გუგულისებრნი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 19:
| commons = Cuculidae
}}
'''გუგულისებრნი'''<ref>{{BioDict|56559|Cuculidae}}</ref> ({{lang-la|Cuculidae}}) — [[ფრინველები|ფრინველთა]] [[ოჯახი (ბიოლოგია)|ოჯახი]] [[გუგულისნაირნი|გუგულისნაირთა]] [[რიგი (ბიოლოგია)|რიგისა]]. საშუალო და მცირე ზომის ფრინველებია: სიგრძე 16–70 [[სმ]]-მდე, ხოლო მასა 17-დან ([[მცირე ბრინჯაოსფერი გუგული]], ''Chrysococcyx minutillus'') 550 [[გრამი|გრამამდე]] მერყეობს ([[დიდი დეზებიანი გუგული]], ''Centropus menbeki''). ფეხები ჩვეულებრივ მოკლეა (მიწის სახეობებს გრძელი და ძლიერი აქვთ), თითები ისეა განვითარებულია, რომ შეუძლიათ ტოტზე მათი შემოხვევა: ორი თითი წინაა გაშვერილი, ორიც — უკან. აქვთ დიდი თავი, გრძელი, ზოგჯერ საფეხუროვანი ბოლო. [[ნისკარტი]] წაგრძელებული და ოდნავ მოღუნული, პირის ჭრილი ფართო, რაც საშუალებას აძლევთ, რომ მსხვილი ნადავლი გადაყლაპონ. უმეტესობა არაკაშკაშა ფერებშია შემოსილი; არის ფერადი მორფებიც. ცნობილია 6–7 ქვეოჯახი, 28–35 გვარი და 136-მდე სახეობა. გავრცელებული არიან მთელ მსოფლიოში, გარდა მაღალი განედებისა და რამდენიმე ოკეანური კუნძულისა; წარმოშობისა და თანამედროვე მრავალფეროვნების ცენტრია [[ძველი სამყარო]]ს [[ტროპიკები]]. [[საქართველო]]ში გვხვდება [[ჩვეულებრივი გუგული]] (''Cuculus canorus'').<ref>{{ქსე|3|289||არა}}</ref><ref>{{ქე|2|172|ჟორდანია რ.|არა}}</ref>
 
უპირატესად მეხეური ფრინველებია, ზოგიერთი მიწის ცხოვრების ნირს ეწევა. ჩვეულებრივ მალულად არიან, ინიღბებიან ხეების ტანზე; გამოსცემენ დამახასიათებელ ხმებს, რომლებიც შორიდანაც ისმის. უმთავრესად იკვებებიან [[მწერები]]თ (მ. შ. თმიანი [[მუხლუხი (ზოოლოგია)|მუხლუხებით]], რომლებსაც სხვა ფრინველები არ ჭამენ); [[გუკელი]]ს გვარის (''Eudynamys'') სახეობები მცენარეჭამიებია. უმრავლესობა [[მონოგამია|მონოგამური]] ფრინველია; ბუდეს ხეზე ან მიწაზე აშენებენ. დედალი დებს 2–6 კვერცხს; 18–20 დღის განმავლობაში კრუხობს და ბარტყებზე ზრუნავს ორივე მშობელი. მრავალი სახეობის გუგულისებრს (განსაკუთრებით [[აღმოსავლეთ ნახევარსფერო]]ში მობინადრეებს) ახასიათებს [[ბუდობრივი პარაზიტიზმი]]. პარაზიტიზმზე სპეციალიზირებულ გუგულებს მასპინძელი სახეობის ფრინველების მსგავსი ზომები, ფერი და კვერცხის [[ინკუბაცია|ინკუბაციის]] ვადა აქვთ. ბარტყი, რომელიც იშორებს მასპინძლის ბარტყებს, ქცევითა და ფერით ბაძავს მათ და მათთვის განკუთვნილი საკვების ხარჯზე იმატებს წონაში. სხვა გუგულის ბარტყი (ან ბარტყები) ეგუება მასპინძლის ბარტყებს. ზრდასრული ინდივიდებისათვის აგრეთვე დამახასიათებელია შეფერვითი და ქცევითი მიმიკრია [[ქორი|ქორებთან]] და სხვა ფრინველებთან, რაც მათ სხვისი ბუდეების აღმოჩენაში ეხმარება. ზოგიერთი არაპარაზიტული გუგული, მაგალითად [[ანი (გვარი)|ანი]] (''Crotophaga''), გუნდებად ცხოვრობს; ისინი კოოპერატიულად ბუდობენ (მორიგეობით კრუხობენ საერთო ბუდეზე, ერთად კვებავენ ნაჩეკს). [[IUCN]]-ის წითელ ნუსხაში 6 სახეობა შესულია როგორც [[მოწყვლადი სახეობები|მოწყვლადი]], 1 — როგორც [[საფრთხეში მყოფი სახეობები|საფრთხეში მყოფი]], 2 — გადაშენებასთან ახლოს მყოფი; [[დელალანდის მადაგასკარული გუგული]] (''Coua delalandei'') ამოწყდა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გუგულისებრნი“-დან