ულუმბის ღვთისმშობლის ეკლესია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 1:
'''ულუმბა''' — შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი — სამონასტრო კომპლექსი აღმოსავლეთ საქართველოში, [[ქართლი|ქართლში]], [[მდინარე]] [[ჭერათხევი |ჭერათხევი]]ს მარჯვენა [[შენაკადი]]ს — ალისწყლის ხეობაში, ამავე სახელწოდების ნასოფლარში [[სოფელი|სოფელ]] [[ალი (ხაშურის მუნიციპალიტეტი)|ალი]]ს მახლობლად ([[ხაშურის რაიონი]]). [[ვახუშტი ბაგრატიონი]]ს (XVIII საუკუნე) ცნობით, მონასტერი VI საუკუნის შუაწლებში დაუარსებია ერთ-ერთ [[ასურელი მამები|ასურელ მამას]] [[მიქაელ ულუმბოელი|მიქაელ ულუმბოელს]], რომელიც შემდეგ იქვე დაუკრძალავთ. როგორც წერილობითი წყაროებიდან ირკვევა, XIII საუკუნეში აქ უკვე დიდი ტაძარი მდგარა. XIV—XV საუკუნეებში მონასტერი საქართველოს მნიშვნელოვან კულტურულ კერას წარმოადგენდა. [[თემურლენგის ლაშქრობები საქართველოში|თემურლენგის ლაშქრობის]] შედეგად დანგრეული ტაძარი 1400—1415 წლებში ალის ხეობის მფლობელს [[ქუცნა ამირეჯიბი|ქუცნა ამირეჯიბს]] ხელახლა აუშენებია. მანვე შესწირა ულუმბის მონასტერს დიდძალი ყმა-მამული [[ლიხის ქედი |ლიხის ქედი]]ს ორივე მხარეს, მომდევნო საუკუნეებში მონასტერი კვლავ მოქმედებდა. ამჟამად მის ადგილზე ღთისმშობლის [[ დარბაზული ეკლესია]] დგას, რომელიც, როგორც სამხრეთის კარის წარწერაშია ნათქვამი, 1871 წელს სანახევროდ დანგრეული ძველი ეკლესიის აღმოსავლეთ მონაკვეთის კედლებზე დაუშენებიათ. დღევანდელი ეკლესია უფრო პატარაა (ძველის 2/3). გაირჩევა 2 სამშენებლო ფენა. მის კედლებში ჩართულია სანახევროდ მიწით დაფარული ძველი ეკლესიის ფრაგმენტები, რომელთა მიხედვით დადგენილია, რომ ძეგლს ჩუქურთმები და მოხატულობა ამკობდა. აგრეთვე მიწით იყო დაფარული, XI საუკუნის I ათეული წლებით თარიღდება.
{{ინფოდაფა ტაძარი
| ტაძრის_სახელი =ულუმბის ღვთისმშობლის ეკლესია
| infobox_width =250px
| სურათი =Ulumba.jpeg
| სურათი_ზომა =
| წარწერა =
| რუკა_ტიპი = საქართველო
| რუკა_ზომა =250
| რუკა_წარწერა =
| ადგილმდებარეობა =
| გეო ={{coord|42|08|28.53|N|43|35|4.11|E|}}
| რელიგიური_წევრობა =[[საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია]]
| წესჩვეულება =
| პროვინცია =
| რაიონი =
| კურთხევის_წელი =
| სტატუსი =მოქმედი
| ფუნქციური_სტატუსი =
| მემკვიდრეობითი_ადგილმდებარეობა =
| ხელმძღვანელობა =
| საიტი =
| ხუროთმოძღვრება =დიახ
| ხუროთმოძღვარი =
| ხუროთმოძღვრული_ტიპი =
| ხუროთმოძღვრული_სტილი =
| ფასადის_მიმართულება =
| ნოვატორული =
| თარიღდება =[[VI საუკუნე|VI საუკუნის]] შუა ხანები, [[1871]]
| მშენებლობის_ფასი =
| დეტალები =დიახ
| ტევადობა =
| სიგრძე =
| სიგანე =
| ნავის_სიგანე =
| სიმაღლე_მაქსიმალური =
| გუმბათის_რაოდენობა =
| გუმბათის_სიმაღლე_გარე =
| გუმბათის_სიმაღლე_შიდა =
| გუმბათის_დიაგ_გარე =
| გუმბათის_დიაგ_შიდა =
| მინარეთი_რაოდენობა =
| მინარეთის_სიმაღლე =
| წვეტის_რაოდენობა =
| წვეტის_სიმაღლე =
| მასალა =
| nrhp =
| added =
| refnum =
| designated =
| განედი = 42.141258
| გრძედი = 43.584475
| საერთო_მოიჯარე =
| ქვეყანა={{GEO}}
}}
'''ულუმბის ღვთისმშობლის ეკლესია''' — ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, მდებარეობს [[ხაშურის მუნიციპალიტეტი]]ს სოფელ [[ალი (ხაშურის მუნიციპალიტეტი)|ალის]] დასავლეთით, [[მდინარე]] [[ჭერათხევი]]ს [[ხეობა]]ში. სამხრეთის შესასვლელის თავზე მოთავსებული სამშენებლო მხედრული წარწერის თანახმად [[ეკლესია]] აგებულია [[1871]] წელს ალექსი კევლიევის (კევლიშვილის) შემწეობით ადრე აქ არსებული ულუმბის მონასტრის ადგილზე.
 
