ქუთაის-გაენათის ეპარქია: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
 
მე-18 საუკუნის 70-იანი წლების ბოლოდან თითქმის ოთხი ათეული წლის მანძილზე, [[1820]] წლამდე, აღნიშნულ კათედრებს განაგებდნენ მიტროპოლიტები [[დოსითეოს ქუთათელი|დოსითეოს წერეთელი]] და [[ექვთიმე გენათელი|ექვთიმე შერვაშიძე]]. დასავლეთ საქართველოში, აღნიშნულ მღვდელმთავართა ძალისხმევით, გურიისა და სამეგრელოს მთავართა და იმერეთის სამეფოს ხალხისა და დიდებულების თანხმობის მოპოვების შემდეგ, მთელი საქართველოს ერთ სამეფოდ გაერთიანების საფუძველი მომზადდა. გაერთიანების მოსურნე უმრავლესობის სურვილის მიუხედავად, იმჟამად საქართველო ვერ გაერთიანდა. სამაგიეროდ, აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს შორის „ივერიელთა ერთობის ტრაქტატი“ დაიდო.
 
[[1819]]-[[1920]] წწ. იმერეთის ცნობილი აჯანყებისას, [[დოსითეოს ქუთათელი]] და [[ექვთიმე გაენათელი|ექვთიმე გენათელი]], აჯანყების შუაგულში აღმოჩნდნენ. [[იმერეთის აჯანყება|იმერეთის აჯანყების]] ჩახშობის შემდეგ, [[1821]] წლის რუსეთის სინოდის 19 ნოემბრის ბრძანებით, იმერეთში არსებულ ეპარქიებიდან შეიქმნა მხოლოდ ერთი - იმერეთის ეპარქია, რომლის კათედრა ქუთაისში იყო. ეპარქიის მმართველობა, იმპერატორის ნება-სურვილით, მანამდე ნიკორწმინდელ [[მთავარეპისკოპოსი|მთავარეპისკოპოს]] [[სოფრომ წულუკიძე]]ს მიანდეს. მას რუსეთის სინოდმა [[არქიეპისკოპოსი]]ს წოდება დაუტოვა. სოფრომის შემდეგ იმერეთის ეპარქიას განაგებდნენ:
 
==ეპისკოპოსები==
 
===1917 წლამდე===
* [[მიტროპოლიტი დავით წერეთელი|დავით წერეთელი]] ([[1845]]-[[1853]] წწ.);
* [[ექვთიმე წულუკიძე]] ([[1853]]-[[1856]] წწ.);
* [[გიორგი ალადაშვილი]] ([[1908]]-[[1917]] წწ.).
 
==ეპარქიის მმართველები =1917 წლიდან===
ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ, 1917 წლის სექტემბერში, საქართველოს ეკლესიის პირველ კრებაზე განახლებულ 13 ეპარქიას შორის ქუთაისისა და გაენათის ეპარქიებიც აღდგა. კრებაზე ქუთათელ მღვდელმთავრად არჩეულ იქნა მიტროპოლიტი [[ანტონი (გიორგაძე)|ანტონ გიორგაძე]]. მალე ქუთაისისა და გაენათის კათედრები ერთ სამწყსოდ გაერთიანდა და ქუთაის-გაენათის ეპარქია ეწოდა. 1917 წლიდან ქუთაის-გაენათის ეპარქიას მწყსიდნენ: