სამოქალაქო ომი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 92:
 
====გარე ძალების თანამონაწილეობა====
[[1945]] წლიდან გარეშე ძალების სამოქალაქო ომებში ჩართვის უამრავი შემთხვევა დაფიქსირდა, რამაც ბევრის აზრით სამოქალაქო ომების გახანგრძლივება გამოიწვია. მ. რეგანის წიგნის მიხედვით „სამოქალაქო ომები და გარე ძალები“ (2000) მეორე მსოფლიო ომსა და 2000 წელს შორის პერიოდში 2/3, ანუ ჯამში 138-დან 35 შემთხვევაში სამოქალაქო ომებში ფიგურირებდა გარე ძალების თანამონაწილეობა, ხოლო 35 მათგანში კონკრეტულად [[ამერიკის შეერთებული შტატები]] ფიგურირებდა.<ref name="foreignaffairs.com"/> შიდა კონფლიქტებისას ორივე მხარისთვის საერთაშორისო მხარდაჭერის მიღება ჩვეულებრივ მოვლენად გადაიქცა, რადგან შიდა რესუსების ამოწურვის შემდეგ მათ კვლავ შეეძლოთ ომის წარმოება. სუპერძალები, როგორებიც ევროპული წამყავანი სახელმწიფოები იყვნენ, ყოველთვის თავს იკავებდნენ შიდა ომებში ჩაბმისგან, განსხვავებით აშშ-სგან, რომელმაც [[1821]] წლის [[მონროს დოქტრინა|მონროს დოქტრინის]] საფუძველზე დეკლარირებულად ერთვებოდა სამოქალაქო ომებში, თავიდან მხოლოდ მათ ე. წ. „უკანა ეზოში“ (დასავლეთ ნახევარსფერო).
 
=====ჩარევის ეფექტურობა=====
გარე ძალების ჩართვის ეფექტურობა სადაო საკითხია. საშუალოდ ისეთი სამოქალაქო ომები, რომლებშიც გარე ძალების ჩარევინენ 300 % ხანგრძლივები იყვნენ, ვიდრე მათ გარეშე. მხოლოდ ერთი მხარის სასარგებლოდ განხორციელებული ჩარევა სამოქალაქო ომში სტატისტიკურად 156 % ზრდის ომების ხანგრძლივობას, ხოლო თუ გარე ძალები ორივე მეომარი მხარის სასარგებლოდ ერთვებიან ომში ხანგრძლივობა 92 % იზრდება. თუ სამოქალაქო ომში ჩარეული ქვეყნებიდან ერთ-ერთი სუპერძალაა, მაშინ ხანგრძლივობა 72 % უფრო მეტია. ისეთი კონფლიქტი, როგორიც [[ანგოლის სამოქალაქო ომი]] იყო, რომელშიც ორივე მხარის სასარგებლოდ საგარეო ინტერვენცია დაფიქსირდა, სუპერძალების ჩათვლით (ანგოლის შემთხვევაში ორი სუპერძალის ჩართვა ერთდროულად) 538 % უფრო ხანგრძლივი გამოდგა ვიდრე საშუალოდ [[ცივი ომი]] უნდა ყოფილიყო.
 
===ცივი ომის ეფექტი===
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სამოქალაქო_ომი“-დან