ულუმბის [[მონასტერი]] ერთ-ერთ [[ასურელი მამები|ასურელ მამათაგანს]] [[მიქაელ ულუმბოელი|მიქაელ ულუმბოელს]] დაუარსებია (დასაფლავებულია იქვე).
 
==ისტორია==
მატეანეში არაფერია თქმული მონასტრის დაარსების შესახებ, თუმცა [[ვახუშტი ბატონიშვილი]]ს ცნობით, მონასტრის დამაარსებლად მიქაელ ულუმბოელს მიიჩნევდა: {{ციტატა|ჭერათხევის... სერს ზევით არს მონასტერი ულუმბას, უგუმბათო, დიდი, დიდშენი, მიქელ იგ მამათაგანის ქმნული და დაფულულ არს მიქელ მუნვე, ზის წინამძღვარი.}}
 
ულუმბოს მონასტრის დამაარსებლად [[მიხეილ საბინინი|მიხეილ საბინინსაც]] მიქაელ ულუმბოელი მიაჩნია — „წმინდა მამა მიხაილ ...აღაშენა მონასტერი თვისი მოახლო ულუმბისა ალისწყალსა ზედა, რომელსა შინა დაიდვა მრავალმოღვაწე გვამი მისი“.
 
ეკლესიის სამხრეთის შესასვლელის თავზე მოთავსებული სამშენებლო მხედრული წარწერის თანახმად, ეკლესია აგებულია 1871 წელს ალექსი კევლიევის შემწეობით, ადრე აქ არსებული ულუმბის მონასტრის ადგილზე.
 
ცნობები ულუმბოს შესახებ მოცემულია ამირეჯიბთა სიგელში, რომელიც იძლევა ძეგლის ისტორიული ცხოვრების სურათს [[XIII საუკუნე|XIII]]-[[XV საუკუნე]]თა მანძილზე. სიგელის მეოთხე პუნქტში მოთხრობილია XIII საუკუნის ამბავი — ქართველთა ერთ-ერთი გამარჯვება [[ჯალალედინი|ჯალალედინთან]]. ბრძოლის დროს ამირეჯიბს ხელთ უგდია მოწინააღმდეგის სეფე-დროშა და იგი ულუმბოს ღვთისმშობლის ხატისათვის შეუწირავთ. ჩანს, XIII საუკუნეში ულუმბოს ეკლესია უკვე არსებობდა და მისთვის საუკეთესო რელიქვიებსაც არ იშურებდნენ.
 
