ისაბელ I კასტილიელი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 40:
მას შემდეგ, რაც ტახტი თავის ძმისწულ [[ხუანა ლა ბელტრანეხა|ხუანა ლა ბელტრანეხასთან]] ბრძოლის შემდეგ დაიკავა, მან სამთავრობო სისტემის რეორგანიზაცია, რამაც გამოიწვია სამეფოში კრიმინალის დონის შემცირება. ასევე მან შეავსო მისი ძმის, [[ენრიკე IV]]-ის დროს დაცარიელებული ხაზინა. 1469 წელს მისი არაგონის მეფეზე ქორწინებით დაიწყო ესპანეთის გაერთიანების პროცესი.
 
გარდა რეფორმებისა, დედოფალი ისაბელი ასევე ცნობილია იმით, რომ მან, 1492 წელს [[გრანადის დაცემა|გრანადის აღებით]] დაასრულა მრავალსაუკუნოვანი [[რეკონკისტა]] და საბოლოოდ აღმოფხვრა ესპანეთში მუსულმანური დასახლებები. გარდა მუსულმანებისა, მან და მისმა მეუღლემ მთელი ესპანეთიდან გააძევეს ებრაელებიც. ასევე მან დააფინანსა [[ქრისტეფორე კოლუმბი|ქრისტეფორე კოლუმბის]] [[ამერიკის აღმოჩენა ქრისტეფორე კოლუმბის მიერ|მოგზაურობა]], რასაც ამერიკის, ე.წ. „[[ახალი სამყარო|ახალი სამყაროს]]“ აღმოჩენა და შემდგომში ესპანეთის კოლონიურ იმპერიად ჩამოყალიბება მოჰყვა<ref>Palos, Joan-Lluís (28 March 2019). "To seize power in Spain, Queen Isabella had to play it smart: Bold, strategic, and steady, Isabella of Castile navigated an unlikely rise to the throne and ushered in a golden age for Spain". National Geographic History Magazine. Retrieved 20 April 2019.</ref>. გაწეული სამსახურისათვის 1494 წელს მას პაპმა [[ალექსანდრე VI (პაპი)|ალექსანდრე VI]]-მ უბოძა მედალი, „კათოლიკეს“ საპატიო წოდება და ის ქმართან ერთად გამოაცხადა „კათოლიკური ეკლესიის წმინდა მსახურად“.
 
== ადრეული ცხოვრება ==
ხაზი 48:
ამ პერიოდიდან ისაბელის ცხოვრებაში დაიწყო არეულობისა და არასტაბილურობის პერიოდი. არევალოში მდებარე მათი რეზიდენცია საშინელ მდგომარეობაში იყო, რასაც ფინანსური პრობლემებიც დაერთო. მიუხედავად იმისა, რომ ხუან II-ის ანდერძით მისი ქვრივი და შვილები ეკონომიკურად უზრუნველყოფილნი უნდა ყოფილიყვნენ, ენრიკე IV მამის სურვილებს არ ასრულებდა. მიუხედავად ცუდი პირობებისა, დედოფალი ისაბელი თავის ქალიშვილს მაინც აძლევდა განათლებას და მას ღვთისმოსავ და ღრმადმორწმუნე კათოლიკედ ზრდიდა.
[[ფაილი:La-demencia-de-Isabel-de-Portugal.jpg|მარცხნივ|მინი|300x300პქ|ისაბელი და ალფონსო განშორების წინ ეხუტებიან დედას. ნახატი შექმნილია XIX საუკუნის შუა ხანებში. ]]
იმავდროულად ენრიკე IV-ს მისი მეუღლე, ბლანკა II [[იმპოტენცია|იმპოტენციის]] გამო გაშორდა, რის გამოც ენრიკემ ცოლად თავისი დედინაცვლის ბიძაშვილი, პრინცესა [[ჟუანა პორტუგალიელი]] შეირთო, რომელთანაც მალევე შეეძინა ქალიშვილი, სახელად [[ხუანა ლა ბელტრანეხა|ხუანა]]<ref>აღსანიშნავია ისიც, რომ ესპანელებმა იცოდნენ, რომ დედოფალმა ჟუანამ ქალიშვილი არა იმპოტენტი ქმრისგან, არამედ საყვარლისგან, გრაფი ბელტრანისაგან გააჩინა, რის გამოც ხუანა ისტორიაში შესულია ლა ბელტრანეხას (ესპანურად ნიშნავს „ბელტრანის ასულს“) სახელით.</ref>. ენრიკემ თავისი ქალიშვილი ტახტის მემკვიდრედ გამოაცხადა, ნახევარ-და-ძმას კი უფლებები ჩამოართვა. მისივე ბრძანებით ისაბელი და ალფონსო დააშორეს დედას და სეგოვიაში გადაიყვანეს, სადაც სასახლეში მისი ჯაშუშების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იყვნენ. ენრიკეს განცხადებით მან ეს მათი პირობების გასაუმჯობესებლად გააკეთა. სულ მალე ალფონსო მასწავლებლებს მიაბარეს, ისაბელი კი დედოფლის ფრეილინებს შორის აღმოჩნდა, რაც მისი სტატუსის გათვალისწინებით დამამცირებელი იყო.
 
