შავი სექტემბერი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 24:
==კონფლიქტის ესკალაცია==
[[ფაილი:Map of Fedayeen concentrations in Jordan in 1970.png|მინი|მარცხნივ|საბრძოლო მოქმედებების თეატრი: პგო-ის ბაზები და სირიელთა შეტევა 1970 წლის სექტემბერში.]]
კონფლიქტის მკვეთრი გამწვავება [[1970]] წლის [[6 სექტემბერი|6 სექტემბერს]] პგო-ის სიდიდით მეორე დაჯგუფების (ფათხის შემდეგ) — პალესტინის გათავისუფლების სახალხო ფრონტის მიერ დასავლური ავიაკომპანიების 4 თვითმფრინავის გატაცებას მოჰყვა (3 დღის შემდეგ გაიტაცეს კიდევ ერთი ხომალდი). გამტაცებლებმა მოახერხეს 3 თვითფრინავისგატაცებული თვითმფრინავის დასმა „დოსონ ფილდის“ სახელით ცნობილ უმოქმედო ავიაბაზაზე იორდანიის ჩრდილოეთში. 12 სექტემბერს თვითმფრინავები ჟურნალისტების თანდასწრებით დემონსტრაციულად გაანადგურეს; მგზავრებს შორის მსხვერპლი არ ყოფილა.<ref name="EAIC"/> თავად არაფატი ამ ქმედებებით უკმაყოფილო იყო, თუმცა პალესტინური საზოგადოებრივი აზრის გავლენით გამტაცებლების დაგმობა არ უცდია.
 
იორდანიის მეფემ გადაწყვიტა, რომ ეს ინციდენტი მის ავტორიტეტზე უპატიებელი თავდასხმა იყო და პალესტინელი პარტიზანების პრობლემის საბოლოო გადაწყვეტის მიზნით 17 სექტემბერს დაიწყო სრულმასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია პგო-ის წინააღმდეგ. ბრძოლებში ერთმანეთს დაუპირისპირდა იორდანიის 70 ათასიანი არმია მძიმე შეიარაღებით და პალესტინელების მსუბუქად შეიარაღებული 12 ათასამდე მებრძოლი და 30 ათასამდე მოხალისე. იორდანიის სარდლობის გათვლით ძირითადი შეტევითი ოპერაცია 2 დღეს უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა მალევე აღმოჩნდა, რომ პალესტინელების მედგარი წინააღმდეგობის და იორდანიელი სამხედროების ტაქტიკური შეცდომების გამო კონფლიქტი ხანგრძლივი იქნებოდა. შეტაკებები ძირითადად იორდანიის ჩრდილოეთში, [[ამანი|ამანისა]] და ირბიდის ირგვლივ მიმდინარეობდა.<ref name="EAIC"/>