იოსებ ასლანიშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მთარაჭა>მთა რაჭა
ალ. დიდებილიძის > ალ.დიდებულიძის
ხაზი 3:
==ბიოგრაფია==
 
1914 წელს დაამთავრა ოდესის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. მუშაობდა სამრეწველო ტრავმატიზმის, ქირურგიის, ტუბერკულოზის, ფიზკულტურისა და მთასვლელობის საექიმო კონტროლის დარგში. სწავლობდა მთაში (ზემო სვანეთი, მთა რაჭა, აჭარა) ენდემური ჩიყვის გავრცელებას და მის ბუნებას. დააარსა ენდოკრინოლოგიური ლაბორატორია თბილისში (1932) და წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა მას. 1923 წელს მონაწილეობდა ალ. დიდებილიძისდიდებულიძის ხელმძღვანელობით მოწყობილ პირველ ქართულ გეოფიზიკურ ექსპედიციაში [[მყინვარწვერი|მყინვარწვერზე]], რომელმაც [[გიორგი ნიკოლაძე|გიორგი ნიკოლაძის]] ექსპედიციასთან ერთად საფუძველი ჩაუყარა ქართულ ალპინიზმის განვითარებას. ასლანიშვილი საქართველოს ა. ჯაფარიძის სახელობის ალპური კლუბის ერთ-ერთი დამაარსებელია (1936), [[საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოება|საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების]] გამგეობის წევრი, იყო ჟურნალების „შევარდენი“ (1920, 1922), „თეატრი და მუსიკა“ (1919), „ხელოვნება“ (1919–1921), „თანამედროვე მედიცინა“ (1924–1933) და სხვების რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს ნაშრომები ენდოკრინოლოგიის, მთამსვლელობის, ხელოვნებისა და სპორტის საკითხებზე. ტრაგიკულად გარდაიცვალა 1955 წელს, დაკრძალულია ვაკის სასაფლაოზე.
 
==ლიტერატურა==