ს მყინვარში. სათავიდან 30 კმ-ზე მიედინება კავკასიონის მთავარსა და გვერდით ქედებს შორის, [[კობი|სოფ. კობთან]] მკვეთრად უხვევს ჩრდილოეთისკენ და კვეთს გვერდით ქედს ([[დარიალის ხეობა]]), შემდეგ კლდოვან ქედსა და შავ მთებს. ბარში იტოტება. მდინარე [[სუნჯა|სუნჯის]] შეერთების შემდეგ მიედინება კასპიისპირა დაბლობზე და ერთვის [[კასპიის ზღვა]]ს. შესართავთან აჩენს [[დელტა]]ს, რომლის ფართობია 4 ათ. კმ².
 
თერგი შერეული მდინარეა. წყლის საშუალო ხარჯი [[ვლადიკავკაზი|ქ. ვლადიკავკაზთან]] 34 მ<sup>3</sup>/წმ, შესართავიდან 16 კმ-ზე — 305 მ<sup>3</sup>/წმ. იძგიფება მხოლოდ მკაცრ ზამთარში. მთავარი შენაკადებია: მარცხენა — [[არდონი]], [[ურუხი]], [[მალკა]]; მარჯვენა — [[სუნჯა]]. საქართველოს ფარგლებში — [[სნოსწყალი]]. თერგი საზრდოობს მყინვარული და წვიმის წყლებით, წყლის რეჟიმი ხასიათდება წყალდიდობებით წელიწადის თბილ პერიოდებში, ძირითადად ივლის-აგვისტოში. იყენებენ სარწყავად. [[მოზდოკი|ქალაქ მოზდოკის]] ზემოთ თერგიდან გაყვანილია თერგ-კუმის სარწყავი არხი. მდინარის აუზშია ბაქსანის, გიზელდონისა და სხვა ჰესები. მდიდარია თევზით ([[კალმახი]], [[ორაგული|თერგის ორაგული]], [[კობრი]], [[ფარგა]] და სხვა). ნაწილობრივ თერგის ხეობაში გადის [[საქართველოს სამხედრო გზა]]. თერგის ნაპირებზე მდებარეობს დაბა [[სტეფანწმინდა]], აგრეთვე ქალაქები: [[ვლადიკავკაზი]], [[მოზდოკი]] და [[ყიზლარი]].
 
ლომეკი, თერგის ერთ-ერთი ისტორიული სახელწოდება ქართული წყაროების მიხედვით.
 
==ლიტერატურა==
*{{ქსე|4|657|}}
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/თერგი“-დან