გუგულისებრნი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
 
უპირატესად მეხეური ფრინველებია, ზოგიერთი მიწის ცხოვრების ნირს ეწევა. ჩვეულებრივ მალულად არიან, ინიღბებიან ხეების ტანზე; გამოსცემენ დამახასიათებელ ხმებს, რომლებიც შორიდანაც ისმის. უმთავრესად იკვებებიან [[მწერები]]თ (მ. შ. თმიანი [[მუხლუხი (ზოოლოგია)|მუხლუხებით]], რომლებსაც სხვა ფრინველები არ ჭამენ); [[გუკელი]]ს გვარის (''Eudynamys'') სახეობები მცენარეჭამიებია. უმრავლესობა [[მონოგამია|მონოგამური]] ფრინველია; ბუდეს ხეზე ან მიწაზე აშენებენ. დედალი დებს 2–6 კვერცხს; 18–20 დღის განმავლობაში კრუხობს და ბარტყებზე ზრუნავს ორივე მშობელი. მრავალი სახეობის გუგულისებრს (განსაკუთრებით [[აღმოსავლეთ ნახევარსფერო]]ში მობინადრეებს) ახასიათებს [[ბუდობრივი პარაზიტიზმი]]. პარაზიტიზმზე სპეციალიზირებულ გუგულებს მასპინძელი სახეობის ფრინველების მსგავსი ზომები, ფერი და კვერცხის [[ინკუბაცია|ინკუბაციის]] ვადა აქვთ. ბარტყი, რომელიც იშორებს მასპინძლის ბარტყებს, ქცევითა და ფერით ბაძავს მათ და მათთვის განკუთვნილი საკვების ხარჯზე იმატებს წონაში. სხვა გუგულის ბარტყი (ან ბარტყები) ეგუება მასპინძლის ბარტყებს. ზრდასრული ინდივიდებისათვის აგრეთვე დამახასიათებელია შეფერვითი და ქცევითი მიმიკრია [[ქორი|ქორებთან]] და სხვა ფრინველებთან, რაც მათ სხვისი ბუდეების აღმოჩენაში ეხმარება. ზოგიერთი არაპარაზიტული გუგული, მაგალითად [[ანი (გვარი)|ანი]] (''Crotophaga''), გუნდებად ცხოვრობს; ისინი კოოპერატიულად ბუდობენ (მორიგეობით კრუხობენ საერთო ბუდეზე, ერთად კვებავენ ნაჩეკს). [[IUCN]]-ის წითელ ნუსხაში 6 სახეობა შესულია როგორც [[მოწყვლადი სახეობები|მოწყვლადი]], 1 — როგორც [[საფრთხეში მყოფი სახეობები|საფრთხეში მყოფი]], 2 — გადაშენებასთან ახლოს მყოფი; [[დელალანდის მადაგასკარული გუგული]] (''Coua delalandei'') ამოწყდა.
 
== ლიტერატურა ==
* {{დრე წიგნი | ავტორი = Коблик Е. А. | სათაური = КУКУШКОВЫЕ | ტომი = 16 | გვ = 285 | id = 2120162}}