ბუტროს ბუტროს-გალი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
31.146.39.45-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Zangala-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
No edit summary
ხაზი 60:
 
გარდაიცვალა [[2016]] წლის 16 თებერვალს 93 წლის ასაკში<ref>{{Cite web|url = http://www.bbc.com/russian/news/2016/02/160216_boutros_ghali_dies|title = Умер бывший генсек ООН Бутрос Бутрос Гали|author = |work = |date = 2016-02-16|publisher = bbc.com}}</ref><ref>{{Cite web|url = http://ukranews.com/news/199721.V-Kaire-umer-eks-gensek-OON-Butros-Butros-Gali.ru|title = В Каире умер экс-генсек ООН Бутрос Бутрос Гали|author = |work = [[Украинские новости]]|date = 2016-02-16|publisher = ukranews.com}}</ref>.
 
== აკადემიური თანამდებობები ==
1949-1977 წლებში იყო საერთაშორისო სამართლის და საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორი ქაიროს უნივერსიტეტში.
1967-1968 წლებში პარიზის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მიწვეული პროფესორი.
გარდა ამისა, ის ასწავლიდა საერთაშორისო სამართალს და საერთაშორისო ურთიერთობებს აფრიკის, აზიის, ჩრდილოეთ ამერიკის უნივერსიტეტებში.
 
== თანამდებობები ==
ბუტროს ბუტროს-გალი იყო, არაბული სოციალისტური კავშირის ცენტრალური კომიტეტის და პოლიტიკური საბჭოს წევრი 1974-1977 წლებში. საერთაშორის სამართლის ჰააგის აკადემიური კვლევითი ცენტრის დირექტორი 1963-1964 წლებში. საერთაშორისო სამართლის ეგვიპტური საზოგადოების წევრი 1965 წლიდან. 1975 წლიდან პოლიტიკური და სტრატეგიული კვლევითი ცენტრის პრეზიდენტი. 1978 წელს იყო საერთაშორისო სამართლის ჰააგის აკადემიური კვლევითი ცენტრის კურატორიული ადმინისტრაციის წევრი.
 
ბუტროს-გალიმ დააარსა გამომცემლობა „ალჰამ იქტისიადი“, რომელსაც რედაქტორობდა 1960-1975 წლებში. ასევე, 1991 წლის დეკემბრამდე რედაქტორობდა ალ-სეიზა ალ-დუელიას.
 
== პოლიტიკური კარიერა ==
ბუტროს ბუტროს-გალის პოლიტიკური კარიერა იწყება ქაიროდან, როდესაც ეგვიპტის პრეზიდენტი იყო ანვარ ალ-სადათი. ბუტროს-გალი 1974-1977 წლებში იყო არაბთა სოციალისტური გაერთიანების ცენტრალური კომიტეტის წევრი. 1977-1991 წლებში კი აქტიურად იყო ჩართული ეგვიპტის საგარეო საქმეთა სამინისტროს საქმიანობაში.
ბუტროს ბუტროს-გალი აქტიურად იღებდა მონაწილეობას ეგვიპტე-ისრაელის ურთიერთობების ნორმალიზებაში. 1977 წელის ნოემბერში, ის თან ახლდა ეგვიპტის პრეზიდენტ ანვარ ალ-სადათს ისრაელში ვიზიტისას. 1978 წელს კი კემპ დევიდის ხელშეკრულების ერთ-ერთი ხელმომწერია.
 
== არჩევნები ==
1992 წლის 1 იანვარს ბუტროს ბუტროს-გალიმ დაიკავა გაერთიანებული ერების გენერალური მდივნის თანამდებობა. ის რიგით მე-6 გენერალური მდივანია და ასევე, აფრიკის კონტინენტის პირველი წარმომადგენელი.
 
არჩევნების პროცესში ბუტროს ბუტროს-გალის მთავარი ოპონენტი, ზიმბამბვეს წარმომადგებელი ბერნარდ ჩინძერო იყო, რომელიც მესამე რაუნდის მონაცემებით ერთი ხმით ლიდერობდა. მას შემდეგ, რაც რამდენიმე ქვეყნამ თავი შეიკავა ჩინძეროს კანდიდატურის მხარდაჭერისგან, მეხუთე რაუნდში ბუტროს ბუტროს-გალიმ ხმათა უმრავლესობით მოიპოვა გამარჯვება.
 
