კარლ ლიბკნეხტი: განსხვავება გადახედვებს შორის
[შეუმოწმებელი ვერსია] | [შეუმოწმებელი ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 14:
==პოლიტიკური კარიერა==
კარლი, როგორც იურისტი, ხშირად იცავდა მემარცხენე სოციალისტებს. სოციალისტებს ძირითადად სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობისთვის სჯიდნენ და ანტისახელმწიფოებრივ პროპაგანდაში ადანაშაულებდნენ. ლიბკნეხტი თანაუგრძნობდა მისი დაცვის ქვეშ მყოფი აქტივისტების ბრძოლას, ამიტომ ახალგაზრდა ადვოკატი [[1900]] წელს გერმანიის სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში გაწევრიანდა. 1907-1910 წლებში ლიბკნეხტმა პირველად მოიპოვა საერთაშორისო აღიარება, როდესაც იგი ახალგაზრდა სოციალისტთა საერთაშორისო საზოგადოების პრეზიდენტად აირჩიეს. მეოცე საუკუნის დასაწყისში იურისტი აქტიურად მოღვაწეობდა პუბლიცისტურ ასპარეზზეც. ის საკმაოდ ინტენსიურად აქვეყნებდა სტატიებს მილიტარიზმისა და ევროპული სახელმწიფოების მიერ შეიარაღებაზე დახარჯული თანხების განუხრელი ზრდის წინააღმდეგ.[[ 1904]] წლის გამოსვლაში, რომელიც ბრემენის პარტიის კონფერენციაზე შედგა, მან დაჟინებით მიმართა თავის აუდიტორიას:
ლიბკნეხტი იყო სოციალისტთა მეორე საერთაშორისო ორგანიზაციის აქტიური წევრი და სოციალისტური ახალგაზრდული - ინტერნაციონალის დამაარსებელი. 1912 წელს ლიბკნეხტი აირჩიეს [[რაიხსტაგი|რაიხსტაგში]], სოციალ-დემოკრატიული პარტიის სიიდან. იგი ეწინააღმდეგებოდა გერმანიის მონაწილეობას [[პირველი მსოფლიო ომი|პირველ მსოფლიო ომში]]. პირველ მსოფლიო ომში გერმანიის მონაწილეობასთან დაკავშირებით კარლ ლიბკნეხტის მიერ გამოხატული პოზიციის შესახებ გერმანული პოლიტიკის ერთ-ერთი მკვლევარი წერს: „ლიბკნეხტის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი [[1914]] წელს დადგა. ომის დაწყებამდე მთელ კონტინენტზე მდგომარეობა უაღრესად დაიძაბა. პაციფისტების უდიდესმა უმრავლესობამ უარი თქვა მშვიდობის დაცვის ღირებულებაზე. ოპოზიციონერებმა დაივიწყეს თავიანთი თავდაპირველი ხედვები იმპერიალიზმისა და ომის თაობაზე. კარლ ლიბკნეხტი კი ძველებურად ამტკიცებდა, რომ ევროპელ ჯარისკაცებს ერთმანეთთან არაფერი ჰქონდათ საომარი. მისი აზრით, მოქალაქეებს ბრძოლა თავიანთი ქვეყნების შიგნით ავტორიტარული რეჟიმების წინააღმდეგ უნდა ეწარმოებინათ და უშედეგო საერთაშორისო სისხლისღვრაზე კატაგორიული უარი განეცხადებინათ. 2 დეკემბერს რაიხსტაგმა კენჭი უყარა ომის კრედიტს, ომის კანონს. რაიხსტაგის 397 დეპუტატიდან მხოლოდ ერთი ასაბუთებდა იმას, რომ მასებს ომი სასიკეთოს ვერაფერს მოუტანდა. იმპერიალიზმის ერთადერთი ერთგული მოწინააღმდეგე, ომის კრედიტის წინააღმდეგ მიცემული ერთადერთი ხმის ავტორი კარლ ლიბკნეხტი აღმოჩნდა.
იმავე წლის ოქტომბერში, იგი დაქორწინდა მეორე მეუღლეზე, ხელოვნების ისტორიკოს სოფი რისზე. [[1914]] წლის ბოლოს, ლიბკნეხტმა, [[როზა ლუქსემბურგი|როზა ლუქსემბურგთან]], ლეო ჯოგიჩესთან, პოლ ლევისთან, ერნესტ მეირთან, ფრანც მერინინგთან და კლარა ცეტკინთან ერთად, ჩამოაყალიბა ე. წ. „სპარტაკის ლიგა“ (სპარტაკუსბუნდი). „სპარტაკის ლიგამ“ გამოაქვეყნა თავისი შეხედულებები გაზეთში - Spartakusbriefe, რომელიც მალევე უკანონოდ გამოცხადდა. ლიბკნეხტი დააპატიმრეს და პირველი მსოფლიო ომის დროს პარლამენტარის იმუნიტეტის მიუხედავად აღმოსავლეთ ფრონტზე გაგზავნეს. მან უარი თქვა ბრძოლაზე,
▲ის გარდაცვლილებს კრძალავდა და მისი ჯანმრთელობის სწრაფად გაუარესების გამო, [[1915]] წლის ოქტომბერში, იძულებულნი გახდნენ დაებრუნებინათ [[გერმანია]]ში.
ლიბკნეხტი [[1916]] წლის 1 მაისს ბერლინში გამართული ომის წინააღმდეგ მოწყობილი მიტინგის შემდეგ კვლავ დააპატიმრეს. „სპარტაკის ლიგის“ მიერ დაგეგმილ გამოსვლაში მონაწილეობის გამო დეპუტატს ორი წლითა და ექვსი თვით პატიმრობა მიესაჯა. სასამართლომ მას ღალატში დასდო ბრალი. მისი სასჯელი მოგვიანებით გაიზარდა და ოთხი წლითა და ერთი თვით პატიმრობის ვადით განისაზღვრა.
|