სიდჰართა გაუტამა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ტექსტის ბმული
გიორგი დოლიძე-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Gobrona-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
ხაზი 1:
{{წყარო}}
[[ფაილი:Bouddha Bhûmisparsha-Mudra 2.JPG|thumb|300px|ბუდას ბრინჯაოს ქანდაკება ლაოსიდან]]
'''სიდჰართა გაუტამა''' ([[სანსკრიტი]] सिद्धार्थ गौतम, [[პალი]] Siddhattha Gotama; დაახ. [[ძვ. წ. 563]] - [[ძვ. წ. 483]]) — ძველი ინდოელი სულიერი მოძღვარი და [[ბუდიზმი]]ს დამაარსებელი. იგი ასევე ცნობილია როგორც '''შაკიამუნი''', ანუ ბრძენი შაკიების გვარიდან. სახელწოდება "ბუდა" არის ეპითეტი და მომდინარეობს სანსკრიტული სიტყვიდან "बुद्ध" ("ბუდჰ" - გაღვიძება) და აღნიშნავს მძინარე, დაბურული ცნობიერებისგან გამოღვიძებას, გასხივოსნებულ ცნობიერებას. ბუდას ბიოგრაფია ბურუსითაა მოცული, რადგან მისი ცხოვრების აღწერები მისი წასვლის შემდეგ დაახლოებით 300 წლის შემდეგმერე დაიწერა.
 
ბუდა შაკიამუნის ცხოვრების პირველი ცხოვრების აღწერა მოცემულია [[სუტრა]] მაჯჰიმაMajjhima Nikaya-ნიკაიაშიში, პალიზე, რომელიც შედის [[ტრიპიტაკა]]ში. თუმცა ამ სურტიდან შეუძლებელია ბუდას ცხოვრებაზე რაიმე წარმოდგენის მიღება, იგი ძალიან წყვეტილ ცნობებს იძლევა. პირველი შედარებით სრული ბიოგრაფიები დაიწერა [[ძვ. წ. II საუკუნე]]ში...
== წყაროები ==
ბუდას აიგივებენ უფლისწულ გაუტამა შაკიამუნისთან, რომელიც ბუდისტური ტრადიციის თანახმად, ცხოვრობდა VII-VI საუკუნეებში, ხოლო ზოგიერთი მეცნიერის აზრით VI-V საუკუნეებში ჩვენს წელთაღრიცხვამდე.
 
ბუდისტური კანონიკური ლიტერატურის (ტიპიტაკა) მიხედვით რთულია ბუდას როგორც ისტორიული პიროვნების ცხოვრების შესახებ წარმოდგენის შექმნა, მაგრამ არსებობს გაცილებით გვიანდელი არაკანონიკური ვერსიები, რომლებიც საკმაოდ სრულ სურათს იძლევიან ბუდას შესახებ: მათ შორის არის "მაჰავასტუ"<ref>https://www.wisdomlib.org/buddhism/book/the-mahavastu</ref> და "ლალიტავისტარა", რომლებიც შესრულებულია სანსკრიტზე და ეკუთვნის მაჰასანგჰკიკას სკოლას; აბჰინიშკრამანა-სუტრა" (ორიგინალი არ არის შენახული), რომელიც ეკუთვნის დჰარმაგუპტაკას სკოლას; აშვაგჰოშის (I საუკუნე ჩვ.წ.) პოემა "ბუდჰაჩარიტა" სანსკრიტზე; "ნიდანაკატჰა" პალიურ ენაზე, რომელიც არის ჯატაკას შესავალი (ბუდას წინა ცხოვრებების ისტორია).
 
ბუდა შაკიამუნის ცხოვრების პირველი აღწერა მოცემულია [[სუტრა]] მაჯჰიმა-ნიკაიაში, პალიზე, რომელიც შედის [[ტრიპიტაკა]]ში. თუმცა ამ სურტიდან შეუძლებელია ბუდას ცხოვრებაზე რაიმე წარმოდგენის მიღება, იგი ძალიან წყვეტილ ცნობებს იძლევა. პირველი შედარებით სრული ბიოგრაფიები დაიწერა [[ძვ. წ. II საუკუნე]]ში.
 
ერთ-ერთ ყველაზე ძველ წყაროებად შეიძლება მივიჩნიოთ ასევე ქვის ფილებზე ამოკვეთილი ედიქტები (აშოკას ედიქტები. 268-231 წლები).
 
