გიორგი ლეონიძის ქუჩა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 18:
|ტექსტის ველი=
}}
'''გიორგი ლეონიძის ქუჩა''' — ქუჩა [[თბილისი|თბილისში]], [[მთაწმინდის რაიონი|მთაწმინდის რაიონში]] ([[სოლოლაკი]]). [[თავისუფლების მოედანი (თბილისი)|თავისუფლების მოედნიდან]] [[პაოლო იაშვილის ქუჩა]]მდე. ალ. პიშჩევუჩის თბილისის გეგმის (1785) მიხედვით ამ ადგილას ყოფილა „ერეკლეს ბაღი“. ქუჩა წარმოიქმნა XIX საუკუნის I ნახევარში. ადრე მთის ქუჩა ერქვა, 1843 წლის შედგენილ თბილისის ქუჩების სიაში შეტანილიააშეტანილია როგორც სოლოლაკის ქუჩა, 1922 წელს აღმასკომის ქუჩა დაერქვა, ასევეა დატანილი თბილისის 1934 წლის გეგმაზე. 1935 წელს — [[სერგეი კიროვი]]ს, 1990 [[გიორგი ლეონიძე|გიორგი ლეონიძის]] სახელი ეწოდა (იგი ამ ქუჩაზე ცხოვრობდა).
 
ქუჩის ხუროთმოძღვრული სახე XIX საუკუნის დასასრულს და XX საუკუნის დასაწყისში ჩამოყალიბდა. სახლების უმეტესობა რენესანსულ-ბაროკული სტილისაა. ცალკეულ შენობათაგან საინტერესოა ახლანდელი ბანკის შენობა (1913, არქიტექტორი [[მიხეილ ოჰანჯანოვი]] „მოდერნი“). ქუჩაზეა [[აკაკი ხორავას სახელობის მსახიობის სახლი]], XIX საუკუნის დასასრულის და XX საუკუნის დასაწყისის საცხოვრებელი სახლები. აქვს 1 ჩიხი.