მოციქულები: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
იარლიყები: რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
[[ფაილი:Synaxis of the Twelve Apostles by Constantinople master (early 14th c., Pushkin museum).jpg|მინი|თორმეტი მოციქულის რუსული ხატი, XIV საუკუნე]]
'''მოციქულები''' — [[სახარება|სახარების]] მიხედვით, [[იესო ქრისტე]]ს რჩეული 12 მოწაფე, მისი მუდმივი თანამგზავრები , ქრისტეს ამაღლების შემდეგ ქრისტიანულ საზოგადოებათა მეთაურები. მოციქულები იყვნენ: [[წმინდა პეტრე|სიმონ-პეტრე]], [[ანდრია პირველწოდებული]], [[იაკობ ზებედესი]], [[იოანე ღვთისმეტყველი]], [[მათე მახარებელი|მათე]], [[ფილიპე მოციქული|ფილიპე]], [[ბართლომე მოციქული|ნათანიელ-ბართლომე]], [[თომა მოციქული|თომა]], [[იაკობ ალფესი|იაკობ ალფესი]], [[იუდა იაკობისი|იუდა იაკობის (თადეოსი)]], [[სვიმონ კანანელი]], [[იუდა ისკარიოტელი]].
როდესაც იუდამ იესო გასცა და მერე თავი ჩამოიხრჩო, თერთმეტმა მოციქულმა მის ნაცვლად კენჭისყრით ქრისტეს სამოცდაათ მოწაფეთაგან ერთი — [[მატათა მოციქული|მატათი]] აირჩია. მოციქულები მოღვაწეობდნენ [[იერუსალიმი|იერუსალიმში]] და მის ფარგლებს გარეთ. [[საქართველო]]ში ანდრია პირველწოდებულმა და სვიმონ კანანელმა იქადაგეს. სვიმონ კანანელი საქართველოში ეწამა, იგი ახალი ათონის მთაზე დაუკრძალავთ. მოციქულების თემას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ქრისტიანულ ხელოვნებაში.