თავისუფლების დიდი ქარტია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 3:
'''თავისუფლების დიდი ქარტია''', ასევე ''მაგნა კარტა'' ({{lang-la|Magna Carta Libertatum}}) გამოიცა [[ინგლისი|ინგლისში]] [[1215]] წელს და იყო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წინაპირობა ხანგრძლივი ისტორიული პროცესისა, რომლის შედეგად თანამედროვე [[კონსტიტუციური სამართალი]] ჩამოყალიბდა. თავისუფლების დიდი ქარტია თავდაპირველად შეიქმნა რომის პაპს, მეფე [[ჯონ უმიწაწყლო]]ს და მის ინგლისელ ბარონთა შორის მეფის უფლებების შესახებ უთანხმოების გამო. ქარტიის თანახმად მეფეს გარკვეული უფლებები უნდა დაეთმო, დამორჩილებოდა სამართლებრივ პროცედურებს და ეღიარებინა, რომ მეფეც შეზღუდული იყო კანონით.
 
ქარტიის პირველი სამუშაო ვერსია შეიქმნა კანტერბერის მთავარეპისკოპოსის მიერ, რომელიც ცდილობდა, დაემყარებინა მშვიდობა არაპოპულარულ მეფესა და აჯანყებულ ბარონთა ჯგუფს შორის. ქარტიით იგი დაჰპირდა ეკლესიას,რომ დაცული იქნებოდა მათი უფლებების, ბარონები დაზღვეული იქნებოდნენ უკანონო პატიმრობიდან, სამართლიანობა უფრო სწრაფად იქნებოდა ხელმისაწვდომი და შეიზღუდებოდა სამეფო გვირგვინის ფეოდალური გადასახადები. განსახორციელებლად 25 ბარონიანი საბჭოს მეშვეობით უნდა განხორციელდეს.თუმცა არცერთმა მხარემ არ აიღო ვალდებულებები და წესდების ანულირება მოახდინა პაპმა [[ინოკენტი III]]- მ, რამაც იგი ბარონების პირველ ომამდე მიიყვანა.
 
ჯონის გარდაცვალების შემდეგ, მისი მემკვიდრე გახდა მცირეწლოვანი ვაჟი [[ჰენრი III]], რომლის რეგენტებიც მართავდნენ ქვეყანას და აღნიშნულმა მმართველობა სასულიერო ხელისუფლებას მოთხოვა, გადაესინჯათ დოკუმენტი. შედეგად, 1216 წელს გამოიცა ქარტიის განახლებული ვერსია, რომელიც აუქმებდა რამდენიმე მუხლს და ძირითადად კერძო საკუთრების უფლებებს ეხებოდა. 1217 წლის ომის დასასრულს დოკუმენტმა შეიძინა სახელი მაგნა კარტა, რათა განესხვავებინათ იგი ტყის მცირე ქარტიისგან, რომელიც ამავე დროს გამოიცა.1225 წელს [[ჰენრი III]] სრულწლოვანი გახდა და ქვეყნის დამოუკიდებლად მართვის ნებართვა მოიპოვა, რის შემდეგაც ხელახლა გამოაქვეყნა ქარტია, სწორედ ქარტიის ეს ვერსია განიხილება ნორმატიული კანონის საწყისად, რომელსაც მხარს უჭერდნენ გვიანი შუა საუკუნეების ინგლისის მეფეები. მისმა ვაჟმა, ედუარდ I- მ, გაიმეორა მამის ინიციატივა 1297 წელს, ამჯერად მან დაადასტურა თავისუფლების დიდი ქარტია როგორც ნაწილი ინგლისის წესდების კანონისა. ქარტია გახდა ინგლისური პოლიტიკური ცხოვრების ნაწილი და, როგორც წესი, ყველა მონარქი ანახლებდა მას მისი მმართველობის პერიოდსი, თუმც დროდადრო ინგლისის ახლანდელმა პარლამენტმა მიიღო სხვადასხვა კანონები და ქარტიამ დაკარგა თავისი პრაქტიკული მნიშვნელობა.
 
