კანადის კლდოვანი მთები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''კანადის კლფოვანი მთები''' - 80-ზე მეტ მთათა სისტემაში მდებარე მინიმუმ 200 მთისაგან შემდგარი მთათა სისტემა. იგი მოიცავს ჩრდილოეთ ამერიკის კლდოვანი მთების [[კანადა|კანადურ]] სეგმენტს (194000კმ^2). გვხვდება მის 2 პროვინციაზე ([[ბრიტანული კოლუმბია]] და [[ალბერტა]]). მთლიანობაში შეადგენს კანადის ფართობის 2%.
 
=='''ისტორია'''==
{{ინფოდაფა|კურსივისახელი=<!--სამმაგ ფიგურულ ფრჩხილებს ({{{აქ|}}}})შორის მოქცეული სხვა პარამეტრი -->|თავი4=მონაცემები|სახელი1=|მონაცემი1=|თავი2=|სახელი2=ცალკე განსაზღვრული სახელი <!--ნაგულისხმევად არ ჩანს-->|მონაცემი2=|თავი3=|სახელი3=|მონაცემი3=|სახელი4=|სხეულის კლასი=vevent|მონაცემი4=|თავი5=|სახელი5=ფართობი|მონაცემი5=194000 კვ. კმ.|თავი6=|სახელი6=სიგრძე|მონაცემი6=1460 კმ.|ქვედა კლასი=|ქვედა სტილი=background:#ddf;|თავი1=ცალკე განსაზღვრული თავი|სხეულის სტილი=font-size: 90%|სახელწოდება=|ქვეთავი2=|წარწერა=|წარწერის სტილი=|წარწერის კლასი=|ზევით=კანადის კლდოვანი მთები|ზედა სტილი=|ზედა კლასი=|ქვეთავი=ჩრდილოეთ ამერიკის კლდოვანი მთების კანადის ნაწილი|ქვეთავის სტილი1=|ქვეთავის კლასი=|ქვეთავის სტილი2=|მონაცემის სტილი=|სურათი=[[სურათი:Rockies in the morning.jpg|220 პქ]]|სურათის სტილი=|სურათის კლასი=|ტიტრი=ბანფის ეროვნული პარკი|ტიტრის სტილი=|სურათი2=|ტიტრი2=|თავის სტილი=background:#ccf;|სახელის სტილი=background:#ddf;|ქვევით=}}
მეცნიერების ტიპურ, ტრადიციულ წარმოდგენას კანადის კლდოვანი მთების წარმოქმნის შესახებ მოიცავდა "შეზრდის მოდელს", რომლის მიხედვითაც მისი მთები წარმოქმნილი იყო ქვების თანდათანობითი, თანმიმდევრული გაერთიანების, დაგროვების, შეკუმშვის შედეგად დროთა განმავლობაში, თუმცა 2019 წელს, ალბერტას უნივერსიტეტის გეოლოგიის განყოფილების პროფესორმა - ჯეფრი გუმ განაცხადა, რომ კანადის კლდოვანი მთები სულ სხვანაირად წარმოიქმნა.
ხაზი 15:
დაახლოებით 10000 წლის წინ, პირველი კუტენაელი ჩავიდა მდინარე კოლუმბიის ხეობაში. ისინი მონადირეობასა და შემგროვებლობას ეწეოდნენ, ბრიტანულ კოლუმბიასა და მდინარე კოლუმბიის ხეობაში იზამთრებდნენ, ხოლო თბილ თვეებში ჩრდილოეთისკენ მიიწევდნენ. მათ დროთა განმავლობაში შუბებითა და ბადეებით თევზაობა ისწავლეს. სანადიროდ კლდოვანი მთების აღმოსავლეთით დადიოდნენ, ხოლო ბიზონების ძებნისას - სამხრეთით, თუმცა უფრო და უფრო იშვიათად მიდიოდნენ შორი-შორს, ვინაიდან „შავფეხიანთა“ მრისხანე ინდიელი ტომები დასავლეთით საზღვრებს თანდათან ზრდიდნენ და ტერიტორიებს იპყრობდნენ.
 