== ბიოგრაფია ==
=== დაბადება და უფლისწულობა ===
ძველი ბუდისტური წყაროების თანახმად, მომავალი ბუდა დაიბადა ქალაქ [[ლუმბინი]]ში, თანამედროვე [[ნეპალი]]ს ტერიტორიაზე, კშატრულ ტომ შაკიების მეფის ოჯახში, რომელიც ნეპალისა და ინდოეთის საზღვარზე მდებარე სახელმწიფოს მართავდა. ახალშობილს დაარქვეს სიდჰართა, გაუტამა კი მისი საგვარეულო სახელია. ლეგენდის თანახმად სიდჰართას დაბადებამდე, მის დედას ჰქონდა თეთრი [[სპილო]]ს ხილვა, რაც მიმანიშნებელია ბუდას განსაკუთრებულობაზე. სიდჰართჰა დაიბადა მაისში, სავსე მთვარის დროს, ბუდისტურ სამყაროში მისი დაბადების დღე ფართოდ აღინიშნება. ლეგენდის თანახმად დედამისი მშობიარობისას გარდაიცვალა.
 
თუმცა უფრო ადრეული ისტორიული წყაროების თანახმად შაკიამუნი დაიბადა არა სამეფო, არამედ არისტოკრატიულ ოჯახში, მეომრების კასტიდან, მცირე რესპუბლიკა შაკაში. მის მამას ერქვა შუდხოდანა, ხოლო დედის სახელი უფრო გვიანდელ წყაროებში გაჩნდა - მაიადევი (მაჰამაია).
 
ახალდაბადებულ სიდჰართას სხეულზე ამოაჩნდა დიდი ადამიანის 32 მაჩვენებელი. წინასწარმეტყველმა ასიტამ უთხრა ამის შესახებ მეფეს, რომ პატარა ან დიდი მეფე ან დიდი წმინდანი გახდება. მამას სურდა რომ შვილი დიდი მეფე გამხდარიყო და შესაბამისად ზრდიდა. სიდჰართჰას არიდებდნენ ყველაფერს, რასაც შეეძლო მისი დამწუხრება. მამამ თავისი ძისთვის ააშენა სამი სასახლე, რომლებსაც მისი თვალი უნდა მოერიდებინა გარესამყაროს უბედურებათა დანახვისაგან.
 
სიდჰართას ბავშვობა და სიყმაწვილე უზრუნველი იყო. იგი 16 წლის იყო, როდესაც მამამ მას შერთო ცოლად იასოდჰარა. მალე მათ ვაჟი [[რაჰული]] ეყოლათ და მომავალში მას მხოლოდ სიხარული ელოდა.
 
მაგრამ დაკვირვებულმა გაუტამამ თავისი გადაადგილების დროს შეამჩნია, რომ ადამიანები სნეულდებიან, ბერდებიან, კვდებიან, და ის დაფიქრდა ცხოვრების აზრზე. მან გადაწყვიტა ადამიანების დახმარება ჭეშმარიტების ძიებაში და 29 წლის ასაკში დატოვა სახლი, გახდა განდეგილი. 6 წლის განმავლობაში დადიოდა განგის ველზე, საუბრობდა ბრძენკაცებთან და მქადაგებლებთან, ეწეოდა მკაცრ ასკეტურ ცხოვრების წესს, მაგრამ დარწმუნდა, რომ ხორცის გვემა აქრობს გონებას და უარი თქვა ასკეზაზე. 35 წლის ასაკში მან იგრძნო რომ ჭეშმარიტების აღმოჩენა მოახლოვდა და გაუტამა მედიტაციაში ჩაიძირა, რომელშიც ერთი ვერსიით ოთხი კვირა იმყოფებოდა, მეორე ვერსიით - შვიდი კვირა, უჭმელ-უსმელი. მედიტაციის პროცესში გაუტამამ მიაღწია გასხივოსნებას, ანუ გახდა ბუდა, რომლისთვისაც ცნობილია სამყაროს წესრიგის ყველა კანონი. ამის შემდეგ 45 წლის განმავლობაში ბუდა დაიარებოდა ქვეყანაში და ქადაგებდა თავის სწავლებას. გარდაიცვალა 80 წლის ასაკში. ტექსტებში, რომლებიც მის ცხოვრებას გვიყვება, მუდმივად ნახსენები არიან ღმერთები, ღვთაებები, დემონები, სულები, რომლებიც ეცხადებოდნენ, თან დაყვებიან და ესაუბრებოდნენ მას. თავად ბუდა ადიოდა ხოლმე ცის მაცხოვრებლებთან და იქაც ქადაგებდა, ხოლო ღმერთები არა ერთხელ სტუმრობდნენ მის სენაკს. ჩვეულებრივი მხედველობის გარდა ბუდას ასევე გაეხსნა მესამე თვალი შუბლის არეში და შეიძინა ყოვლისმხედველი უნარი. ტრადიციის თანახმად, ყოვლისმხედველობა ბუდას შეეძლო იმ თვალით, რომლითაც ის ხედავდა წარსულს, აწმყოსა და მომავალს. იგივე თვალით ის ხედავდა რვასაფეხუროვან (ზომიერ) გზას. ეს თვალი ხედავდა ასევე სამყაროს ყველა არსების ზრახვებსა და ქმედებებს, ასევე იმას, თუ რა ხდებოდა უთვალავ სამყაროებში. როგორც ტექსტებშია აღწერილი, ბუდა გრძნობდა, ხედავდა და ესმოდა ყოველივე, რაც ხდებოდა დედამიწაზე და სხვა სამყაროებში, - ეს უნარი აღნიშნავს ბუდას ექვსმხრივ ცოდნას. თავის მხრივ ბუდას ცოდნა იყოფა 14 ტიპად: ოთხი ჭეშმარიტების ცოდნა, დიდი თანაგრძნობის მიღწევის უნარი, ყოფიერების მუდმივი ცვალებადობის შესახებ ცოდნა, ორმაგი სასწაულის შესახებ ცოდნა და ა.შ.
 