ასე იყო თუ ისე, სეგოვიაში ისაბელს უკეთესი საცხოვრებელი პირობები ჰქონდა. მას ყოველთვის ჰქონდა საკვები, კარგი ტანსაცმელი და ოქროთი მორთული ოთახი. აქ იგი იღებდა კარგ განათლებას. მის სასწავლებელ საგნებში შედიოდა კითხვა, მართლწერა, გრამატიკა, ისტორია, მათემატიკა, ხელოვნება, ჭადრაკი, ცეკვა, ქარგვა, მუსიკა და კათოლიკური რელიგია. იგი თავის თანატოლ წარჩინებულ გოგონებთან ერთად ძირითადად ქარგვითა და მუსიკით ერთობოდა. იგი მშვიდად და მდიდრულად ცხოვრობდა, მაგრამ [[სეგოვია|სეგოვიას]] ვერ ტოვებდა, რადგან ეს მეფემ აუკრძალა. რაც შეეხება ინფანტ ალფონსოს, იგი გარე სამყაროსგან და განსაკუთრებით დიდებულებისაგან იზოლირებულად ცხოვრობდა, ხოლო ისაბელს გამუდმებით აწვდიდნენ ინფორმაციას ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე.
ხაზი 68:
ვინაიდან პორტუგალიაში ისაბელის გათხოვება არაფრით გამოდიოდა, ენრიკემ სცადა, რომ იგი დაექორწინებინა საფრანგეთის მეფე [[ლუი XI]]-ის ძმაზე, ბერის ჰერცოგ [[შარლ დე ვალუა (1446-1472)|შარლ დე ვალუაზე]]. ენრიკეს აზრით, ეს ქორწინება განამტკიცებდა საფრანგეთ-კასტილიის მეგობრობას და ისაბელსაც ჩამოაშორებდა კასტილიის საქმეებს. ისაბელმა ამ წინადადებაზეც უარი თქვა. ამასობაში არაგონის მეფე ხუან II საიდუმლო მოლაპარაკებებს აწარმოებდა ისაბელთან მისი და ფერდინანდის დასაქორწინებლად.
 
1469 წლის 18 ოქტომბერს ისაბელი და ფერდინანდი დაინიშნენ. იმის გამო, რომ ისაბელი და ფერდინანდი მეორე თაობის ბიძაშვილები იყვნენ<ref>ისაბელის მამის პაპა-ბებია, ანუ კასტილიის მეფე [[ხუან I (კასტილია)|ხუან I]] და დედოფალი [[ელეანორ არაგონელი (1358-1382)|ელეანორ არაგონელი]] იყვნენ ასევე ფერდინანდ II-ის მამის პაპა-ბებია.</ref>, მათ ქორწინებას ძალა არ ექნებოდა რომის პაპის თანხმობის გარეშე. ვალენსიის კარდინალ როდრიგო ბორჯიას (მოგვიანებით მათი მოკავშირე პაპი [[ალექსანდრე VI (პაპი)|ალექსანდრე VI]]) დახმარებით, პაპმა [[პიუს II]]-მ მათ მალევე მისცათ ქორწინებაზე თანხმობა. ყოველივე ეს ენრიკეს ზურგსუკან ხდებოდა, რის გამოც ქორწილისთვის ისაბელს წასვლის მიზეზი სჭირდებოდა. მეფემ იგი სამეფო კარიდან ძმის საფლავის მონახულების მიზეზით გაათავისუფლა, რა დროსაც შენიღბულმა ისაბელმა დატოვა დედაქალაქი და ვალიადოლიდში ჩუმად ჩავიდა, სადაც 1469 წლის 19 ოქტომბერს ლოს ვივეროს სასახლეში ჯვარი დაიწერა ფერდინანდ არაგონელზე.
 
