ვიდუკინდ კორვეიელი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
 
[[ფაილი:Milkau_Das_Kloster_von_Corvey_178-2.jpg|მინი|მარჯვნივ|კორვეის მონასტერი [[ჰექსტერი|ჰექსტერში]], [[გერმანია]]]]
'''ვიდუკინდ კორვეიელი''' (დაახლოებით . დაახლ. [[925]] — გ. [[980]]) — [[გერმანელები|გერმანელი]] [[ისტორია|ისტორიკოსი]]. მიიღო კლასიკური განათლება, იყო [[ვესტფალია]]ში ბენედიქტური [[კორვეის მონასტერი|კორვეის მონასტრის]] ბერი.
 
ვიდუკინდ კორვეიელი არის ავტორი ქრონიკისა „საქსების გმირობანი“ ({{lang-la|Res gestae saxonicae}}), რომელიც დაწერილია 3 წიგნად. ამ წიგნებში მას სურდა საქსებისა და მათი მეფეების გმირობებზე დიდების შესხმა. იგი ძველ საგებზე, სიმღერებზე, თქმულებებზე, ანტიკურ და შუასაუკუნოვან წყაროებზე, ასევე საკუთარ ცოდნაზე დაყრდნობით მოგვითხრობს საქსებისა და [[საქსონიური დინასტია|საქსონიური დინასტიის]] მეფეების, [[ჰაინრიხ I ფრინველმჭერი]]სა და [[ოტო I დიდი]]ს, ისტორიას. მოვლენები „საქსების გმირობანში“ მიყვანილია [[967]] წლამდე, მოცემულია ცნობები საქსო-სლავური ურთიერთობების ისტორიის შესახებ. ეს წიგნი ვიდუკინდმა შექმნა ოტო I-ის ქალიშვილის, კვედლინბურგის აბატისა მატილდას თხოვნით.<ref name="istochn">{{წიგნი|ავტორი= |ნაწილი= |სათაური= Источниковедение истории южных и западных славян: Феодальный период: Учебное пособие|ორიგინალი= |ბმული= |პასუხისმგებელი=Отв. ред. Л.П. Лаптева. |გამოცემა= |ადგილი=М. |გამომცემლობა=Издательство МГУ |წელი=1999 |ტომი= |გვერდები =24 |გვერდნი= |სერია= |isbn =978-5-211-03409-9 }}</ref>