ბუდა ფლობდა სხვადასხვა სასწაულის უნარს: შეეძლო მიწის ქვეშ ჩასვლა, ზეცაში ასვლა, ჰაერში ფრენა, ცეცხლოვანი მისტერიების გამოწვევა, ნებისმიერი სახის მიღება, მის სხეულზე იყო 32 დიდი და 80 პატარა ნიშანი, მათ შორის ხალები, რომლებიც ჯადოსნურ უნარით იყო აღნიშნული. ბუდა ტექსტებში აღინიშნება უამრავი ეპითეტით, რომლებიც მოწმობენ რომ ის არის სამყაროს მბრძანებელი, ღმერთების ღმერთი, მეფეთა მეფე, ყოვლისმპყრობელი, მკურნალი და ა.შ. მას წოდებებია ტატჰაგატა (ვინც მოდის და მიდის), არჰატი (სანსარაზე მიჯაჭვულობის მომსპობი), სუგატა (კეთილის მქმნელი), ბუდდა (გასხივოსნებული არსება), ჯინა (გამარჯვებული), ბჰაგავატი (მოზეიმე), მაჰა შრამანი (დიდი განდეგილი), სინჰანადინი (ლომის ხმის მქონე), სულ ოცდაათზე მეტი ეპითეტი.
 
სიდჰართას ბავშვობა და სიყმაწვილე უზრუნველი იყო. იგი 16 წლის იყო, როდესაც მამამ მას შერთო ცოლად იასოდჰარა. მალე მათ ვაჟი [[რაჰული]] ეყოლათ და მომავალში მას მხოლოდ სიხარული ელოდა.
რეინკარნაციის იდეაზე დგას მთელი ბუდისტური აზროვნება. ყოფიერება წარმოადგენს მრავალი ფენის მქონე ჭურჭელს, რომელშიც ყველა ცოცხალი არსებაა, ზოგი ზედა ფენებში ადის, ზოგი უწმინდურებაში იძირება, იცვლიან ფორმებს, სახელწოდებებს და ჩნდებიან ამა თუ იმ ფენაში ხან ცხოველის, ხან ფრინველის, თევზის მწერის, სულის, დემონის, ადამიანის, ღმერთის, ბუდას სახით. ამიტომ ადამიანთა სამყაროში მოსვლა ითვლება როგორც კარმული კანონის ბუნდოვანი გამოხატულება, და არა სწორხაზოვანი ისტორიული განვითარების შედეგი. აქედან მომდინარეობს ბუდისტების გულგრილი დამოკიდებულება ბუდას ისტორიულობის მიმართ. ბიბლიური ისტორიის ქრისტიანული ქრონოლოგია აუცილებელი იყო სასწაულის ფიქსაციისა და სამყაროს შექმნიდან, ან ქრისტეს დაბადებიდან დროის ასათვლელად. ბუდიზმში კი წელთაღრიცხვის სისტემა შემოიღეს მხოლოდ მეოცე საუკუნის ორმოცდაათიან წლებში, ამასთან აღრიცხვის საწყისად აიღეს 543-544 წლები ჩვ.წ-მდე, რათა 1954 წელს აღენიშნათ 2500 წელი ბუდას გარდაცვალებიდან. ამგვარად ბუდას ცხოვრების წლები თითქმის ერთი საუკუნით გადაიწია, მისი სამეცნიერო დათარიღებისაგან განსხვავებით.
 
{{Commons|Gautama Buddha|სიდჰართჰა გაუტამა}}