ზარზმის ფერისცვალების ხატი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:zarzmis feriscvalebis xati.jpg|thumb|ზარზმის ფერისცვალების ხატი. [[ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი]]]]
'''ზარზმის ფერისცვალების ხატი''' — ფეოდალური ეპოქის ქართული ჭედური ხელოვნების ძეგლი, რომელიც წარწერის მიხედვით [[886]] წლით თარიღდება. ხელოვნების მუზეუმში გადატანამდე იგი [[შემოქმედის ეკლესიამონასტერი|შემოქმედის მონასტრის]]ში ზარზმის ეკლესიაში ინახებოდა. ხატი დაზიანებულია, ეტყობა ადრინდელი რესტავრაციის კვალი. კომპოზიციის ცენტრში, ოვალურ „დიდებაში“ გამოსახულია ფეხზე მდგომი [[ქრისტე]]ს მთლიანი ფიგურა მაკურთხებელი მარჯვენით; ტრადიციის თანახმად, წინასწარმეტყველები ვედრების პოზაში დგანან. ძეგლის შესრულების სტილი გრაფიკულია, ყოველი ხაზი და დეტალი დეკორატიულადაა დამუშავებული. როგორც მხატვრული, ისე ევოლუციური თვალსაზრისით, ზარზმის ფერისცვალების ხატი მონუმენტურ-დეკორატიული ხელოვნების მნიშვნელოვანი ძეგლია, რომელიც კარგად გამოხატავს ეპოქის სულისკვეთებას.
 
ხატი აღწერილი აქვს [[დიმიტრი ბაქრაძე]]ს, [[ნიკოდიმ კონდაკოვი|ნიკოდიმ კონდაკოვს]], [[ექვთიმე თაყაიშვილი|ექვთიმე თაყაიშვილს]] და შეტანილია [[დიმიტრი ერმაკოვი]]ს კატალოგშიც (№125 და 13467).