ანდრია მოციქული: განსხვავება გადახედვებს შორის

იარლიყები: რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
იარლიყები: რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
=== მოწამეობრივი აღსასრული ===
[[ფაილი:Nuremberg chronicles f 106v 1.png|thumb|left|ანდრია მოციქულის წამება (ნიურემბერგის ქრონიკა, 1493)]]
უკანასკნელი ქალაქი, სადაც მოციქულმა იქადაგა, ქალაქი [[პატრა]] (საბერძნეთი) იყო, წმიდანის ლოცვით, ამ ქალაქში უამრავი ადამიანი განიკურნა და მოექცა ქრისტეს სჯულზე, მაგრამ ქალაქის თავი ეგაეტი კვლავ ერთგული რჩებოდა ცრუ ღვთაებისა. უღმრთო ხელისუფალმა ბრძანა, ჯვარს ეცვათ უფლის რჩეული. წმიდანი სიხარულით შეხვდა განაჩენს და თავისით ავიდა ჯვარზე. ტანჯვა რომ გაეხანგრძლივებინა, ეგაეტმა ბრძანა, ძელზე კი არ მიელურსმნათ, არამედ დაეკიდათ ნეტარი. წმინდა მოციქული ორი დღე ქადაგებდა ირგვლივ შეკრებილთა წინაშე. ბოლოს, წმიდანის მადლმოსილი სიტყვებით შეძრულმა ხალხმა მოითხოვა, ჯვრიდან ჩამოეხსნათ იგი. უღმრთო ეგაეტმა განკარგულება გასცა, გაეთავისუფლებინათ წმიდანი, მაგრამ ანდრიამ მხურვალედ შესთხოვა უფალს, ჯვარზე აღსრულების ღირსი გაეხადა. თუმცაღა მეომრები დიდხანს ცდილობდნენ მის ჩამოხსნას მაგრამ ამაოდ. სიკვდილის წინ წმინდა ანდრიამ დალოცა მის წინ შეკრებილი მორწმუნეები და მიაბარა თავისი ნეტარი სული ღმერთს. ეს მოხდა გ.[[62]] წელს.
 
==== მოციქულის წმინდა ნაწილები ====
[[ფაილი:Relikwandreas.JPG|thumb|წმ. ანდრია მოციქულის თავის ქალა და ჯვარი რომელზეც გააკრეს. ქ. პატრა, წმ. ანდრიას ეკლესია.]]
 
წმინდა ანდრია მოციქული თავდაპირველად, გ.[[62]] წელს დაკრძალული იყო ქ. პატრაში (საბერძნეთი), სადაც [[ეგაეტი]]ს ბრძანებით წმინდანი ჯვარს აცვეს. გ.[[357]] წელს [[კონსტანტინე დიდი]]ს ვაჟმა- კონსტანციუსმა, წმიდა მოციქულის უხრწნელი ნაწილები პატივით გადაასვენა კონსტანტინოპოლში, [[ლუკა მახარებელი]]სა და [[ტიმოთე მოციქული]]ს ნაწილთა გვერდით. IX საუკუნის მეორე ნახევარში, წმინდა ანდრია პირველწოდებულის თავის ქალა დააბრძანეს ქ. პატრას წმინდა ანდრიას სახელობის ეკლესიაში. 1460 წელს, ოსმალთა იმპერიის მიერ მცირე აზიის ტერიტორიების დაპყრობის გამო, პატრას არქონტმა თომა პალეოლოგმა სიწმინდის გადარჩენის მიზნით, წმინდა ანდრიას თავის ქალა გადააბრძანა რომში, სადაც ის იყმყოფებოდა [[1964]] წლამდე. დღესდღეობით წმინდა ანდრია პირველწოდებულის თავის ქალა დაბრძანებულია მოციქულის წამების იარაღის - ჯვრის გვერდით ქ. პატრას წმინდა ანდრიას სახელობის ეკლესიის საკურთხეველში. ანდრია მოციქულის წმინდა ნაწილების ძირითადი ნაწილი ათონიის მთაზე იმყოფება: მკლავი X საუკუნიდან დაბრძანებულია წმინდა [[ათანასეს ლავრა]]ში, ერთი ტერფი ინახება [[ელია წინასწარმეტყველის სავანე]]ში , ხოლო მეორე ტერფი, წმინდა [[ათონის წმინდა პანტელეიმონის მონასტერი|ათონის წმინდა პანტელეიმონის მონასტერში]]. წმინდა ანდრიას მარჯვენა მკლავი XVI საუკუნიდან დაბრძანებულია მოსკოვში, კრმლისკრემლის ხარების ეკლესიაში. ვენეციაში წმიდა ანდრია პირველწოდებულის წმიდა ნაწილები [[1208]] წლიდანაა დაბრძანებული, რომლებიც ჯვაროსნებმა კონსტანტინეპოლის წმიდა მოციქულთა სახელობის ეკლესიიდან გაიტაცეს. 2002 წლის 15 აგვისტოს, წმინდა ანდრია პირველწოდებულის წმინდა ნაწილები საჩუქრად გადაეცა საქართველოს საპატრიარქოს. იგი საქართველოში ჩამოაბრძანეს ვატიკანის ნუნცმა კლაუდიო გუჯეროტიმ და ვენეციის კარდინალმა მარკო ჩემ.
[[ფაილი:Amalfi BW 2013-05-15 10-09-21.jpg|thumb|left|ქ. ამალფის ტაძარი რომელშიც წმ. ანდრია მოციქულის ნაწილები ინახება]]
[[ფაილი:Flag of Scotland.svg|thumb|შოტლანდიის დროშა რომელიც ანდრიას სამახსოვროდ ზედ მის ჯვარს ატარებს]]
82

რედაქტირება