ელექტრული დენი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 22:
 
==დენის აღძვრის პირობები==
გამტარში მუხტების მოწესრიგებული მოძრაობისათვის მასში უნდა არსებობდეს თავისუფალი მუხტები, გარდა ამისა, თუ გამტარის შიგნით, აგრეთვე, არსებობს ელექტრული ველი, იგი თავისუფალ მუხტებზე იმოქმედებს <math>\vec{F} = q\vec{E}</math> ძალით და გამოიწვევს მათ მოწესრიგებულ მოძრაობას. გამტარში არსებული ელექტრული ველი გამტარის ნებისმიერ 2 წერტილს შორის ქმნის პოტენციალთა სხვაობას. ჩეულებრივ, სწორედ ელექტრული ველია მიზეზი გამტარის შიგნით დამუხტული ნაწილაკების მოწესრიგებული მოძრაობისა. მუდმივდენიანი გამტარის გასწვრივ პოტენციალი კლებულობს მაქსიმალური მნიშვნელობიდან, რომელიც მის ერთ ბოლოზეა, მინიმალურამდე, რომელიც მეორე ბოლოზეა. როცა გამტრის ბოლოებს შორის პოტენციალთა სხვაობა დროის მიხედვიტმიხედვით არ იცვლება გამტარში მუდმივი დენი გვაქვს. გამტარის ბოლოებზე პოტენციალთა სხვაობა შეგვიძლია შევქმნათ დენის წყაროებით, რომლებსაც მაღალი პოტენციალის წერტილებიდან დაბალი პოტენციალის წერტილებში გადასული დადებითი თავისუფალი მუხტები კვლავ გადაჰყავს მაღალი პოტენციალის წერტილებში. რადგან ჩაკეტილ კონტურში მუხტის გადატანაზე ელექტრული ველის მუშაობა ნულია, ამიტომ დენის წყაროები არაელექტრული ენერგიის ხარჯზე ასრულებენ ველის ძალების წინააღმდეგ მუშაობას და გამტრის ბოლოებზე ქმნიან მუდმივ [[პოტენციალთა სხვაობა]]ს. დენის წყაროები მუშაობენ მექანიკური, სითბური და ქიმიური ენერგიის ხარჯზე. ამრიგად, წრედში მუდმივი დენის არსებობისათვის წრედი ჩაკეტილი უნდა იყოს [[მუდმივი დენი]]ს წყაროთი.
 
== დენის მიმართულება ==
ადრე ეგონათ, რომ ლითონში ელექტრულ დენს ქმნიდა დადებითი თავისუფალ მუხტები, რომლებიც გამტარში ველის მაღალი პოტენციალის წერტილებიდან მოძრაობდნენ დაბალი პოტენციალის წერტილებისაკენ. [[ლეონიდ მანდელშტამი|ლ. მანდელშტამისა]] და პაპალექსის მიერ ჩატარებულმა გამოკვლევებმა დაადგინა, რომ ლითონში ელექტრულ დენს ქმნის თავისუფალი ელექტრონების მოწესრიგებული მოძრაობა გამტარის ველის დაბალი პოტენციალის წერტილებიდან მაღალი პოტენციალის წერტილებისაკენ. ლითონში დენის მიმართულებად თვლიან ელექტრონების მოწესრიგებული მოძრაობის მიმართულების საწინააღმდეგო მიმართულებას. დენის მიმართულებად პირობითად მიღებულია დადებითი მუხტების მოწესრიგებული მოძრაობის მიმართულება.
 
დენი გარე წრედში მიმართულია წყაროს დადებითი პოლუსიდან უარყოფითი პოლუსისაკენ, ხოლო წყაროს შიგნითა წრედში დენი მიმართულია წყაროს უარყოფითი პოლუსიდან წყაროს დადებითი პოლუსისაკენ.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ელექტრული_დენი“-დან