ქართლი: განსხვავება გადახედვებს შორის

748 ბაიტი დაემატა ,  2 თვის წინ
188.129.201.42-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Otogi-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყები: რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
(188.129.201.42-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Otogi-ის მიერ რედაქტირებული ვერსია)
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
 
დღევანდელი ადმინისტრაციულ-პოლიტიკური დაყოფით ისტორიული ქართლის ტერიტორია შედის [[შიდა ქართლის მხარე|შიდა ქართლის]], [[ქვემო ქართლის მხარე|ქვემო ქართლის]], [[მცხეთა-მთიანეთის მხარე|მცხეთა-მთიანეთის]] და [[სამცხე-ჯავახეთის მხარე|სამცხე-ჯავახეთის]] მხარეებში.
 
==ეკონომიკა==
ქართლი დაწინაურებული [[მიწათმოქმედება|მიწათმოქმედების]] ქვეყანა იყო. მიწათმოქმედების დაწინაურება დაკავშირებული იყო სარწყავ სისტემასთან. განვითარებული იყო მემინდვრეობა, მევენახეობა, მეხილეობა, მებოსტნეობა. მიწათმოქმედებასთან ერთად სიმბიოზურად განვითარებული იყო მესაქონლეობა. ქართლში იყო გავრცელებული სახვნელი იარაღის რთული კონსტრუქციული სახეობა დიდი ქართული გუთანი, რომელშიც 9-10 უღელ ხარ-კამეჩს აბამდნენ. ქართლი დღესაც განთქმულია ხილის სხვადასხვა უნიკალური ჯიშით. ქართლის სხვადასხვა კუთხეში გამოყვანილი იყო მხოლოდ ამ რეგიონისთვის დამახასიათებელი ვაზის ჯიშები, მაგ. ატენური.
 
ქართლში იყო გავრცელებული ქართული ხალხური არქიტექტურის ნიმუში [[დარბაზული სახლი]] გვირგვინისებური გადახურვით. ქართლშია შემორჩენილი უძველესი ქართული ქრისტიანული ტაძარი [[ბოლნისის სიონი]] (V ს.).