== ომი პორტუგალიასთან ==
ხაზი 117:
 
=== კოლუმბი და ურთიერთობა პორტუგალიასთან ===
{{მთავარი|ამერიკის აღმოჩენა ქრისტეფორე კოლუმბის მიერ}}
[[ფაილი:WC Delacroix,Eugene The Return of Christopher Columbus.jpg|მინი|319x319პქ|მოგზაურობიდან დაბრუნებული კოლუმბი ხვდება ფერდინანდ არაგონელსა და ისაბელ კასტილიელს]]
გრანადის აღებამდე სამი თვით ადრე დედოფალი ისაბელი [[ქრისტეფორე კოლუმბი|ქრისტეფორე კოლუმბის]] მოგზაურობის დაფინანსებას დასთანხმდა, რომლის მიზანიც იყო ინდოეთამდე მისასვლელი გზის აღმოჩენა დასავლეთიდან<ref>ამის მიზეზი გახდა [[კონსტანტინოპოლის დაცემა]]. მას შემდეგ, რაც 1453 წელს ოსმალებმა ბოსფორ-დარდანელის სრუტეები დაიკავეს, ჩაკეტეს აღმოსავლეთისკენ მიმავალი გზები, რის გამოც ევროპელები იძულებულნი გახდნენ, რომ ინდოეთ-ჩინეთისკენ მიმავალი ახალი გზები ეძებნათ.</ref>. მისი თქმით ინდოეთამდე სულ 2000 კილომეტრი იყო გასავლელი, რაც ესპანეთს დიდ სიმდიდრეს მოუტანდა, რის გამოც დედოფალი მალე დაითანხმა.
 
მისი ექსპედიცია 1492 წლის 3 აგვისტოს დაიწყო, 12 ოქტომბერს კი ჩავიდა კუნძულ სან-სალვადორზე. იგი ესპანეთში ერთი წლის შემდეგ დაბრუნდა რუკის მონახაზებით, რასთან ერთადაც მან „ახალი სამყაროდან“ ჩამოტანილი ძვირფასეულობაც მიართვა მონარქებს. ასე დაიწყო ესპანეთის კოლონიური ოქროს ხანა. ახალი გზის აღმოჩენის ამბავმა მალევე მოიცვა მთელი ევროპა, რამაც განსაკუთრებით დააინტერესა ესპანეთის მტერი, პორტუგალიის მეფე [[ჟუან II (პორტუგალია)|ჟუან II]], რომელმაც გადაწყვიტა ახალ მიწებს თავად დაპატრონებოდა. ამრიგად, 1494 წელს ჟუანსა და ისაბელს შორის გაფორმდა [[ტორდესილასის ხელშეკრულება]], რითაც მონარქებმა ახალი მიწები გადაინაწილეს.
[[ფაილი:Expulsión de los judíos.jpg|მარცხნივ|მინი|260x260პქ|ისაბელი და ფერდინანდი გამოსცემენ ებრაელთა გაძევების ბრძანებულებას]]
ცნობილია, რომ დედოფალი ისაბელი არ იზიარებდა კოლუმბის აზრს ამერიკის ადგილობრივი [[ინდიელები|ინდიელების]] დამონების თაობაზე, თუმცა მისი შეხედულებების მიუხედავად მალე დაიწყო ინდიელთა დამონებისა და გაჟლეტის ხანა.
 