მე -16 საუკუნის მიწურულს მაგნა კარტას მიმართ ინტერესი კვლავ გაიზარდა. იმ დროისთვის იურისტები და ისტორიკოსები თვლიდნენ, რომ [[ანგლოსაქსები]]ს დროს არსებობდა ძველი ინგლისის კონსტიტუცია, რომელიც რომელიც ადამიანთა ინდივიდუალურ თავისუფლებებს იცავდა. ისინი ამტკიცებდნენ, რომ 1066 წლის [[ნორმანთა მიერ ინგლისის დაპყრობა|ნორმანთა მიერ ინგლისის დაპყროპის]] შედეგად ეს უფლებები გაუქმდა და რომ მაგნა კარტა იყო მათი აღდგენის პოპულარული მცდელობა, ქარტია გახდებოდა პარლამენტის თანამედროვე უფლებამოსილებებისა და იურიდიული პრინციპების აუცილებელი საფუძველი,ისეთი როგორიცაა [[ჰაბეას კორპუსი]]. მიუხედავად იმისა, რომ ეს ისტორიული ჩანაფიქრი გაუმართავი იყო, იურისტები, როგორიცაა სერ [[ედუარდ კოკი]], მაგნა კარტას ფართოდ იყენებდნენ XVII საუკუნის დასაწყისში სტიუარტის მონარქების საწინააღმდეგოდ, რომლებიც საკუთარ უფლებებს ღვისგან ბოძებულად მიიჩნევდნენ. [[ჯეიმს I]] და მისი ვაჟი [[ჩარლზ I]] აქტიურად ცდილობდნენ ზეწოლა მოეხდინათ მაგნა კარტა-ს შესახებ განხილვებზე იქამდე ვიდრე საკითხის შესახებ მსჯელობა არ შეამცირა [[ინგლისის რევოლუცია|ინგლისის რევოლუციამ]] 1640-იანი წლებში და რასაც შედეგად მოჰყვა [[ჩარლზ I|ჩარლზ I-ის]] სიკვდილით დასჯა. მაგნა კარტას პოლიტიკური მითი და ადამიანთა პირადი თავისუფლების დაცვა გაგრძელდა 1688 წლის [[სახელოვანი რევოლუცია|სახელოვანი რევოლუციის]] შემდეგ XIX საუკუნემდე. მან გავლენა მოახდინა ადრეულ ამერიკელ კოლონისტებზე ცამეტ კოლონიაში და 1787 წელს ამერიკის კონსტიტუციის ფორმირებაზე, რომელიც გახდა უზენაესი კანონი ამერიკი შეერთებული შტატების ახალ რესპუბლიკაში.{{Efn|The United States (US) Constitution was written in 1787, went into effect in 1788, after ratification by nine of the 13 states, and the US Federal government started operation in 1789.}} ვიქტორიანული ისტორიკოსების მიერ ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ 1215 წლის ორიგინალი ქარტია ეხებოდა უფრო მეტად მონარქსა და ბარონებს შორის შუა საუკუნეების ურთიერთობას, ვიდრე უბრალო ხალხის უფლებებს, მაგრამ ქარტია დარჩა ძლიერ, თვალსაჩინო დოკუმენტად, მიუხედავად იმისა,რო მისი შინაარსი გაუქმდა წესდებათა წიგნებიდან XIX და XX საუკუნეებში.
 
მაგნა კარტა დღესაც წარმოადგენს თავისუფლების მნიშვნელოვან სიმბოლოს, რომელსაც ხშირად ახსენებენ პოლიტიკოსები და დიდი პატივისცემით ეპყრობიან ბრიტანული და ამერიკული იურიდიული საზოგადოებები. ლორდ დენინგმა ის აღწერა როგორც: {{ციტატა|ყველა დროის უდიდესი საკონსტიტუციო დოკუმენტი - საფუძველი ინდივიდთა თავისუფლების თვითნებურ დესპოტთა უფლებამოსილების საწინააღმდეგოდ ”.{{sfn|Danziger|Gillingham|2004|p=268}} XXI საუკუნეში, 1212 წელს არსებული თავდაპირველი წესდების ოთხი ნიმუში არსებობს, ორი ბრიტანეთის ბიბლიოთეკაში, ერთი ლინკოლნის ციხესიმაგრეში და ერთი სალისბურის ტაძარში. ასევე არსებობს რამდენიმე ხელნაწერი წესდება,რომელიც საზოგადოებრივ და კერძო საკუთრებას ეხება, მათ შორისაა 1297 წლის წესდების ასლები როგორც შეერთებულ შტატებში, ასევე ავსტრალიაში. თავდაპირველი ქარტიები იწერებოდა [[ეტრატი|პერგამენტის]] ფურცლებზე, ბუმბულის კალმების გამოყენებით, შუასაუკუნეების ლათინური აბრევიატურებით, რაც იმ დროის იურიდიული დოკუმენტების კონვენცია იყო. თითოეული მათგანი დალუქული იყო სამეფო დიდი ბეჭდით (ფუტკრის ცვილისა და ფისოვანი დასალუქი ცვილით), თუმცა ბეჭდებიდან ძალიან ცოტა გადარჩა. მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერები მოიხსენიებენ მაგნა კარტას 63 დანომრებულ "პუნქტს", ეს არის ნუმერაციის თანამედროვე სისტემა, რომელიც შემოიღო სერ უილიამ ბლექსტონმა 1759 წელს; თავდაპირველ წესდებაში შეიქმნა ერთი, გრძელი უწყვეტი ტექსტი.ოთხი ორიგინალი 1215 წლის ქარტია ერთად გამოფინეს ბრიტანეთის ბიბლიოთეკაში, ერთი დღის განმავლობაში, 2015 წლის 3 თებერვალს, მაგნა კარტას 800 წლის იუბილესთან დაკავშირებით.
ქარტიის შედეგად ეკლესია გათავისუფლდა მეფის კონტროლისგან, სასამართლოებს მიენიჭათ დამოუკიდებლობა, აღიარეს მიწის მესაკუთრეთა უფლებები და მემკვიდრეობის უფლება, გამოცხადდა გადაადგილების თავისუფლება, აიკრძალა სანქციის გარეშე საკუთარი სახლების ჩხრეკა.