ფუნდამენტალიზმი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 23:
ქრისტიანული ფუნდამენტალიზმი პოლიტიკურად მნიშვნელოვანი არსად ისე არ ყოფილა, როგორც [[აშშ]]-ში. თუმცა ის ასოცირებული იყო პროტესტანულ ლოიალიზმთან ჩრდილოეთ [[ირლანდია|ირლანდიაშიც]], რაც განპირობებული იყო ეთნიკური და ნაციონალისტური კონფლიქტისგან, სადაც [[პროტესტანტიზმი]] და [[კათოლიციზმი]] პოლიტიკური ჯგუფების მთავარი განმსაზღვრელი იდენტობები იყო.<ref>Ganiel, G. & Dixon, P. 2008. Religion, Pragmatic Fundamentalism and the Transformation of the Northern Ireland Conflict. Journal of Peace Research. Sage Publications</ref>
 
[[XIX საუკუნე|XIX საუკუნის]] მიწურულსა და [[XX საუკუნე|XX საუკუნის]] დასაწყისში ქრისტიანი ფუნდამენტალისტები მკაცრად უარყოფდნენ თეოლოგიურ მოდერნიზმს, ე.წ. [[ბიბლია|ბიბლიის]] უმაღლეს კრიტიკას, რომელიც ცდილობდა ტრადიციული ქრისტიანული რწმენა და თანამედროვე მეცნიერება და ისტორიოგრაფია ერთმანეთთან დაეკავშირებინა. ტერმინი „ფუნდამენტალისტი“ [[1920]] წელს დამკვიდრდა, თორმეტ ბროშურად გამოცემულ „საფუძვლებით“, რომელიც ამ ტერმინით კონსერვატიულ ევანგელისტ პროტესტანტებს აღწერდა. ბროშურების საკვანძო მსჯელობა იყო, რომ ბიბლია ღმერთის შეუცდომელი სიტყვაა და მორწმუნემ მასში გაწერილი მორალური ღირებულებებით, განსაკუთრებით, ათი მცნებით უნდა იცხოვროს.<ref>Torrey, R.A. & Dixon, A.C. 1917. The Fundamentals: A Testimony to the Truth Grand Rapids, MI: Baker Book House Co. Baker Books</ref>
 
ამერიკელი ფუნდამენტალისტები ეწინააღმდეგებოდნენ საჯარო სკოლებში [[ევოლუცია|ევოლუციის]] თეორიის სწავლებას და მხარს უჭერდნენ იმ მოძრაობებს, რომლებიც ალკოჰოლური სასმელის გაყიდვასა და შეძენას გმობდნენ. თუმცა, მთელი მე-20XX საუკუნის განმავლობაში, 1970-იან წლებამდე, ქრისტიანული ფუნდამენტალიზმი პოლიტიკურ განზომილებაში არ გადასულა. ისინი თვლიდნენ, რომ [[პოლიტიკა]] იყო ცოდვილთა სამყარო, რაშიც არაქრისტიანები იყვნენ ჩართულნი. ამასთანავე, ქრისტიანული ფუნდამენტალიზმის დოქტრინა ემყარებოდა გაყოფას: ნამდვილი ქრისტიანი უნდა დარჩენილიყო უწმინდური და გახრწნილი სამყაროსგან განცაკლევებით.
 
ქრისტიანული ფუნდამენტალიზმის აპოლიტიკურობა განპირობებული იყო პრემილენიალური ესქატოლოგიით, რომელიც ემყარებოდა რწმენას, რომ ქრისტე მეორედ მოვიდოდა და ახალ სრულყოფილ, მშვიდობის ათასწლეულს დაუდებდა სათავეს. პრემილენიალისტები თვლიდნენ, რომ აზრი არ აქვს სამყაროს რეფორმირებას, სანამ ქრისტე არ დაბრუნებდა და დაამარცხებს ანტიქრისტეს. თუმცა მათგან განსხვავებით, პოსტმილენიალისტები მიიჩნევდნენ, რომ აუცილებელია სულიერი და მორალური რეფორმაცია, რათა ქრისტემ შეძლოს მეორედ მოსვლა. ამგვარად, პრემილენიალისტები პოლიტიკურ პასიურობას ემხრობოდნენ, ხოლო პოსტმილენიალისტები პოლიტიკურ აქტივიზმს.<ref>Reyes, M. What is Premillennialism? Christianity.com https://www.christianity.com/wiki/end-times/what-is-premillennialism.html</ref>
 