== '''პირველ თეთრკანიანი კანადის კლდოვან მთებზე''' ==
[[ფაილი:Alexander Mackenzie (3640894615).jpg|მინი|'''ალექსანდრე მაკენზი''']]
1670 წელს, ბრიტანეთის სახელმწიფომ ჰუდსონის ყურის კომპანიას მისცა უფლება, რომ ემართათ [[ჰუდსონის ყურე|ჰუდსონის ყურის]] მოსაზღვრე რუპერტის მიწები, რაც მოიცავს დღევანდელი კანადის დიდ ნაწილს ([[მანიტობა|მანიტობას]], [[სასკაჩევანი|სასკაჩევანს]], [[ალბერტა|ალბერტას]] და [[ნუნავუტი|ნუნავუტს]]). მიწები მდიდარი იყო ბეწვოვანი ცხოველებით, რაც ძალიან მომგებიანი და შემოსავლიანი იქნებოდა ბრიტანეთისთვის. ჰუდსონის ყურის კომპანიამ, პირველ რიგში ააშენა ციხე-სიმაგრეები ჰუდსონის ყურის გარშემო და ინდიელებს დაავალა, რომ ბეწვეული მოეტანათ ამ ადგილებში. ფრანგი, ისევე როგორც ბრიტანელი ვაჭრები დასავლეთში წავიდნენ რათა ბეწვეული დაეცვათ. ერთ-ერთ ამ გზაზე კი [[ენტონი ჰენდეი]] გადააწყდა კანადის კლდოვან მთებს 1754 წლის 11 სექტემბერს. იგი წითელი ირმის მდინარის ზემოთ მდებარე ქედზე აცოცდა და გახდა პირველი თეთრკანიანი ადამიანი, რომელმაც კანადის კლდოვანი მთები ნახა.
ხაზი 21:
1792 წელს, [[პიტერ ფილდერი]]<ref>https://thecanadianrockies.com/canadian-rockies-history/</ref> გახდა პირველი ევროპელი, რომელმაც მთები არათუ ნახა, არამედ მასზე ფეხი დაადგა, მომდევნო წელს კი [[ალექსანდრე მაკენზი]] იყო პირველი ადამიანი, რომელმაც არათუ ფეხი დაადგა, არამედ გადაკვეთა კანადის კლდოვანი მთები. მან მშვიდობისა და ფრეიზერის მდინარეები გამოიყენა წყნარ ოკეანემდე მისაღწევად. იქიდან გამომდინარე, რომ მაკენზის მარშრუტი გრძელი და რთული იყო, სხვა მოგზაურებმა დაიწყეს იმის შესახებ ფიქრი, თუ როგორ იქნებოდა მთების გადაკვეთა უფრო მარტივი. 1807 წელს, [[დევიდ ტომფსონი|დევიდ ტომფსონმა]] შედარებით მარტივი მარშრუტი მოიფიქრა კანადის კლდოვანი მთების გადასაკვეთად: იგი წამოვიდა კლდოვანი მთების სახლიდან, საიდანაც ჩრდილო სასკაჩევანის მდინარესთან მივიდა, საბოლოოდ კი კოლუმბიის მდინარემდე დაეშვა. 1811 წელს, დევიდმა ათაბასკის გზა აღმოაჩინა, რომელიც მთავარ მარშრუტად გამოიყენებოდა მომდევნო 50 წელი.
 
== '''გეოლოგია''' ==
კლდოვანი მთების კანადური ნაწილი გეოლოგიურად საკმაოდ განსხვავდება სამხრეთით მდებარე ამერიკული ნაწილისგან. კანადური ნაწილის ფენები შედგება [[დანალექი ქანები|დანალექი ქანებისგან]] ([[კირქვა]], თიხიანი [[ფიქალი]]), მაშინ, როდესაც ამერიკული ნაწილი უმეტესად მეტამორფული და ვულკანური ქვებისგან ([[გნაისი]], [[გრანიტი]]) შედგება. გარდა ამისა, კანადის კლდოვანი მთები უფრო წვეტიანია, ვიდრე ამერიკის, ვინაიდან კანადის მთები ბევრად უფრო მეტად, სქლად იყო ყინულის საფარით დაფარული, რამაც უფრო ბასრი, ერთმანეთსგან დაშორებული წვეტიანი მწვერვალების წარმოქმნას შეუწყო ხელი, ხოლო ამერიკის მთები უფრო მომრგვალო და ერთმანეთთან ახლოა. კანადის კლდოვანი მთების ტენიანობა, სიცივე, ნესტიანი ნიადაგი, დიდი ზომის მდინარეები და მრავალი მყინვარიც ადასტურებს ამ ორ ქვეყანაზე განაწილებული კლდოვანი მთების სხვაობებს.
[[ფაილი:Bighorn Sheep - Kananaskis.jpg|მინი|'''კანადური თოვლის ცხვარი''']]
 
