ნიკო ფიროსმანი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
შევასწორე ....
No edit summary
ხაზი 26:
== შემოქმედება ==
[[ფაილი:Pirosmani. Giraffe.jpg|thumb|left|220px|ჟირაფი]]
ფიროსმანის, როგორც მხატვრის აღმოჩენაში, მისი სურათების შეგროვებასა და შემოქმედების პროპაგანდაში განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვის ძმებ ზდანევიჩებს — მხატვარ [[ზდანევიჩი, კირილ|კირილ]] და პოეტ [[ილია ზდანევიჩი|ილიას]], მხატვრებს მ. ლე დანტიუს, [[შევარდნაძე, დიმიტრი|დ. შევარდნაძეს]], [[გუდიაშვილი, ლადო|ლ. გუდიაშვილს]], [[კაკაბაძე, დავით|დ. კაკაბაძეს]] და სხვებს. უფრო გვიან — [[ლეონიძე, გიორგი|გ. ლეონიძეს]], რომელმაც მნიშვნელოვანი ცნობები მოიპოვა´მისი ბიოგრაფიისათვის. L1 Te
 
{{ციტატა|ჩემი აზრით, იგი იყო ერთადერთი მხატვარი, რომელმაც ნამდვილი ხალხური გადმოცემის სიცხოველით მოგვცა მთელი XIX საუკუნის ქართული ყოფა-ცხოვრება|დიმიტრი შევარდნაძე}}
 
ფიროსმანაშვილის ნამუშევრები წარმოდგენილი იყო ქართველ მხატვართა I დიდ გამოფენაზე თბილისში [[1918]] წელს. [[1920]]-იან წლებში იბეჭდებოდა წერილები პერიოდულ პრესაში, გამოიცა მისდამი მიძღვნილი კრებული. განსაკუთრებით გაცხოველდა ინტერესი ფიროსმანისადმი 50-იან წლების შემდეგ — გამოიცა წიგნები საქართველოში, რუსეთში, უცხოეთში. შეიქმნა ბიოგრაფიული ფილმი, დაიწერა მისდამი მიძღვნილი პიესები, მუსიკალური ნაწარმოებები; ფიროსმანის სურათების გამოფენა მოეწყო ყოფილ სსრკ-ის ქალაქებში და დასავლეთ ევროპის მრავალ ქვეყანაში. თბილისში დაიდგა ფიროსმანის ძეგლი; მხატვრის მშობლიურ სოფელში — მირზაანში — გაიხსნა ფიროსმანის მუზეუმი. მხატვრის ნამუშევართა დიდი ნაწილი ამჟამად ინახება [[საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი|საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში]], აგრეთვე ყოფილ სსრკ-ისა და საზღვარგარეთის ზოგ მუზეუმებში, თბილისის ყოფილ სსრკ-ისა და უცხოეთის კერძო კოლექციებში. მის ნაწარმოებთა დიდი ნაწილის ქრონოლოგია დღემდე დაუდგენელია.(სანდრო დდ)
 
[[ფაილი:Pirosmani. Fisherman.jpg|thumb|220px|მეთევზე]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ნიკო_ფიროსმანი“-დან