მიუხედავად იმისა, რომ XX საუკუნის მიწურულსა და XXI საუკუნის დასაწყისში ამერიკულ პოლიტიკაში ქრისტიანული მემარჯვენეობის წარმატებისა, ბევრი ქრისტიანი ფუნდამენტალისტი განაგრძობდა საკუთარ რელიგიურ და პერსონალურ სფეროზე ფოკუსირებას. ისინი არ ცდილობდნენ სახელმწიფოსა და საზოგადოების ცვლილებას ბიბლიის მიხედვით. ფუნდამენტალისტთა ის მცირე ნაწილი, რომელიც პოლიტიკით ინტერესდებოდა, მხოლოდ მორალურ საკითხებზე კონცენტრირდებოდა ([[აბორტი]], სკოლაში ლოცვა, [[ჰომოსექსუალობა]]) და ნაკლებად აინტერესებდა აშშ-ს ქრისტიანულ თეოკრატიად ქცევა. შესაბამისად, ისინი არ იყვნენ იმ გაგებით ფუნდამენტალისტები, როგორსაც მარტი და ეფლბაი ამ ტერმინში მოიაზრებდნენ.
 
მორალურ საკითხებში ქრისტიან ფუნდამენტალისტებს პოლიტიკურ აქტივიზმში შემდგომში კონსერვატიული კათოლიციზმი, [[მორმონები]] და [[ორთოდოქსული იუდაიზმი|ორთოდოქსი]] [[ებრაელები]] შეურთდნენ. ტერმინი კათოლიკური ფუნდამენტალიზმი ხშირად გამოიყენება კონსერვატიული კათოლიციზმის აღსაწერად, მაგრამ მკვლევარები ამ ტერმინს უარყოფენ, რადგან ქრისტიანი ფუნდამენტალისტები მკაცრად ითხოვენ ბიბლიის “წმინდა„წმინდა ტექსტის“ დაცვას, რაც არ არის კათოლიკური [[კონსერვატიზმი|კონსერვატიზმისთვის]] აუცილებელი დამახასიათებელი ნიშანი. უფრო მეტიც, ქრისტიანი ფუნდამენტალისტები რომაულ კათოლიციზმსა და მორმონიზმს არაქრისტიანულ მიმდინარეობებად მიიჩნევდნენ. თუმცა სამივე ეს რელიგიური ხაზი თანხმდება ტრადიციული ღირებულებების დაცვაში, როგორებიც არის აბორტი, გეი უფლებები და ა.შ.
 
ყველა ამერიკელი ქრისტიანი ფუნდამენტალისტი ევანგელისტია, მაგრამ ყველა ევანგელისტი ფუნდამენტალისტი არ არის. მათი ნაწილი არ იზიარებს ფუნდამენტალისტების გარკვეულ ხედვებს. მაგალითად, ევანგელისტების ნაწილს მოსწონდა რელიგიური ლიბერალი პრეზდენტი [[ჯიმი კარტერი]], რომელსაც შედარებით რბილი დამოკიდებულება ჰქონდა სხვადასხვა ტრადიციულ საკითხზე, რის გამოც მას ფუნდამენტალისტები მკაცრად აკრიტიკებდნენ. მაგალითისთვის, ფუნდამენტალისტებიგან განსხვავებით, ბევრი ევანგელისტი ეთანხმება ქალი მინისტრების არსებობას.
 
== სქოლიო ==