გუგულისებრნი: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''გუგულისებრნი''' (Cuculidae) — ფრინველთა ოჯახი გუგულისნაირთა რიგის...
(განსხვავება არ არის)

21:17, 4 მაისი 2020-ის ვერსია

გუგულისებრნი (Cuculidae) — ფრინველთა ოჯახი გუგულისნაირთა რიგისა. საშუალო და მცირე ზომის ფრინველებია: სიგრძე 16–70 სმ-მდე, ხოლო მასა 17-დან (მცირე ბრინჯაოსფერი გუგული, Chrysococcyx minutillus) 550 გრამამდე მერყეობს (დიდი დეზებიანი გუგული, Centropus menbeki). ფეხები ჩვეულებრივ მოკლეა (მიწის სახეობებს გრძელი და ძლიერი აქვთ), თითები ისეა განვითარებულია, რომ შეუძლიათ ტოტზე მათი შემოხვევა: ორი თითი წინაა გაშვერილი, ორიც — უკან. აქვთ დიდი თავი, გრძელი, ზოგჯერ საფეხუროვანი ბოლო.