ეკონომიკური ლიბერალიზმი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 10:
ეკონომიკური ლიბერალიზმის მხარდამჭერი არგუმენტების გაჩენა, რომელიც ეწინააღმდეგებოდა მერკანტილიზმსა და ფეოდალიზმს იწყება [[განმანათლებლობა|განმანათლებლობის პერიოდში]]. ეს იდეები პირველად [[ადამ სმითი|ადამ სმიტმა]] გაანალიზა თავის წიგნში: ''[[გამოკვლევა ხალხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ]]'' (1776 წ.), სადაც იგი მხარს უჭერს მთავრობის მინიმალურ ჩარევას საბაზრო ეკონომიკაში და ამავდროულად არ ეწინააღმდეგებოდა სახელმწიფოს მხრიდან ძირითადი [[საზოგადოებრივი საქონელი|საზოგადოებრივი სიკეთის]] განაწილებას. <ref>Aaron, Eric (2003). ''What's Right?''. Dural, Australia: Rosenberg Publishing. p. 75.</ref> სმიტი თვლიდა, რომ თუ ყველას მიეცემა შესაძლებლობა წარმართოს საკუთარი ეკონომიკური ცხოვრება და ამაში არ ჩაერევა სახელმწიფო, არ შეეცდება მის გააკონტროლებს, შედეგი იქნება მუდმივი მზარდი კეთილდღეობა, ჰარმონიული და უფრო თანაბარი საზოგადოება. {{Sfn|Adams|2001}} სწორედ ამ იდეებმა განაპირობა [[კაპიტალიზმი|კაპიტალისტური]] ეკონომიკური სისტემისკენ სწრაფვა მე–18 საუკუნის ბოლოს, რამაც საბოლოოდ შექმნა გარემო მერკანტილიზმის სისტემის დაშლისათვის.
 
კერძო საკუთრება და ინდივიდუალური [[ხელშეკრულება|კონტრაქტები]] ეკონომიკური ლიბერალიზმის საფუძველს წარმოადგენს. {{Sfn|Butler|2015}} ადრეული თეორია ეფუძვნება იმ მოსაზრებას, რომ ინდივიდის ეკონომიკური მოქმედებები ძირითადად ემყარება საკუთარ, კერძო ინტერესებს ([[უხილავი ხელი]]) და იდეას, მისცე ადამიანებს თავისუფალი მოქმედების საშუალება, ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე, რაც მოიტანს საუკეთესო შედეგებს ყველასთვის. ამავდროულად გარკვეული საზოგადოებრივი სტანდარტები და სამართლიანობა უნდა იქნას დაცული. მაგალითად, არავის უნდა ჰქონდეს უფლება იქურდოს, ითაღლითოს, იძალადოს სხვაზე. ამავდროულად უნდა არსებობდეს სიტყვისა და პრესის თავისუფლება. პოლიტიკური ჩარევა და სახელმწიფოებრივი რეგულაციები არის არაეკონომიკური, რეტროგრაციული და შეიძლება კონფლიქტამდეც მიგვიყვანოს. ლიბერალური ეკონომიკის პრინციპები ემსახურებიან ეკონომიკური ზრდის და ინდივიდუალური კეთილდღეობის ორგანიზაციას და მენეჯმენტს
 
თავდაპირველად, ეკონომიკურ ლიბერალებს ფეოდალური პრივილეგიების მომხრეებთან უწევდათ ბრძოლა - საკუთრების, [[არისტოკრატია|არისტოკრატული]] ტრადიციებისა და მეფეების უფლებების წინააღმდეგ. მე-19 საუკუნის ბოლოსთვის და XX საუკუნის დასაწყისისთვის, მსგავსი ჯგუფები დამარცხებულ იქნენ.