შავი სექტემბერი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 31:
 
==შედეგები==
[[ფაილი:Nasser brokering ceasefire with Chairman Arafat and King Hussein.jpg|მინი|არაფატი, ნასერი და ჰუსეინი კაიროში 1970 წლის 27 სექტემბერს.]]
„შავი სექტემბერს“ [[ახლო აღმოსავლეთი|ახლო აღმოსავლეთში]] მნიშვნელოვანი პოლიტიკური ძვრები მოჰყვა. კაიროში მიმდინარე დაძაბული მოლაპარაკებების დასასრულს, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ხელმოწერიდან მეორე დღეს (28 სექტემბერი, 1970) გულის შეტევით გარდაიცვალა ეგვიპტის პრეზიდენტი ნასერი, რომელიც შუამავლის როლს ასრულებდა. მისმა შემცვლელმა [[ანვარ სადათი|ანვარ სადათმა]] მკვეთრად შეცვალა საგარეო პოლიტიკური კურსი და [[ისრაელი|ისრაელთან]] მშვიდობიანი ურთიერთობა დაამყარა. სირიაში, თავდაცვის მინისტრმა [[ჰაფეზ ალ-ასადი|ჰაფეზ ალ-ასადმა]] ისარგებლა იორდანიაში სირიული ინტერვენციის მარცხით, 1970 წლის 13 ნოემბერს უსისხლო სახელმწიფო გადატრიალება მოახდინა და ავტორიტარული რეჟიმი დაამყარა. ლიბანში გადანაცვლებული პგო მალევე ჩაერთო ამ ქვეყანაში გაჩაღებულ [[ლიბანის სამოქალაქო ომი|სამოქალაქო ომში]] ([[1975]]-[[1990]]), რასაც თან დაერთო [[1982]] წელს [[ლიბანის ომი (1982)|ისრაელი სამხედრო ინტერვენცია]]. ამ მოვლებემა განაპირობება [[ამერიკის შეერთებული შტატები]]ს ჩართულობა ლიბანში და დასავლეთის ქვეყნების წინააღმდეგ ტერორისტული კამპანიის აგორება. „შავი სექტემბერის“ მოვლენებით შთაგონებულმა პალესტინელთა ჯგუფმა შექმნა [[შავი სექტემბრის მოძრაობა|ამავე სახელწოდების ექსტრემისტული ორგანიზაცია]], რომელმაც ტერორისტული აქტი მოაწყო 1972 წლის მოუნხენის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების დროს. „შავმა სექტემბერმა“ მნიშვნელოვნად დააზიანა არაბული და პალესტინური [[ნაციონალიზმი]]ს იდეა და ხელი შეუწყო მუსულმანურ საზოგადოებებში რადიკალური [[ისლამიზმი|ისლამისტური]] მებრძოლი ორგანიზაციების აღმავლობას.<ref name="EAIC"/>