ბაგრატ შინქუბა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
{{subst:ტესტი}}— ~~~~
No edit summary
ხაზი 1:
{{მუშავდება|1=[[სპეციალური:Contributions/Sergi2004|Sergi2004]]|2=2020 წლის 6 მაისი}}
{{ინფოდაფა მწერალი}}
'''ბაგრატ შინქუბა''', ({{lang-ab|Баграт Уасыл-иҧа Шьынқәба}}; დ. [[12 მაისი]], [[1917]], სოფ. ჭლოუ, ახლანდელი [[ოჩამჩირის მუნიციპალიტეტი]] — გ. [[25 თებერვალი]], [[2004]]) — [[აფხაზი]] საბჭოთა მწერალი, პოეტი, ისტორიკოსი, ლინგვისტი და პოლიტიკოსი. აფხაზეთის ასსრ სახელმწიფო პოეტი (1967). სკკპ წევრი 1946 წლიდან. აფხაზეთის ასსრ დ. გულიას სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1968). საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრობის კანდიდატი 1958-1981 წლებში. სსრკ V, X, XI მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. დაჯილდოებულია ლენინის ორდენითა და მედლებით.
Line 10 ⟶ 9:
 
==შემოქმედება==
ბაგრატ შინქუბა ბავშვობიდანვე გატაცებული ყოფილა პოეზიით, როგორც თავად, გაზეთ ,,საბჭოთა„საბჭოთა აფხაზეთისათვის“ 1977 წელს მიცემულ ინტერვიუში იგონებს, ბავშობიდანვე აგროვებდა ლექსებსა და გამონათქვამებს და მუდმივად გრძნობდა, რომ ერთხელაც თავად გახდებოდა შემოქმედი. 1930 წელს ბაგრატ შინქუბა აბარებს მაქსიმ გორკის სახელობის სოხუმის პედაგოგიურ ინსტიტუტში, სადაც სწავლასთან ერთდ ლიტერატურულ გაერთიანებაშიც ირიცხება, სწორედ ამ გაერთიანებაში გაწევრიანებას მიიჩნევს იგი საკუთარი შემოქმედების ბიძგად.
 
===პოეზია===
ბაგრატ შინქუბა თავის პოეტურ მოღვაწეობას 1935 წელს იწყებს. 1935 წელს ქვეყნდება მისი პირველი ლექსი ,,ვაჟკაცობა“„ვაჟკაცობა“, ხოლო 1938 წელს - პოეტური კრებული ,,პირველი„პირველი ლექსები“.
 
