ფუნდამენტალიზმი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 36:
 
===ებრაული ფუნდამენტალიზმი===
 
[[ისრაელი|ისრაელის]] [[იუდაიზმი|იუდაიზმში]] სამი მიმდინარეობა ხასიათდება ფუნდამენტალიზმით: სამხედრო რელიგიური სიონიზმი, [[აშქენაზები|აშქენაზების]] (აღმოსავლეთ ევროპელი ებრალების) და სეფარდების (ახლო აღმოსავლელი ებრალები) ულტრა-ორთოდოქსულობა. სამივე ეს ჯგუფი ხაზს უსვამს რელიგიური კანონების მიმართ მორჩილებას და იმ მორალური პრინციპების უპირობოდ დაცვას, რომელიც ებრაულ წმინდა ტექსტებში, თორასა და თალმუდშია გაწერილი.
 
ებრაელებში ფუნდამენტალისტური იმპულსი მანამდე გაჩნდა, სანამ ისრაელის სახელმწიფო შეიქმნებოდა. მას შემდეგ რაც რომაელებმა ებრაელები საკუთარი მიწიდან გაყარეს, საუკუნეების განმავლობაში გადასახლებაში მცხოვრები ებრაული თემი ყოველდღიურად ლოცულობდა მესიის მოსვლაზე, რომელიც მათ საკუთარ წმინდა მიწაზე დააბრუნებდა და მათ რეპრესორებს დასჯიდა.
XIX საუკუნის მიწურულს სეკულარმა, ინტელექტუალმა ებრაელებმა, კერძოდ კი, თეოდორ ჰერცლმა, ვენელმა ჟურნალისტმა და დრამატურგმა, გამოთქვა მოსაზრება, რომ საუკუნოვანი ანტისემიტიზმის პრობლემა გადაიჭრებოდა მაშინ, როდესაც შეიქმნებოდა ებრაული სახელმწიფო. ჰერცლმა სათავე დაუდო სიონიზმის მოძრაობას, რომლის მიზანს პალესტინის ტერიტორიაზე ებრაულები სახელმწიფოს დაარსება წარმოადგენდა. სიონიზმმა ტრადიციული მესიანური ხედვის სეკულარიზაცია მოახდინა. ნაცვლად ღმერთის და მესიის ლოდინისა, ებრაელ ხალხს თავად უნდა გადაეწყვიტა საკუთარი ბედი და დაბრუნებულიყვნენ მათ წმინდა მიწაზე, სადაც ებრაელები აღარასოდეს იქნებოდნენ სხვათა ჩაგვრის მსხვერპლნი.
 
ორთოდოქსი ებრაელების უმეტესობა, განსკუთრებით კი, რაბინები, წინააღმდეგობას უწევდნენ სიონიზმს, რადგან იგი ადამიანებს მოუწოდებდა გაეკეთებინა ის, რაც მხოლოდ ღმერთის და მესიის გასაკეთებელი იყო. ტრადიციულ იუდაიზმში ებრაელი ხალხის საკუთარ მიწაზე დაბრუნება მესიანური გადარჩენის შედეგი უნდა ყოფილიყო. ამიტომ წმინდა მიწაზე საკუთარი ნებით დაბრუნება და სახელმწიფოს შექმნა ღვთის ნების წინააღმდეგ წასვლას უდრიდა, რაც მხოლოდ გადადებდა მესიის მოსვლასა და ებრაელების შინ დარბუნებას. ორთოდოქსი ებრაელბი თეოდორ ჰერცლს აკრიტიკებდნენ იმაშიც, რომ მას რელიგიურ კანონებზე დაფუძნებული ებრაული სახელმწიფოს შექმნა არ სურდა. სიონიზმსა და ულტრა-ორთოდოქს რაბინებს შორის წინააღმდეგობა მთელი მე-20 საუკუნე პირველი ნახევარი გაგრძელდა. თუმცა, ჰოლოკოსტმა რაბინების არგუმენტს ძირეული დარტყმა მიაყენა და სიონისტთა ხედვები უარტელრნატივო გახადა.
 
თანამედროვე ორთოდოქსი ებრაელები მკაცრად არგულირებენ ებრაულ რჯულის კანონს და საკუთარი წესები აქვთ მოდერნულ საზოგადოებაში თანამონაწილეობის. ხოლო ულტრა-ორთოდოქსები დაჟინებით მოითხოვენ, რომ ებრაელებმა მისდიონ რელიგიურ კანონებს და შეზღუდული ურთიერთობა ჰქონდეს არაებრაულ საზოგადოებასთან.
 
== სქოლიო ==