[[XIV საუკუნე]]ში ულუმბის მონასტერი მჭიდროდაა დაკავშირებული სამეფო სახლთან. მას დიდ სასწაულმოქმედად თვლიდნენ მომდევნო საუკუნეებშიც. ულუმბოს ხატის ყოვლისშემძლე ძალას [[ალექსანდრე I (იმერეთის მეფე)|ალექსანდრე პირველის]] დიდის დაბადებას მიაწერდნენ. ალექსანდრე ბატონიშვილის დაბადებისთანავე (1390) მეფის სახლს მონასტრისათვის შესაწირავი მიურთმევია — ულუმბოს ღვთისმშობლის მონასტერს „მოუტანა საქონელი ურიცხვი“ და შესაწირი.
 
ალექსანდრე ბატონიშვილის ბავშვობაში ულუმბო საფუძვლიანად დაურბევია [[თემურ ლენგი]]ს ლაშქარს. მონასტრის მეორეჯერ აშენება 1400-1415 წლებში სახელდება. ამ ადგილის მფლობელს ქუცნა ამირეჯიბს მონასტერი აღუდგენია. [[XVIII საუკუნე|XVIII საუკუნის]] I ნახევარში ულუმბის მონასტერი ისევ მოქმედი იყო. [[XIX საუკუნე]]ში კი უკვე დაზიანებული მონასტრის ნაგებობები, რომლის კედლებზე შემორჩენილი იყო [[ქუცნა ამირეჯიბი]]სა და მისი ოჯახის წევრების პორტრეტები, ისევ დაუნგრევიათ და მის საძირკველზე ახლანდელი ეკლესია აუშენებიათ.
 
==ძეგლის აღწერა==
ეკლესია დარბაზულია (16X9,30 მეტრი) ნაგებია ნატეხი ქვითა და ქვიშაქვის კვადრებით. შესასვლელი სამხრეთით და დასავლეთით აქვს. სამხრეთის კარი ძველი ეკლესიისაა. [[აფსიდი]] ნახევარწრიულია, აღმოსავლეთით, აფსიდში, და დასავლეთით თითო სარკმელია, სამხრეთით და ჩრდილოეთით ორ-ორი. დარბაზის გრძივი კედლების პილასტრბზე გადადის საბჯენი თაღები, რომლებსაც ეყრდნობა ცილინდრული კამარა. სამხრეთისა და ჩრდილოეთის კედლებზე კედლის დეკორატიული თაღებიცაა. აფსიდის საძირკველში ქვიშაქვაზე შემორჩენილია XI საუკუნის მნიშვნელოვანი ეპიგრაფიკული ძეგლი, [[ასომთავრული]] წარწერის ფრაგმენტი: „ქრისტე ადიდე შენ მიერ დამყარებული შენ მიერ გვირგვინოსანი სამოთხველად ცამდე ამაღლებული უძლეველი გიორგი მეფე ყოვლისავე აღმოსვლისავე...“
 
==ლიტერატურა==
*''კიპაროიძე ტ.,'' ულუმბის ძეგლის შესწავლისათვის, «ძეგლის მეგობარი», 1974, № 35
{{commonscat|Ulumbo monastery}}
{{ქსე|10|140|კიპაროიძე ტ., გვასალია ჯ.}}
* საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწრილობა, ტ. 5, თბ., 1990 წ.
* ხ. რაქვიაშვილი, „ცამეტი ასურელი მამა და მათ მიერ დაარსებული მონასტერები“, თბ., 2015, გვ. 147-149
 
==რესურსები ინტერნეტში==
* {{საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა|7251}}
 
{{ხაშურის მუნიციპალიტეტის ტაძრები}}
{{ასურელი მამები}}
 
[[კატეგორია:ხაშურის მუნიციპალიტეტის ტაძრებიმუნიციპალიტეტი]]
[[კატეგორია:ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიები]]
[[კატეგორია:მიქაელ ულუმბოელი]]