ბუტროს ბუტროს-გალი გაეროს გენერალური მდივნის თანამდებობაზე ხავიერ პერესი შეცვალა.
 
== მმართველობის პერიოდი ==
ბუტროს ბუტროს-გალის თანამდებობაზე ყოფნა მოუწია ცივი ომის დასრულების შემდეგ, როდესაც გაჩნდა „ახალი მსოფლიო წესრიგის“ მოლოდინი, როგორც ამას ერთის მხრივ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯორჯ ბუში და მეორეს მხრივ, საბჭოთა კავშირის ლიდერი მიხეილ გორბაჩოვი ამბობდნენ. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია კოლექტიური უსაფრთხოების და რეგიონალური დავების მოგვარების პროცესში შედიოდა.
 
ბუტროს-გალის სახელი უკავშირდება „დღისწესრიგი მშვიდობისთვის “ დოკუმენტის მიღების 1992 წელს, რომელიც მოიცავდა სამ მნიშვნელოვან მოვალეობას, რომლის შესრულებაც ეკისრებოდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციას:
*დემოკრატიის პრინციპების წახალისება;
*გაეროს პრევენციული დიპლომატია კრიზისების თავიდან ასაცილებლად;
*გაეროს სამშვიდობო როლის გაფართოება.
ბუტროს ბუტროს-გალის რამდენიმე მნიშვნელოვანი მსოფლიო კრიზისის პერიოდში მოუწია მოღვაწეობა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში. მთელი მისი მმართველობის პერიოდი მიმდინარეობდა ამერიკის შეერთებული შტატების იმჟამინდელი ადმინისტრაციასთან ღია დაპირისპირებაში. ეს ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა სომალის სამოქალაქო ომის პერიოდში და რუანდის გენოციდის დროს, როდესაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უარი განაცხადა გაერთიანებული ერების სახელით გაეგზავნა ჯარები.
 
ასევე, მნიშვნელოვანი მოვლენა იყო იუგოსლავიის ომი, რა დროსაც განსაკუთრებით დაეცა ბუტროს -ბუტროს-გალის რეიტინგი, მას აკრიტიკებდნენ გაეროს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების არაეფექტურობის გამო.
 
== 1996 წლის გაეროს გენერალური მდივნის არჩევნები ==
 
ბუტროს ბუტროს-გალიმ თავისი კანდიდატურა წარადგინა 1996 წლის გაეროს გენერალური მდივნის არჩევნებზე, კიდევ ერთი ვადით ასარჩევად. მის კანდიდატურაა ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლმა მადლენ ოლბრაიტმა ვეტო დაადო.
 
საბოლოოდ 1997 წლის 1 იანვარს ბუტროს ბუტროს-გალი ამავე თანამდებობაზე, კოფი ანანმა შეცვალა.
 
== შემდეგი ცხოვრება ==
გაერთიანებული ერების გენერალური მდივნის თანამდებობის დატოვების შემდეგ ბუტროს ბუტროს-გალი მოღვაწეობა ქაიროში, ეგვიპტეში გააგრძელა.
1997-2002 წლებში ის იყო „ფრანკოფონის“ გენეალური მდივანი. 2003-2006 წლებში კი :სამხრეთის ცენტრის“ ბორდის თავმჯდომარე.
 
== ჯილდოები ==
ბუტროს ბუტროს-გალის თავისი კარიერის განმავლობაში მიღებული აქვს საპატიო ხარისხი 24 სხვადასხვა ქვეყნიდან.
მათ შორის საპატიო ხარისხი შემდეგი უნივერსიტეტებიდან:
*პოლიტიკური კვლევების პარიზის უნივერსიტეტი;
*რუსეთის მეცნიერებათა აკადემია;
*ლოუვენის კათოლიკური უნივერსიტეტი;
*ლავალის უნივერსიტეტი;
*მონტოკის უნივერსიტეტი;
*კარლეტონის უნივერსიტეტი;
*კვებეკის უნივერსიტეტი შიკუტიმში;
*ჩარლზ მესამის უნივერსიტეტი მადრიდში;
*ბუქარესტის უნივერსიტეტი;
*ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტი;
*ერევანის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
*ჰაიფას უნივერსიტეტი;
*ვენის უნივერსიტეტი;
*მელბურნის უნივერსიტეტი;
*სეულის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
*ვასედას უნივერსიტეტი;
*ბორდოს უნივერსიტეტი.
 
