ელექტრული დენი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 24:
გამტარში მუხტების მოწესრიგებული მოძრაობისათვის მასში უნდა არსებობდეს თავისუფალი მუხტები, გარდა ამისა, თუ გამტარის შიგნით, აგრეთვე, არსებობს ელექტრული ველი, იგი თავისუფალ მუხტებზე იმოქმედებს <math>\vec{F} = q\vec{E}</math> ძალით და გამოიწვევს მათ მოწესრიგებულ მოძრაობას. გამტარში არსებული ელექტრული ველი გამტარის ნებისმიერ 2 წერტილს შორის ქმნის პოტენციალთა სხვაობას. ჩეულებრივ, სწორედ ელექტრული ველია მიზეზი გამტარის შიგნით დამუხტული ნაწილაკების მოწესრიგებული მოძრაობისა. მუდმივდენიანი გამტარის გასწვრივ პოტენციალი კლებულობს მაქსიმალური მნიშვნელობიდან, რომელიც მის ერთ ბოლოზეა, მინიმალურამდე, რომელიც მეორე ბოლოზეა. როცა გამტრის ბოლოებს შორის პოტენციალთა სხვაობა დროის მიხედვიტ არ იცვლება გამტარში მუდმივი დენი გვაქვს. გამტარის ბოლოებზე პოტენციალთა სხვაობა შეგვიძლია შევქმნათ დენის წყაროებით, რომლებსაც მაღალი პოტენციალის წერტილებიდან დაბალი პოტენციალის წერტილებში გადასული დადებითი თავისუფალი მუხტები კვლავ გადაჰყავს მაღალი პოტენციალის წერტილებში. რადგან ჩაკეტილ კონტურში მუხტის გადატანაზე ელექტრული ველის მუშაობა ნულია, ამიტომ დენის წყაროები არაელექტრული ენერგიის ხარჯზე ასრულებენ ველის ძალების წინააღმდეგ მუშაობას და გამტრის ბოლოებზე ქმნიან მუდმივ [[პოტენციალთა სხვაობა]]ს. დენის წყაროები მუშაობენ მექანიკური, სითბური და ქიმიური ენერგიის ხარჯზე. ამრიგად, წრედში მუდმივი დენის არსებობისათვის წრედი ჩაკეტილი უნდა იყოს [[მუდმივი დენი]]ს წყაროთი.
 
=== დენის მიმართულება ===
== მახასიათებლები ==
ადრე ეგონათ, რომ ლითონში ელექტრულ დენს ქმნიდა დადებითი თავისუფალ მუხტები, რომლებიც გამტარში ველის მაღალი პოტენციალის წერტილებიდან მოძრაობდნენ დაბალი პოტენციალის წერტილებისაკენ. მანდელშტამისა და პაპალექსის მიერ ჩატარებულმა გამოკვლევებმა დაადგინა, რომ ლითონში ელექტრულ დენს ქმნის თავისუფალი ელექტრონების მოწესრიგებული მოძრაობა გამტარის ველის დაბალი პოტენციალის წერტილებიდან მაღალი პოტენციალის წერტილებისაკენ. ლითონში დენის მიმართულებად თვლიან ელექტრონების მოწესრიგებული მოძრაობის მიმართულების საწინააღმდეგო მიმართულებას. დენის მიმართულებად პირობითად მიღებულია დადებითი მუხტების მოწესრიგებული მოძრაობის მიმართულება.
=== დენის მიმართულება ===
ისტორიულად დენის მიმართულებად [[გამტარი|გამტარებში]] მიღებულია დადებითად დამუხტული ნაწილაკების მიმართულება. ამასთან, თუ დენის გადამტანები არიან უარყოფითად დამუხტული ნაწილაკები (მაგალითად [[ელექტრონი|ელექტრონები]] [[მეტალი|მეტალებში]]), მაშინ დენის მიმართულება ნაწილაკების მოძრაობის საწინააღმდეგოა.
 
დენი გარე წრედში მიმართულია წყაროს დადებითი პოლუსიდან უარყოფითი პოლუსისაკენ, ხოლო წყაროს შიგნითა წრედში დენი მიმართულია წყაროს უარყოფითი პოლუსიდან წყაროს დადებითი პოლუსისაკენ.
=== დენის ძალა ===
 
=== დენის ძალა ===
{{მთავარი|დენის ძალა}}
დენის ძალა არის [[ფიზიკური სიდიდე]] რომელიც გამტარის კვეთაში დროის ერთეულში გასული [[მუხტი]]ს ტოლია. [[SI სისტემა]]ში დენის ძალის ერთეული არის [[ამპერი]].
Line 42 ⟶ 43:
დენის სიმკვრივე [[SI სისტემა]]ში იზომება [[ამპერი|ამპერებში]] [[კვადრატული მეტრი|კვადრატულ მეტრზე]].
 
=== სიმძლავრე ===
{{მთავარი|ჯოულის კანონი}}
გამტარში დენის არსებობის შემთხვევაში სრულდება [[მუშაობა]]. ეს მუშაობა გამოიყოფა [[სითბო]]ს სახით. სითბური დანაკარგების [[სიმძლავრე]] განიმარტება როგორც დროის ერთეულში გამოყოფილი სითბოს რაოდენობა. [[ჯოულის კანონი]]ს თანახმად გამტარში გამოყოფილი სიმძლავრე პროპორციულია გასული დენისა და მოდებული ძაბვისა:
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ელექტრული_დენი“-დან