== '''ფლორა და ფაუნა''' ==
მდინარე ათაბასკის მიდამოებში მრავალი ცხოველი ცხოვრობს, მაგალითად: [[კანადური თოვლის ცხვარი]], [[მურა დათვი]], [[მგელი]], [[ლოსი|ცხენ-ირემი]], [[თახვი]], [[ირემი]]. მცენარეებიდან კი გვხვდება: ალპური და დუგლასის [[სოჭი]], ენგელმანური [[ნაძვი]] და ლოჯპოლის [[ფიჭვი]]. ჩრდილოეთი ტყის რეგიონში - [[ფოცხვერი]], [[ონდატრა]], ფაფრიანი [[კაკაბი]]. ფლორას მხრივ კი მოიძებნება: შავი [[ნაძვი]], [[ხავსები|ხავსი]], სხვადასხვა ტიპის [[ბუჩქი|ბუჩქები]] და [[ჭაობი|ჭაობები]].
 
ხაზი 31:
[[ფაილი:The Athabasca River.jpg|მინი|'''მდინარე ათაბასკა''']]
 
== '''მდინარეები''' ==
კანადის კლდოვან მთებში 50-ზე მეტი მდინარე მიედინება, რომელთაგან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ალბერტას პროვინციის სიგრძით მეორე [[მდინარე ათაბასკა|მდინარე ათაბასკა,]] რომელიც არქტიკულ ოკეანეში ჩაედინება და 1231 კმ-ზე გრძელია (ალბერტაში უგრძესი). მასში 10-ზე მეტი მცირე ზომის მდინარე ჩაედინება, ხოლო სათავეს კოლუმბიის მყინვარულ ფერდობზე იღებს, ჩრდილო-აღმოსავლეთით 1500 კმ-ზე მიედინება [[ჯასპერის ეროვნული პარკი]]<nowiki/>ს ციცაბო კლდოვან მთებში, ხოლო მთისწინეთის რეგიონთან მდინარე ბერლანდსა და მაკლეოდს უერთდება. მისი ნაკადი ყველაზე მაღალია ზაფხულში, დაბალი კი - ზამთარში. მდინარის ზედაპირი გაყინულია შუა ნოემბრიდან - შუა აპრილამდე. აღსანიშნავია, რომ ათაბასკის აუზი, დაახლოებით 159000 კვ. კმ-ს წარმოადგენს, რაც მთელი ალბერტას პროვინციის 24%-ზე მეტია.  მისი პირველი 168 კმ. ჯასპერის ეროვნულ პარკში მიედინება.
 
== '''მთათა სისტემები''' ==
კანადის კლდოვანი მთები მრავალ მთათა სისტემად იყოფა, რომლებიც 2 მთავარ ჯგუფში - კონტინენტურ სისტემაში და ჩრდილოეთ კლდოვან მთებში ერთიანდება. კონტინენტური სისტემას სამი განაყოფი აქვს: წინა, პარკის და [[კუტენაი|კუტენაის]] სისტემა, ხოლო ჩრდილოეთ კლდოვან მთებს - ორი: ირმის სისტემა და მუსკვას სისტემა.
 
== '''ეროვნული პარკები''' ==
კანადის კლდოვანი მთებში 5 ეროვნული პარკია განთავსებული. მათგან უძველესია [[ბანფის ეროვნული პარკი]], რომელიც 1885 წელს დაარსდა. ალბერტას სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს სიდიდით მეორე (კლდოვანი მთების კანადური ნაწილის) ჯასპერის ეროვნული პარკი, რომელიც 1984 წელს იუნესკომ მსოფლიო მემკვიდეობის სიაში შეიყვანა. გარდა ამისა, პარკის ტერიტორიაზე მრავალი მდინარე თუ ტბაა, მათგან კი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ჯასპერის ტბა, რომელიც იმდენად წყალმარჩხი და დაბალია, რომ სანაპიროზე დგომისას წყლის დასავლეთიდან აღმოსავლეთით მოძრაობის თავისუფლად დაინახვაა შესაძლებელი, რაც ზოგადად, ღრმა ტბებს არ ახასიათებთ.