კარლ ლიბკნეხტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
{{მუშავდება|1=[[სპეციალური:Contributions/სოფია ქიტიაშვილი|სოფია ქიტიაშვილი]]|2=2020 წლის 4 მაისი}}
{{ინფოდაფა პოლიტიკოსი}}
 
'''კარლ ლიბკნეხტი''' ({{lang-en|Karl Liebknecht}} დ. [[1871]] — გ. [[15 იანვარი]], [[1919]]) — [[გერმანელები|გერმანელი]] პოლიტიკოსი, [[გერმანია|გერმანიისა]] და საერთაშორისო მუშათა მოძრაობის მოღვაწე. კარლ პოლ ავგუსტ ფრიდრიხ ლიბკნეხტი იყო გერმანელი სოციალისტი, რომელიც თავიდან გახლდათ სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი (SPD) მოგვიანებით კი „სპარტაკის ლიგის“ თანადამფუძნებელთა შორის აღმოჩნდა. „სპარტაკის ლიგის“ კიდევ ერთი ცნობილი წარმომადგენელი [[როზა ლუქსემბურგი]] იყო. „სპარტაკის ლიგა“ მომავალში [[გერმანია|გერმანიის]] კომუნისტურ პარტიად გარდაიქმნა და შესაბამისად, კარლ ლიბკნეხტმაც გაწყვიტა კავშირი სოციალ-დემოკრატიულ მოძრაობასთან. მისი როლი ვაიმერის რესპუბლიკის ულტრამემარცხენე ძალების კონსოლიდაციის საქმეში დიდია. იგი გარდაცვალებამდე კომუნისტური პარტიის რამდენიმე სამხედრო-შეიარაღებულ გამოსვლას ხელმძღვანელობა. თუმცა, კარლმა სახელი რაიხსტაგში თავისი მოღვაწეობით გაითქვა, სადაც იგი კატეგორიულად უპირისპირდებოდა პირველი მსოფლიო ომის დაწყებას. [[1918]]-[[1919]] წლებში კარლ ლიბკნეხტმა რამდენჯერმე სცადა გერმანიის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის გამოცხადების მიზნით აჯანყების ორგანიზება. ერთ-ერთი შეტაკებისა და პატიმრობის შემდეგ „თავისუფალი კორპუსის“1კორპუსის“ დანაყოფებმა, (პირველი მსოფლიო ომის ვეტერანების მიერ ჩამოყალიბებულმა პარამილიტარულმა დანაყოფებმა) [[როზა ლუქსემბურგი]] და კარლ ლიბკნეხტი სიკვდილით დასაჯეს.
[[File:KLiebknecht.jpg|thumb|]]
'''კარლ ლიბკნეხტი''' ({{lang-en|Karl Liebknecht}} დ. [[1871]] — გ. [[15 იანვარი]], [[1919]]) — [[გერმანელები|გერმანელი]] პოლიტიკოსი, გერმანიისა და საერთაშორისო მუშათა მოძრაობის მოღვაწე. კარლ პოლ ავგუსტ ფრიდრიხ ლიბკნეხტი იყო გერმანელი სოციალისტი, რომელიც თავიდან გახლდათ სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი (SPD) მოგვიანებით კი „სპარტაკის ლიგის“ თანადამფუძნებელთა შორის აღმოჩნდა. „სპარტაკის ლიგის“ კიდევ ერთი ცნობილი წარმომადგენელი [[როზა ლუქსემბურგი]] იყო. „სპარტაკის ლიგა“ მომავალში [[გერმანია|გერმანიის]] კომუნისტურ პარტიად გარდაიქმნა და შესაბამისად, კარლ ლიბკნეხტმაც გაწყვიტა კავშირი სოციალ-დემოკრატიულ მოძრაობასთან. მისი როლი ვაიმერის რესპუბლიკის ულტრამემარცხენე ძალების კონსოლიდაციის საქმეში დიდია. იგი გარდაცვალებამდე კომუნისტური პარტიის რამდენიმე სამხედრო-შეიარაღებულ გამოსვლას ხელმძღვანელობა. თუმცა, კარლმა სახელი რაიხსტაგში თავისი მოღვაწეობით გაითქვა, სადაც იგი კატეგორიულად უპირისპირდებოდა პირველი მსოფლიო ომის დაწყებას. [[1918]]-[[1919]] წლებში კარლ ლიბკნეხტმა რამდენჯერმე სცადა გერმანიის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის გამოცხადების მიზნით აჯანყების ორგანიზება. ერთ-ერთი შეტაკებისა და პატიმრობის შემდეგ „თავისუფალი კორპუსის“1 დანაყოფებმა, (პირველი მსოფლიო ომის ვეტერანების მიერ ჩამოყალიბებულმა პარამილიტარულმა დანაყოფებმა) როზა ლუქსემბურგი და კარლ ლიბკნეხტი სიკვდილით დასაჯეს.
 