=== ებრაელთა გაძევება ===
ისაბელის მმართველობის პერიოდში ესპანეთში საბოლოოდ დამკვიდრდა კათოლიკური [[ინკვიზიცია]]. მას ამაში დომინიკელთა ორდენის მღვდელი ტომას დე ტორკემადა ეხმარებოდა, რომელმაც დაარწმუნა დედოფალი, რომ ინკვიზიცია ქვეყანაში რელიგიური და პოლიტიკური ერთიანობის გარანტიას ქმრინდა. მიუხედავად იმისა, რომ თავად ისაბელი აშკარად ეწინააღმდეგებოდა [[ებრაელები|ებრაელთა]] ეთნიკური ნიშნით დევნას, ტორკემადამ შეძლო ფერდინანდის დარწმუნება. 1492 წლის 31 მარტს მეფე-დედოფალმა გამოსცეს ალჰამბრის განკარგულება, რომელიც გულისხმობდა ებრაელთა დევნისა და დეპორტაციის დაწყებას მთელი ესპანეთის მასშტაბით. მათ ებრაელებს ქვეყნის დასატოვებლად ოთხი თვე მისცეს ვადა, უკვე ივლისიდან კი დაიწყო მათი სასტიკი დევნა. ცნობილია, რომ ებრაელებს ესპანეთიდან წასვლისას არ ჰქონდათ ცხენის, ოქროს, ვერცხლის, ფულისა და იარაღის წაღების უფლება. ოფიციალური მონაცემებით ამ დროს 200,000-მდე ებრაელი გაიქცა ესპანეთიდან, 80,000 მოკლეს, ხოლო 40,000-მდე ქრისტიანობაზე მოაქციეს, რის გამოც მათ ქვეყანაში დარჩენის ნება დართეს. ის ადამიანები, რომელთაც კათოლიკობა მიიღეს, მაინც უნდობლობით სარგებლობდნენ და გამუდმებულ შევიწროვებას განიცდიდნენ.
 
== დარჩენილი ცხოვრება და გარდაცვალება ==
[[ფაილი:IsabellaofCastile03.jpg|მინი|296x296პქ|ისაბელ კასტილიელი 1490 წლისთვის]]
კათოლიკური ეკლესიისადმი გამოჩენილი ერთგულებისა და გაწეული სამსახურისათვის რომის პაპმა [[ალექსანდრე VI (პაპი)|ალექსანდრე VI]]-მ ისაბელ I-ს „კათოლიკესა“ და „კათოლიკობის დამცველის“ წოდებები მიანიჭა, თუმცა პაპის აღვირახსნილი ცხოვრების წესის გამო დედოფალმა ეს პატივად არ მიიღო. აღსანიშნავია, რომ მისი მმართველობისას მთელი ესპანეთი ერთიანად მოექცა კათოლიციზმზე და აღმოიფხვრა ყველა სხვა რელიგია. ამ პროცესმა ხელი შეუწყო ინკვიზიციის მომძლავრებას. 1499 წელს მუსლიმთა აჯანყების გამო დედოფალმა დაარღვია გრანადის ხელშეკრულება და 1502 წლისთვის ყველა მუსლიმს ესპანეთი ან დატოვებული ჰქონდა, ან ქრისტიანობა მიაღებინეს.
 
ისაბელ კასტილიელმა მეუღლესთან ერთად ჩამოაყალიბა ერთიანი, ეკონომიკურად ძლიერი იმპერია, რომელიც მისი შთამომავლების დროს კიდევ უფრო გაძლიერდა. 1497 წლისთვის მას თითქმის აღარ ჰქონდა პრობლემა. მისი ერთადერთი ვაჟი, პრინცი ხუანი დაქორწინებული იყო საღვთო რომის იმპერატორ [[მაქსიმილიან I (სრი)|მაქსიმილიან I]]-ის ასულ [[მარგარეტ ავსტრიელი (1480-1530)|მარგარეტ ავსტრიელზე]], რითაც ესპანეთმა კავშირი დაამყარა მზარდი ძალაუფლების მქონე [[ჰაბსბურგები|ჰაბსბურგებთან]]. იმავდროულად, უფროსი ქალიშვილი, ინფანტა [[ისაბელა არაგონელი (1470-1498)|ისაბელი]] პორტუგალიის მეფე [[მანუელ I (პორტუგალია)|მანუელ I]]-ზე იყო დაქორწინებული, რითაც პორტუგალიის მხრიდან საფრთხე აღარ მოდიოდა. მისი შუათანა ასული ხუანა დაქორწინდებული იყო მაქსიმილიან I-ის ერთადერთ ვაჟზე, ბურგუნდიისა და ნიდერლანდების მმართველ [[ფილიპე I (კასტილია)|ფილიპე I]]-ზე.
 