 
== რესურსები ინტერნეტში ==
* [http://www.un.org/russian/basic/sg/boutros.htm ბუტროს ბუტროს-გალი — გაეროს მეექვსე გენერალური მდივანი]
* [http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=14&t=48340 ბუტროს გალი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა]
* [https://web.archive.org/web/20120630162722/http://weekly.ahram.org.eg/2006/777/profile.htm Boutros Boutros-Gali: The World is his oyster, Gamal Nkrumah]
* [https://www.un.org/sg/en/content/boutros-boutros-ghali Boutros Boutros-Gali, UN Secretary General]
* [https://en.wikipedia.org/wiki/Boutros_Ghali Boutros Gali, Wikipedia]
* [https://www.notablebiographies.com/Be-Br/Boutros-Ghali-Boutros.html Boutros Boutros-Gali Biography, Encyclopedia of World Biography]
* [https://archive.nytimes.com/www.nytimes.com/books/97/07/20/reviews/ghali-home.html At Home with: Boutros Boutros-Gali; Seeking Place in a Private Oasis, Barbara Crossette]
* [http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=14&t=161048 სადათი მუჰამად ანვარ, საქართველოს პარლამენტსი ეროვნული ბიბლიოთეკა]
* [https://www.theguardian.com/world/1999/mar/26/12 Married 20 Loveless Years, Mona Eltahaw]
* [https://en.wikipedia.org/wiki/Boutros_Boutros-Ghali#cite_note-washingtonpost20160216-5 Boutros Boutros-Gali, Wikipedia]
* [https://www.nytimes.com/1991/11/22/world/security-council-selects-egyptian-for-top-un-post.html Security Council Selects Egyptian for Top UN Post, The New York Times]
* [https://en.wikipedia.org/wiki/Bernard_Chidzero Bernard Chindzero, Wikipedia]
* [https://en.wikipedia.org/wiki/1991_United_Nations_Secretary-General_selection 1991 United Nations Secretary-General Selection, Wikipedia]
* [https://en.wikipedia.org/wiki/Javier_P%C3%A9rez_de_Cu%C3%A9llar Javier Perez de Cuellar de la Guerra, Wikipedia]
* [https://en.wikipedia.org/wiki/New_world_order_(politics) New World Order, Wikipedia]
* [https://www.washingtonpost.com/archive/politics/1991/08/04/worlds-diplomats-begin-jockeying-to-pick-new-un-secretary-general/167eab54-ba84-42db-ba33-a998e657fdb0/ Worlds Diplomats Begin Joking to Pick New UN Secretary General, John M. Goshko]
* [http://www.un-documents.net/a47-277.htm An Agenda for Peace, U.N. Documents]
* [https://www.washingtonpost.com/world/boutros-boutros-ghali-un-secretary-general-who-clashed-with-us-dies-at-93/2016/02/16/8b727bb8-d4c1-11e5-be55-2cc3c1e4b76b_story.html Boutros Boutros-Gali, U.N. Secretary General Who Clashed with U.S., has Dies, John M. Goshki]
* [https://www.washingtonpost.com/world/national-security/us-drone-strike-in-somalia-targets-al-shabab-leader/2014/09/02/2c833104-32a3-11e4-9e92-0899b306bbea_story.html U.S. Drone Strike in Somalia Targets Al-Shabab Leaders, Craig Whitlock]
* [https://en.wikipedia.org/wiki/1996_United_Nations_Secretary-General_selection 1996 United Nations Secretary-General Selection, Wikipedia]
* [https://www.southcentre.int/board-members/# South Center, Board and Council]
* [https://www.reuters.com/article/us-people-boutrosghali-idUSKCN0VP1XJ Former U.N Chief Boutros Boutros-Gali dead at 93, Michelle Nichols]
* [https://www.un.org/sg/en/content/boutros-boutros-ghali Boutros Boutros-Gali, United Nations Secretary General]
 
 
 
== სქოლიო ==