განხილვა:გუგუნაყათი (მარნის თემი): განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
:Google Map-ზე კარგად ჩანს, რომ გუგუნაყათი არის ერთი სოფელი, ერთი დასახლება და მოქცეულია ორ სოფელს, მარანჭალასა და ქოლობანს შორის. აქაც გვაქვს იგივე სიტუაცია, რაც სხვა შემთხვევებში, როდესაც საბჭოთა ხელისუფლების დროს მინიჭებული სტატუსები ა(ღა)რ ასახავს რეალობას. ანუ ჩვენ უნდა მივყვეთ 1. ბიუროკრატიულ რეალობას (ანუ ქსე-ს) რადგან საბჭოთა პერიოდის შემდეგ ამ დასახლებებისთვის სტატუსი არავის შეცვლია (გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, სადაც შესაბამისი იურიდიული აქტების მოძიებაა შესაძლებელი) [ასეთ შემთხვევაში დაგვრჩება გუგუნაყათის შესახებ ორი სტატია] 2. მივყვეთ რეალობას და სოფლები ავსახოთ ისე, როგორც ეს მართლაც არსებობს [ასეთ შემთხვევაში გვექნება გუგუნაყათის შესახებ ერთი სტატია ისტორიის შესახებ შესაბამისი სექციით] მაგრამ ჩემი აზრით უნდა შევიმუშავოთ ერთიანი მიდგომა და არ მივიღოთ ყოველ სოფელზე ცალკე გადაწყვეტილებები. შედარებით მარტივი იქნება ეს იმ სოფლებზე, რომლებიც ორადაა გაყოფილი ერთი მუნიციპალიტეტის შიგნით, გუგუნაყათი, [[ოქროსქედი]], შედარებით რთული იმ სოფლებზე, რომლებიც ორადაა გაყოფილი და სხვადასხვა მუნიციპალიტეტების საზღვრებშია [[აჭი (მრავალმნიშვნელოვანი)]], [[თხილაგანი]], [[ორმეთი]] და ა. შ. --[[მომხმარებელი:M.|M.]] <sup>[[მომხმარებლის განხილვა:M.|განხილვა]]</sup><sub style="margin-left:-4.5em">[[სპეციალური:Contributions/M.|წვლილი]]</sub> 11:16, 12 იანვარი 2018 (UTC)
::მგონი ეს სოფელი თარგიდან უნდა ამოვიღოთ, რამეთუ 2014 წლის მონაცემების მიხედვით იქ 0 ადამიანი ცხოვრობდა 2002 წლის 265-ის საპირწონედ!--[[მომხმარებელი:Surprizi|Surprizi]] <sup>[[მომხმარებლის განხილვა:Surprizi|განხილვა]]</sup><sub style="margin-left:-4.5em">[[სპეციალური:Contributions/Surprizi|წვლილი]]</sub> 11:41, 14 იანვარი 2019 (UTC)
 
[https://matsne.gov.ge/document/view/3342568?publication=0 ამ დადგენილების მიხედვით] ეს სტატია უნდა წაიშალოს. სავარაუდოდ, 2002 წლის აღწერაში შეცდომის გამო ეს სოფელი დაფიქსირდა როგორც მარნის თემის, ასევე ქოლობნის თემის სოფლად. — [[მომხმარებელი:Giorgi13|GIO]]→[[მომხმარებლის განხილვა:Giorgi13|13]][[ფაილი:Wikiswing.gif|25პქ]] 16:33, 10 მაისი 2020 (UTC)