მიუხედავად დიდი დინასტიურ-პოლიტიკური წარმატებებისა, ისაბელის გეგმები, რომლებიც ორ უფროს შვილზე ჰქონდა დამყარებული არ გამოვიდა. ერთადერთი ვაჟი, პრინცი ხუანი ქორწილიდან მალევე დაიღუპა, ისე, რომ შვილი არ დარჩენია<ref>რეალურად მისი გარდაცვალებისას მისი მეუღლე ორსულად იყო, თუმცა მან მკვდარი გოგონა გააჩინა, რის გამოც იგი სამშობლოში დააბრუნეს.</ref>. ამას მოჰყვა პორტუგალიის დედოფალ ისაბელას გარდაცვალება მშობიარობისას, რამაც გაწყვიტა კავშირი მეზობელ ქვეყანასთან. ამის გამო ისაბელმა ტახტის მემკვიდრედ თავისი ქალიშვილი [[ხუანა I შეშლილი|ხუანა]] და მისი ქმარი, ფილიპე ლამაზი დაასახელა, მეორე ქალიშვილი, ინფანტა [[მარია არაგონელი (პორტუგალიის დედოფალი)|მარია]] კი მისივე დის ქვრივს, მეფე მანუელ I-ს მიათხოვა, რითაც პორტუგალიას კვლავ დაუკავშირდა. ამრიგად, თითქმის კვლავ აღსდგა წონასწორობა, მაგრამ მისი ნაბოლარა ქალიშვილის, [[კატალინა არაგონელი|კატალინას]] ქორწინების საკითხი კიდევ გადასაჭრელი იყო. საბოლოოდ კატალინა ინგლისის მეფე [[ჰენრი VII]]-ის ვაჟზე, უელსის პრინც [[არტური (უელსის პრინცი)|არტურზე]] დააქორწინეს, რომელიც მალევე დაიღუპა. ესპანეთ-ინგლისის ალიანსის შესანარჩუნებლად კატალინა სასწრაფოდ დააქორწინეს არტურის ძმაზე, მომავალ მეფე [[ჰენრი VIII]]-ზე.
 
დედოფალი ისაბელ კასტილიელი გარდაიცვალა 1504 წლის 26 ნოემბერს მედინა-დელ-კამპოს სასახლეში, 53 წლის ასაკში. ამის შემდეგ ესპანეთი საშინელმა არეულობამ მოიცვა, რამეთუ კასტილიის ტახტზე [[ხუანა I შეშლილი|ხუანა I]] და ფილიპე I ადიან, არაგონში კი დაქვრივებული [[ფერდინანდ II არაგონელი|ფერდინანდ II]] მეფობს. მას არ სურდა ტახტის სიძისთვის დატოვება, რის გამოც ისაბელის დაღუპვის შემდეგ მეორედ დაქორწინდა საფრანგეთის მეფე [[ლუი XII]]-ის დისწულ [[ჟერმენა დე ფუა|ჟერმენა დე ფუაზე]], რათა მასთან ახალი მემკვიდრე გაეჩინა, თუმცა ამაოდ. 1506 წელს ფილიპე I გარდაიცვალა, ივარაუდება, რომ იგი ფერდინანდმა მოწამლა. ამ ფაქტმა ხუანა I ჭკუიდან შეშალა, რის გამოც ხელისუფლების სათავეში ხუანასა და ფილიპეს უფროსი ვაჟი, [[კარლ V|კარლოს I]] მოდის, რომელმაც შეშლილი დედა მონასტერში გამოკეტა და ტახტი დაიკავა. 1516 წელს ფერდინანდი უმემკვიდრეოდ დაიღუპა, რის გამოც კარლოს I გაერთიანებული ესპანეთის მეფე გახდა, 1519 წელს, მაქსიმილიან I-ის გარდაცვალებით იგი ასევე ხდება იტალიის, გერმანიის, ავსტრიის, ბურგუნდიისა და ნიდერლანდების მმართველი, რითაც შეიქმნა უზარმაზარი [[ჰაბსბურგთა მონარქია]]. 1580 წელს კარლოსის ვაჟმა, [[ფილიპე II (ესპანეთი)|ფილიპე II]]-მ, მაშასადამე ისაბელის შვილიშვილმა დაიკავა პორტუგალიის ტახტი, რითაც ყველა ესპანური სამეფო გაერთიანდა და შეიქმნა [[იბერიის უნია]].
 
== შვილები ==