გუგულისებრნი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
'''გუგულისებრნი''' (Cuculidae) — ფრინველთა ოჯახი გუგულისნაირთა რიგისა. საშუალო და მცირე ზომის ფრინველებია: სიგრძე 16–70 სმ-მდე, ხოლო მასა 17-დან (მცირე ბრინჯაოსფერი გუგული, ''Chrysococcyx minutillus'') 550 გრამამდე მერყეობს (დიდი დეზებიანი გუგული, ''Centropus menbeki''). ფეხები ჩვეულებრივ მოკლეა (მიწის სახეობებს გრძელი და ძლიერი აქვთ), თითები ისეა განვითარებულია, რომ შეუძლიათ ტოტზე მათი შემოხვევა: ორი თითი წინაა გაშვერილი, ორიც — უკან. აქვთ დიდი თავი, გრძელი, ზოგჯერ საფეხუროვანი ბოლო. ნისკარტი წაგრძელებული და ოდნავ მოღუნული, პირის ჭრილი ფართო, რაც საშუალებას აძლევს, რომ მსხვილი ნადავლი გადაყლაპოს. უმეტესობა არაკაშკაშა ფერებშია შემოსილი; არის ფერადი მორფები. ცნობილია 6–7 ქვეოჯახი, 28–35 გვარი და 136-მდე სახეობა. გავრცელებული არიან მთელ მსოფლიოში, გარდა მაღალი განედებისა და რამდენიმე ოკეანური კუნძულისა; წარმოშობისა და თანამედროვე მრავალფეროვნების ცენტრია ძველი სამყაროს ტროპიკები. საქართველოში გვხვდება ჩვეულებრივი გუგული (''Cuculus canorus'').
 
უპირატესად მეხეური ფრინველებია, ზოგიერთი მიწის ცხოვრების ნირს ეწევა. ჩვეულებრივ მალულად არიან, ინიღბებიან ხეების ტანზე; გამოსცემენ დამახასიათებელ ხმებს, რომლებიც შორიდანაც ისმის. უმთავრესად იკვებებიან მწერებით (მ. შ. თმიანი მუხლუხებით, რომლებსაც სხვა ფრინველები არ ჭამენ); გუკელის გვარის (Eudynamys) სახეობები მცენარეჭამიებია. უმრავლესობა მონოგამური ფრინველია; ბუდეს ხეზე ან მიწაზე აშენებენ. დედალი დებს 2–6 კვერცხს; 18–20 დღის განმავლობაში კრუხობს და ბარტყებზე ზრუნავს ორივე მშობელი. მრავალი სახეობის გუგულისებრს (განსაკუთრებით აღმოსავლეთ ნახევარსფეროში მობინადრეებს) ახასიათებს ბუდობრივი პარაზიტიზმი. პარაზიტიზმზე სპეციალიზირებულ გუგულებს მასპინძელი სახეობის ფრინველების მსგავსი ზომები, ფერი და კვერცხის ინკუბაციის ვადა აქვთ.