შავი სექტემბერი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 25:
კონფლიქტის მკვეთრი გამწვავება [[1970]] წლის [[6 სექტემბერი|6 სექტემბერს]] პგო-ის სიდიდით მეორე დაჯგუფების (ფათხის შემდეგ) — პალესტინის გათავისუფლების სახალხო ფრონტის მიერ დასავლური ავიაკომპანიების 4 თვითმფრინავის გატაცებას მოჰყვა (3 დღის შემდეგ გაიტაცეს კიდევ ერთი ხომალდი). გამტაცებლებმა მოახერხეს 3 გატაცებული თვითმფრინავის დასმა „დოსონ ფილდის“ სახელით ცნობილ უმოქმედო ავიაბაზაზე იორდანიის ჩრდილოეთში. 12 სექტემბერს თვითმფრინავები ჟურნალისტების თანდასწრებით დემონსტრაციულად გაანადგურეს; მგზავრებს შორის მსხვერპლი არ ყოფილა.<ref name="EAIC"/> თავად არაფატი ამ ქმედებებით უკმაყოფილო იყო, თუმცა პალესტინური საზოგადოებრივი აზრის გავლენით გამტაცებლების დაგმობა არ უცდია.<ref>Salibi, Kamal (1998). The Modern History of Jordan. I.B. Tauris. ISBN 9781860643316. — გვ. 236.</ref>
 
იორდანიის მეფემ გადაწყვიტა, რომ ბოლოდროინდელი მოვლენები მის ავტორიტეტზე და იორდანიის სუვერენიტეტზე უპატიებელი თავდასხმა იყო და პალესტინელი პარტიზანების პრობლემის საბოლოო გადაწყვეტის მიზნით 17 სექტემბერს დაიწყო სრულმასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია პგო-ის წინააღმდეგ. ბრძოლებში ერთმანეთს დაუპირისპირდა იორდანიის 70 ათასიანი არმია მძიმე შეიარაღებით და პალესტინელების მსუბუქად შეიარაღებული 12 ათასამდე მებრძოლი და 30 ათასამდე მოხალისე. იორდანიის სარდლობის გათვლით ძირითადი შეტევითი ოპერაცია 2 დღეს უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა მალევე აღმოჩნდა, რომ პალესტინელების მედგარი წინააღმდეგობის და იორდანიელი სამხედროების ტაქტიკური შეცდომების გამო კონფლიქტი უფრო ხანგრძლივი იქნებოდა. შეტაკებები ძირითადად იორდანიის ჩრდილოეთში, [[ამანი|ამანისა]] და ირბიდის ირგვლივ მიმდინარეობდა.<ref name="EAIC"/>
 
1970 წლის 19 სექტემბერს კონფლიქტში სირია ჩაერთო, რომელმაც პგო-ის საცნობი ნიშნებით მარკირებული 300 ტანკი და 16 ათასი ქვეითი გაგზავნა პალესტინელების დასახმარებლად. თავდაპირველი წარმატების მიუხედავად, სირიელებმა დიდი დანაკარგები განიცადეს 22 სექტემბერს იორდანიის სამხედრო-საჰაერო ძალების ინტენსიური დარტყმების შედეგად: დაიღუპა და დაიჭრა 600-მდე სირიელი ჯარისკაცი, განადგურდა 120 საბრძოლო მანქანა. სირიელმა სამხედროებმა სასწრაფოდ უკან დაიხიეს და რამდენიმე დღეში იორდანიის ტერიტორია დატოვეს;<ref name="EAIC"/> სირიის მთავრობას მომხდართან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია.<ref name="Shlaim"/> [[არაბული სამყარო|არაბული სამყაროს]] ლიდერების ზეწოლის შედეგად იორდანიისა და პგო-ის ხელმძღვანელები 27 სექტემბერს [[ეგვიპტე|ეგვიპტის]] პრეზიდენტის [[გამალ აბდელ ნასერი]]ს შუამავლობით [[კაირო]]ში შეხვედრისას ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. მიუხედავად ამისა, 1970 წლის ნოემბერში შეიარაღებული დაპირისპირება განახლდა და, საბოლოოდ, მომდევნო წლის ივლისში პალესტინელების სრული დამარცხებით დასრულდა. პგო-ის მებრძოლებმა და პალესტინელმა ლტოლვილებმა იორდანია დატოვეს. მათმა დიდმა ნაწილმა თავი ლიბანს შეაფარა. ბრძოლებში 600-მდე იორდანიელი დაიღუპა და 1200-ზე მეტი დაიჭრა. პალესტინელების დანაკარგები რამდენიმე ათასი იყო, თუმცა ზუსტი რიცხვი უცნობია.<ref name="EAIC"/>