==ჩემი თანამემამულენი==
 
====ჩემი თანამემამულენი====
[[1950]] წელს მწერალი აქვეყნებს ლექსად დაწერილ რომანს „ჩემი თანამემამულენი“, რომელიც პირველი ცდაა [[აფხაზური ენა|აფხაზურ ენაზე]] მსგავსი ლიტერატურის შექმნისა, რომანში ასახულია ქართველთა და აფხაზთა მეგობრობის ამბავი. რომანი წარმოადგენს ერთგვარ კონფლიქტს ახალსა და ძველს, დრომოჭმულობასა და თანამედროვეობას შორის. რომანში ვხვდებით ავტორისმიერ, რეტროსპექტულ თხრობას, რომლის დროსაც მთხრობელი აღადგენს ისტორიული აფხაზების დაუღალავი ბრძოლის სცენებს თურქი დამპყრობლების წინააღმდეგ. ბაგრატ შინქუბას ეს რომანი სოციალისტური რეალიზმის ზუსტი მაგალითია. მოქმედება ვითარდება ალაშარას კოლმეურნეობაში, რომელსაც მეთაურობს ძიკურ გურძანბა, ერთ დროს ენერგიულ, ახალგაზრდა ხელმძღვანელს პარტიამ ომის დროს კოლმეურნეობის ბედი ანდო, მართალია ძიკური კარგად გაუძღვა კოლმეურნეობას, თუმცა რომანის გარკვეულ ეტაპზე იწყება კონფლიქტი ძიკურსა და კოლმეურნეობის ახალგაზრდა წევრებს შორის, რომელთაც არ მოსწონთ კოლმეურნეობის აშკარა შეჩერება, ერთ მიღწეულ შედეგზე. კოლმეურნეობის თავმჯდომარე ძიკური კმაყოფილია, რადგან მისი კოლმეურნეობა გეგმებს ასრულებს, თუმცა რომანში ჩნდება ომიდან სამშობლოში დაბრუნებული დამეი ანშბა, რომელიც დაუყოვნებლივ ერთვება საკოლმეურნეო საქმიანობაში. დამეი აკრიტიკებს თავის სიყრმის მეგობარს, ძიკურს, თუმცა რომანში მათი კონფლიქტი არა ტიპური სახით, არამედ ახლებურად წყდება, ავტორს ძიკური გამოჰყავს არა უღირს გმირად, ან საზოგადოებისთვის მიუღებელ პიროვნებად, არამედ ჩამორჩენილ ადამიანად, რომელიც ფეხს ვერ უწყობს ახალ ადამიანებს. რომანს ჰყავს კიდევ ერთი გმირი - ინჟინერი არსენა ხიმთბა, რომელმაც განათლება თბილისში მიიღო. რომანში ქართველთა და აფხაზთა მეგობრობის ილუსტრირებისათვის ავტორი სიუჟეტის მსგავს განვითარებას მიმართავს: არსენას სურს მდინარე ძიკუას დამორჩლება, რათა გვალვისგან იხსნას თავისი კოლმეურნეობა. ამისათვის იგი თავის პროფესორს - ნიკო ძნელაძეს მიმართავს დახმარებისათვის, რომელიც არ დაიშურებს და ჩამოდის ალაშარას კოლმეურნეობაში, რათა დაეხმაროს მათ მდინარეზე წყალსატევის აშენებაში.
 
რომანში წამოჭრილი სიუჟეტურ-შინაარსობრივი კონფლიქტი საბოლოოდ იმით სრულდება რომ თავმჯდომარე ძიკურს რაიკომში იბარებენ, ავტორი მართალია კონკრეტულად აღარაფერს გვეუბნება ამ პერსონაჟის ბედზე, თუმცა მიგვანიშნებს რომ ძიკური უკვე აღარ გამოდგება ამ კოლმეურნეობისა და ახალი ადამიანების ხელმძღვანელად.
ქართულად რომანი ,,ჩემი„ჩემი თანამემამულენი“ [[მურმან ლებანიძემლებანიძე]]მ თარგმნა.
 
====კლდის სიმღერა====
==„კლდის სიმღერა“==
ბაგრატ შინქუბას შემდგომი პოემა ,,კლდის„კლდის სიმღერა“ [[1965]] წელს ქვეყნდება. პოემაში საქართველოსა და რუსეთში მიმდინარე რევოლუციური აფეთქებების ფონზე წარმოჩენილია აფხაზი ხალხის ბრძოლა. პოემაში სხვადასხვა სოციალური ფენის წარმომადგენელთა თავისებურებებია ნაჩვენები. პოემა ქართულად გრიგოლ აბაშიძემ, შოთა ნიშნიანიძემ, კარლო კალაძემ და რევაზ მარგიანმა თარგმნეს.
 
ასევე პოეტის კალამს ეკუთვნის პოემები ,,შინ„შინ დაბრუნება“ და ,,ძმები“„ძმები“, რომელიც აფხაზური ფოლკლორის მოტივებზეა შექმნილი. ბაგრატ შინქუბას შემოქმედება ასევე აერთიანებს უამრავ ლექსსა და ათობით ბალადას.
 
