კარტოფილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
გდდჰნჰგფ
ხაზი 11:
კარტოფილი კულტურაში შემოიტანეს სამხრეთ ამერიკელმა ინდიელებმა ჯერ კიდევ 14 ათასი წლის წინათ. ევროპაში (ესპანეთში) გადმოიტანეს დაახლოებით 1565 წელს, შემდეგ გავრცელდა მრავალ ქვეყანაში, რუსეთში კარტოფილის გავრცელებას უკავშირებენ [[პეტრე I დიდი|პეტრე I-ს]], რომელსაც [[XVII საუკუნე|XVII საუკუნის]] ბოლოს კარტოფილით სავსე ტომარა ჰოლანდიიდან სამშობლოში გამოუგზავნია. 1970 წელს მსოფლიოში კარტოფილი დათესილი იყო დაახლოებით 22,3 მლნ. ჰა-ზე.
 
[[საქართველო]]ში კარტოფილის ნათესები აღნიშნული აქვს [[სოლომონ II]] იმერთა მეფეს 1787 წლის წერილში, 1820-იან წლებში გაჩნდა [[თბილისი]]ს ახლომახლო, 1913 წელს კარტოფილის ნათესებმა უკვე 6800 ჰა-ს მიაღწია. 1975 წელს კარტოფილის სათესი ფართობი 28 ათას ჰა-ს აღემატებოდა. საქართველოში კარტოფილს თესავენ უმთავრესად [[ახალქალაქის მუნიციპალიტეტი|ახალქალაქის]], [[ახალციხის მუნიციპალიტეტი|ახალციხის]], [[წალკის მუნიციპალიტეტი|წალკის]], [[დმანისის მუნიციპალიტეტი|დმანისის]], [[თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი|თეთრი წყაროს]], [[ხულოს მუნიციპალიტეტი|ხულოს]], [[შუახევის მუნიციპალიტეტი|შუახევის]] მუნიციპალიტეტებში. მოჰყავთ მთაშიც ([[ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი]], [[სვანეთი]], [[რაჭა]] და სხვა), სადაც ნათესები [[ზღვის დონე|ზღვის დონიდან]] 2200-2300 მ-მდე აღწევს. 70-იან წლებში ფართოდ გავრცელდა საადრეო კარტოფილის მოყვანა უმთავრესად [[ბოლნისის რაიონი|ბოლნისის რაიონში]]. რესპუბლიკაში კარტოფილის საშუალო მოსავლიანობა 120 ც/ჰა შეადგენს. ახალქალაქის, ახალციხისა და წალკის მუნიციპალიტეტებში კარტოფილის მოსავალი უფრო მეტია - 174-178 ც/ჰა. საქართველოს ბარის ზონაში კარტოფილს თესავენ [[ზაფხული|ზაფხულშიც]], თავთავიანი პურეულის აღების შემდეგ და მეორე მოსავალს იღებენ. ამ ზონაში (ზღვის დონიდან 500 მ-მდე) საადრეო მოსავლის მისაღებად კარტოფილი შეიძლება დაითესოს შემოდგომაზეც - ნოემბერში. საქართველოში კარტოფილის ფართოდ გავრცელებული ჯიშებია: [[მაჟესტიკი]], [[თრიალეთური სახალხო|თრიალეთური]], [[ლორხი]], [[ეპიკური]] და სხვა.
 
== ლიტერატურა ==
* ''ბადრიშვილი გ.,'' კარტოფილის კულტურა საქართველოში, თბ., 1963;
* ''მისივე,'' მემცენარეობა, თბ., 1974;
* ''ჯაფარიძე ა.,'' მემცენარეობა, თბ., 1975;
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კარტოფილი“-დან