რომაული არმია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: რომაელები თავისი ისტორიის დასაბამიდანვე უამრავ ომებს აწა...
 
ხაზი 8:
მოქალაქეთა განაწილება ლეგიონებში [[ცენზი]]ს მიხედვით ხდებოდა. ის მოქალაქეები, კი ვისი ქონებაც 400 [[დრახმა]]ზე ნაკლები იყო, კი [[ფლოტი|ფლოტში]] ირიცხებოდნენ.
 
ჯარის შეკრება ასე ხდებოდა: კონსულები [[კომიცია|სახალხო კრება]]ზე ნიშნავდნენ დღეს, როდესაც რომში ყველა სრულწლოვანი რომაელი უნდა შეკრებილიყო. მამაკაცები [[კაპიტოლიუმი|კაპიტოლიუმზე]]. უმცროსი სამხედრო ტრიბუნები ოთხ ჯგუფად იყოფოდნენ, ვინაიდან ოთხი ლეგიონი უნდა შეკრებილიყო, და არჩევდნენ კაცებს ლეგიონებისთვის. უფროსი ტრიბუნებიდან კი პირველ და მესამე ლეგიონებში ორ ორი ტრიბუნი ინიშნებოდა, ხოლო მეორეში და მეოთხეში სამსამი.
 
ტრიბუნების დანიშვნის შემდეგ, ყოველი [[ტრიბი]]დან წილისყრით ირჩეოდა ოთხი ახალგაზრდა კაცი, რომლებიც პირველი ლეგიონის ტრიბუნებთან მიდიოდნენ, მათგან ტრიბუნები ერთერთს ირჩევდნენ. შემდეგ ირჩევდნენ მეორე ლეგიონიდან, ხოლო უკანასკნელი ხვდებოდა მეოთხე ლეგიონში. შემდეგი ოთხეულის არჩევას უკვე მეორე ლეგიონიდან იწყებდნენ, შემდეგს მესამედან და ა.შ. იმ პერიოდში ლეგიონში 4200 ან თუ მძიმე ომი იყო მოსალოდნელი, 5000 ფეხოსანი იყო. ადრე ფეხოსნებამდე ცხენოსნებს არჩევდნენ, ხოლო [[ძვ. წ. II საუკუნე|ძვ. წ. II საუკუნეში]] ცხელოსანთა არჩევა შემდეგ ხდებოდა, მაღალი ცენზის მქონე მოქალაქეებში.
 
ლეგიონის დაკომპლექტების შემდეგ ჯარისკაცები ფიცს დებდნენ. ამის შემდეგ კონსულები ატყობინებდნენ იმ იტალიურ ქალაქებს, რომელთაგანაც ელოდნენ დამხმარე ჯარებს, თუ რა რაოდენობის ჯარები სად უნდა შეკრებილიყვნენ.
 
ლეგიონერებიდან ყველაზე ახალგაზრდები და ღარიბები მსუბუქად შეარაღებულ რაზმებში ნაწილდებოდნენ. მათ შემდეგ იყვნენ ე.წ. hastati, მოწიფული მამაკაცები ხდებოდნენ principes, ხოლო ყველაზე უფროსები - triarii. როგორც წესი ლეგიონში იყო 600 ტრიარიი, პრინკიპესები 1200, ამდენივე ჰასტატები.
 
==[[გაიუს მარიუსი|მარიუსის]] რეფორმები==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/რომაული_არმია“-დან