===პროზა===
====ჩანთა დაბრუნდა====
1969 წელს ქვეყნდება ბაგრატ შინქუბას პირველი პროზაული ნაწარმოები. მოთხრობა ,,ჩანთა„ჩანთა დაბრუნდა“ მოთხრობაში აღწერილია აფხაზი გლეხის ჩანთას განცდები, რომელსაც ცოლის გარდაცვალების შემდეგ მშობლიური მიწის მიტოვება და ქალაქში გადასვლა უწევს. გლეხი ძალიან განიცდის იმ ამბავს, რომ ის შესაძლოა მისთვის უცხო მიწაზე გარდაიცვალოს და აქვე დამარხონ. მართალია შვილებმა ჩანთას მამა-პაპისეულ სახლი გაყიდეს, თუმცა იგი ქალაქიდან სოფელში ბრუნდება და მეზობლების დახმარებით თავიდან იშენებს სახლს.
 
====უკანასკნელი უბიხი====
მწერალს დიდი აღიარება მოუტანა [[1974]] წელს გამოცემულმა რომანმა ,,უკანასკნელი„უკანასკნელი უბიხი“. რომანში [[უბიხები|უბიხი]] ხალხის ტრაგიკული ისტორიაა აღწერილი. რომანის მთავარი მოქმედი გმირი ზაურყან ზოლაკი გვიამბობს თავისი თანამემამულეების ისტორიას და მათი დაღუპვის ამბავს. რომანი მოგვითხრობს თუ რა ბედი ეწია უბიხ ხალხს, რომლებიც რუსეთის იმპერიის დაპყრობითი ომებისა და ოსმალეთის გავლენით თურქეთის ტერიტორიაზე გადასახლდნენ, სადაც ამ ხალხის ისტორია საბოლოოდ დასრულდა, 100 წლის მთხრობელი, ზაურყანი კი უბიხების უკანასკნელი წარმომადგენელია. რომანი ქართულად [[1977]] წელს თამარ ჩიჯავაძემ თარგმნა.
 
====გაპობილი ქვა====
ბაგრატ შინქუბას კიდე ერთი პროზაული ნაწარმოებია რომანი ,,გაპობილი„გაპობილი ქვა“, რომელიც 1983 წელს გამოიცა. კრიტიკოსები ამ რომანზე საუბრისას აღნიშნავენ რომ მასში ბევრი ავტობიოგრაფიული დეტალია, რასაც თავად ავტორიც ეთანხმება, რამდენიმე ინტერვიუში.
 
რომანში აღწერილია თუ როგორ იკიდებს ფეხს 20-იანი წლების აფახზეთში კომუნიზმის სახელით მოსული ახალი პოლოტიკური წესრიგი.
Line 45 ⟶ 44:
ბაგრატ შინქუბას სხვა აფხაზ მთარგმნელებთან ერთად დიდი წვლილი მიუძღვის ქართული პოეზიის აფხაზურად თარგმნის საქმეში. მან აფხაზურად თარგმნა:[[შოთა რუსთაველი]], [[ნიკოლოზ ბარათაშვილი]], [[ილია ჭავჭავაძე]], [[აკაკი წერეთელი]], [[გალაკტიონ ტაბიძე]], [[ირაკლი აბაშიძე]], [[გრიგოლ აბაშიძე]], [[კარლო კალაძე]], [[ალექსანდრე გომიაშვილი]], [[რევაზ მარგიანი]], [[შოთა ნიშნიანიძე]], [[ალექსანდრე ყაზბეგი]].
 
აფხაზურად [[ვეფხისტყაოსანი|,,ვეფხისტყაოსნის“„ვეფხისტყაოსნის“]] ორი სრული თარგმანი არსებობს, [[დიმიტრი გულია|დიმიტრი გულიასა]] და მუშნი ლასურიასი, ასევე შესრულებულია რამდენიმე ნაწილობრივი თარგმანიც, რომელთა შორისაც ყველაზე სანიმუშოდ ბაგრატ შინქუბას თარგმანებია აღიარებული, მან ჯერ კიდევ 1937 წელს თარგმნა ვეფხისტყაოსნის თავი ,,ნახვა„ნახვა არაბთა მეფისგან მის ყმისა ვეფხისტყაოსნისა“ და გამოაქვეყნა სალიტერატურო ჟურნალში ,,აფსნი„აფსნი ყაფშში“. 1966 წელს ცალკე წიგნად გამოიცა რუსთაველის აფორიზმების შინქუბასეული თარგმანი, რომელმაც სპეციალისტებისა და კრიტიკოსების დიდი მოწონება დაიმსახურა.
 
