სამოქალაქო ომი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 33:
 
===თეორიის „სიხარბე წყენის წინააღმდეგ“ კრიტიკა===
[[მსოფლიო ბანკი]]ს კვლევების მიხედვით ბუნებრივი რესურსების მქონე ღარიბი ქვეყნები უფრო მეტად არიან მიდრეკილნი სამოქალაქო ომებისკენ, ვიდრე ღარიბი, მაგრამ ბუნებრივი რესურსების არმქონე ქვეყნები. ასეთ დროს ამბოხების მოსურნე ჯფუგებს უჩნდებათ მოტივაცია ხელში ჩაიგდონ [[სასარგებლო წიაღისეული|ბუნებრივი რესურსების]] საბადოები. ამბოხებულებს ეს მიზნები მეტად ამოძრავებთ, ვიდრე პოლიტიკური უთანასწორობის აღმოფხვრა, ეთნიკური პრობლემების მოგვარება თუ სხვა გამომწვევი მიზეზები. პოლ კოლიერი, მსოფლიო ბანკის განვითარების კვლევების ჯგუფის ხელმძღვანელი, ამჟამად ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი, ზემოაღნიშნულ თეორიაზე ამბობს, რომ „ეთნიკური გრძნობები და ძველი პოლიტიკური წყენები არ არიან სამოქალაქო ომის გამომწვევი მიზეზები მსოფლიოს გარშემო. ეკონომიკური პრობლემები, სიღარიბე და ბუნებრივი რესურსებით ვაჭრობა არიან ნამდვილი დამნაშავეები. გადაწყვეტის გზაა, ამბოხებული ჯგუფების მხრიდან ფინანსებზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვა, მოწყვლად რეგიონებში მკვეთრი ეკონომიკური ზრდა და კონფლიქტურ რეგიონებში სამხედრო ზედამხედველობა“.<ref name="complex">David Keen. "Complex Emergencies: David Keen Responds" African Arguments: Royal African Society.</ref>
სამოქალაქო ომები [[ანგოლა]]ში, [[კოლუმბია]]ში, [[სიერა-ლეონე]]ში, [[კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა|კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა]] და [[ლიბერია]]ში ძირითადად ზემოაღნიშნული თეორისს დასამტკიცებლად გამოდგება. თუმცა, ზემოაღნიშნული მტკიცებება არ წარმოადგენს უპირობო თეორიას. „სიხარბე წყენის წინააღმდეგ“ თეორია პროვოკაციული და ყურადსაღებია. თუმცა, ერთი შეხედვით ამ თეორიასაც გააჩნია საკუთარი სისუსტეები.
 
სიხარბე ყოველთვის არ არის სამოქალაქო ომის მთავარი მოტივატორი. მაგალითად: [[სალვადორი|სალვადორსა]] და [[შრი-ლანკა]]ში, სადაც საკმაოდ ბრუტალური სამოქალაქო ომები გაიმართა ბუნებრივი რესურსებით არ გამოირჩევიან. ეთნიკური შუღლი გახდა [[რუანდა]]სა და [[კოტ-დ’ივუარი]]ს სამოქალაქო ომის მიზეზი. ბუნებრივი რესურსებით მდიდარ [[ანგოლა]]შიც კი სამოქალაქო ომი ოცი წლით ადრე დაიწყო, ვიდრე იქ პოლიტიკური პარტია [[უნიტა]] საკუთარ თავს ბრიალიანტების უკანონო გაყიდვებით დააფინანსებდა.
 
დევიდ კენი, [[ლონდონი]]ს ეკონომიკის სკოლის პროფესორი ერთ-ერთი მთავარი კრიტიკოსია „წყენის წინააღმდეგ სიხარბის“ თეორიისა, მისი აზრით კონფლიქტის ერთ ჭრილში განხილვა არასოწრი მიდგომაა და მხოლოდ ერთი მიზეზი სამოქალაქო ომებს არ შეიძლება გააჩნდეთ. მისი აზრით კონფლიქტები მეტად კომპლექსური საკითხია და მარტივი მიდგომებით მისი ანალიზი არ შეიძლება. ის კატეგორიულად არ ეთანხმება პროფესორი კოლიერის კვლევის მეთოდებს და ემხრობა კონფლიქტის ადამიანურ ჭრილში განხილვას<ref name="complex" />.
 
===ოპორტუნისტული შეხედულებები ===
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სამოქალაქო_ომი“-დან