კონსტანტინე III (აფხაზთა მეფე): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
იარლიყი: წყაროს რედაქტირება 2017
No edit summary
ხაზი 27:
}}
 
'''კონსტანტინე III''', ''კოსტანტი III'', (გ. [[922]]) — „აფხაზთა სამეფოს“ (დასავლეთ საქართველოს) მეფე დაახლოებით [[893]]-[[922]], [[ბაგრატ I (აფხაზთა მეფე)|ბაგრატ I-ის]] ძე. იბრძოდა სამეფო-სამთავროებს შორის ჰეგემონობის მოპოვებისა და [[საქართველო]]ს გაერთიანებისათვის. [[904]] დაეუფლა [[ქართლი|ქართლს]]. მის წინააღმდეგ გაილაშქრეს [[სომხეთი|სომეხთა]] მეფემ [[სმბატ I]]-მა და ქართველთა მეფემ [[ადარნასე II]]-მ. მათ ალყა შემოარტყეს უფლისციხეს და აიღეს. საზავო მოლაპარაკების დროს კონსტანტინე III შეიპყრეს. სმბატმა ის [[ანისი]]ს ციხეში დაამწყვდია, მაგრამ 4 თვის შემდეგ, იმის შიშით, რომ „აფხაზთა სამეფოს“ ტახტზე უფრო ძლიერ პიროვნებას დასვამდნენ, გაათავისუფლა. სმბატ I არაბებთან ურთიერთობის გამწვავების გამო დათმობაზე წავიდა, კონსტანტინე III-მ კვლავ მიიღო ქართლი. დასავლეთ საქართველოსა და სომხეთის მეფის ეს კავშირი კონსტანტინე III-ის სმბატის ასულზე დაქორწინებით განმტკიცდა. [[აბუ ლ-კასიმი]]ს მიერ სმბატ I-ის მოკვლისა ([[914]]) და სომხეთის აოხრების შემდეგ კონსტანტინე III-მ ჯერ ქართლში განიმტკიცა ხელისუფლება, შემდეგ მან და [[კახეთი]]ს ქორეპისკოპოსმა (მთავარი) [[კვირიკე I]]-მა [[ჰერეთი]] დაიპყრეს და გაინაწილეს. ამ დროიდან X საუკუნის უკანასკნელ მეოთხედამდე საქართველოს სამეფო-სამთავროთა შორის ჰეგემონობა „აფხაზთა მეფის“ ხელში იყო.
 
==საისტორიო წყაროები==