ბაგრატ შინქუბას მთარგმნელობით მოღვაწეობაში ხაზგაზსმით აღსანიშნავია მის მიერ შესრულებული ნიკოლოზ ბარათაშვილის პოეზიის თარგმანი. პირველად ბარათაშვილის პოეზია აფხაზურ ენაზე 1947 წელს გამოიცა, კრებულში შესული იყო დიმიტრი გულიას, ბაგრატ შინქუბას, ივანე თარბას და სხვა აფხაზი მთარგმნელების ნამუშევრები. ამ წიგნის მეორე შევსებული გამოცემა 1968 წელს განხორციელდა. ბაგრატ შინქუბამ თარგმნა ნიკოლოზ ბარათაშვილის : ,,ბულბული„ბულბული ვარდზედ“, ,,შემოღამება„შემოღამება მთაწმინდაზედ“, ,,მერანი“„მერანი“, ,,საფლავი„საფლავი მეფის ირაკლისა“, და პოემა - ,,ბედი„ბედი ქართლისა“. 1984 წელს გამომცემლობების ,,მერანისა“„მერანისა“ და ,,ალაშარას“„ალაშარას“ თანამშრომლობით გამოიცა ნიკოლოზ ბარათაშვილის პოეზიის სრული თარგმანი, შესრულებული ბაგრატ შინქუბას მიერ.
 
==პუბლიცისტიკა==
Line 82 ⟶ 81:
*(ზღვა უნაპირო)
*გაფრინდი ჩემო ქარო!
*(,,ბედის„ბედის ვარსკვლავი“)
*პასუხი
*ახალგაზრდული
Line 129 ⟶ 128:
*მალხაზი და ალი
 
'''===პოემები'''===
*შინ დაბრუნება
*ჩემი თანამემამულენი
Line 140 ⟶ 139:
==ჯილდოები==
1968 წელს მიენიჭა [[დიმიტრი გულიასგულია]]ს სახელობის სახელმწიფო პრემია.
 
1977 წლის 16 მაისს სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით ბაგრატ შინქუბა დაჯილდოვდა ხალხთა მეგობრობის ორდენით.
საბჭოთა ლიტერატურის მიმართ დიდი დამსახურებისა და ნაყოფიერი საზოგადოებრივი საქმიანობის გამო 1987 წლის 11 მაისს სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით ბაგრატ შინქუბას მიენიჭა სოციალისტური შრომის გმირის წოდება
 
1977 წლის 16 მაისს [[სსრ კავშირისკავშირი]]ს უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით ბაგრატ შინქუბა დაჯილდოვდა ხალხთა მეგობრობის ორდენით.
საბჭოთა ლიტერატურის მიმართ დიდი დამსახურებისა და ნაყოფიერი საზოგადოებრივი საქმიანობის გამო [[1987]] წლის 11 მაისს სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით ბაგრატ შინქუბას მიენიჭა სოციალისტური შრომის გმირის წოდება
 
== ლიტერატურა ==
{{ქსე|11|5|ბღაჟბა, ხ.}}
{{nplg ბიოგრაფია|00009659}}
{{commonscat|Bagrat Shinkuba}}
*საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი: ბაგრატ შინქუბა http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00009659/
 
==სქოლიო==
Line 155 ⟶ 153:
 
{{DEFAULTSORT:შინქუბა, ბაგრატ}}
 
[[კატეგორია:დაბადებული 1917]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 2004]]
[[კატეგორია:აფხაზი მწერლები]]
[[კატეგორია:აფხაზი პოლიტიკოსები]]
[[კატეგორია:აფხაზი ისტორიკოსები]]
[[კატეგორია:დაბადებული 1917]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 2004]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბაგრატ_შინქუბა“-დან