==ბიოგრაფია==
[[1900]] წლიდან იყო გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი. ებრძოდა გერმანულ კაპიტალიზმსა და მილიტარიზმს. მხარს უჭერდა რუსეთის[[რუსეთი]]ს [[1905]]-[[1907]] წლების რევოლუციას. [[1907]] წელს დააარსა ახალგაზრდობის ინტერნაციონალური მოძრაობა. [[1912]] წლიდან იყო [[რაიხსტაგი]]ს წევრი. [[პირველი მსოფლიო ომი]]ს დროს გამოდიოდა ომის წინააღმდეგ. [[1917]] წლის ოქტომბერში მხარს უჭერდა ბოლშევიკურ გადატრიალებას. [[1919]] წლიდან [[როზა ლუქსემბურგი|როზა ლუქსემბურგთან]] ერთად იყო გერმანიაში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებისთვის ბრძოლის ერთ-ერთი ხელმძღვანელი.
 
==ადრეული ცხოვრება==
 
კარლ ლიბკნეხტი დაიბადა გერმანიაში, ქალაქ - [[ლაიპციგი|ლაიპციგში]], ვილჰელმ მარტინ ფილიპ კრისტიან ლუდვიგ ლიბკნეხტისა2ლიბკნეხტისა და მისი მეორე მეუღლის ნატალის ოჯახში, რომელიც ასევე მკაფიო პოლიტიკური პოზიციების მქონე ოჯახიდან იყო. ნატალის მამა - თეოდორი გახლდათ [[1848]] წლის ფრანკფურტის პარლამენტის წევრი.
კარლის მამა ცნობილი პოლიტიკოსი გახლდათ. იგი [[ავგუსტ ბებელი|აუგუსტ ბებელთან]] ერთად ირიცხებოდა გერმანიის მარქსისტული სოციალურ-დემოკრატიული პარტიის თანადამფუძნებელთა შორის. კარლ ლიბკნეხტი სამართლისა და პოლიტიკური ეკონომიკის შესწავლის დროს ლაიფციგისა და [[ბერლინი|ბერლინის]] უნივერსიტეტებში მარქსისტულ წრეებსა და საპროტესტო აქტივობებს ხელმძღვანელობა. 1893-94 წლებში მომავალმა კომუნისტმა ლიდერმა პოსტდამის საიმპერატორო გვარდიის სამსახური გაიარა. 1894-98 წლებში კი მოიპოვა დოქტორის ხარისხი ვურცბურგის უმაღლეს სასწავლებელში. [[1899]] წელს კი სამუშაოდ ბერლინში გადაბარგდა, სადაც ძმასთან, თეოდორ ლიბკნეხტთან და ცნობილ იურისტ ოსკარ კოინთან ერთად კერძო საადვოკატო ბიურო დააფუძნა. კარლ ლიბკნეხტი [[1900]] წლის 8 მაისს დაქორწინდა - იულია პარადისზე, წყვილს ორი ვაჟი და ქალიშვილი ეყოლათ. ჯულია გარდაიცვალა - [[1911]] წელს.
 
* ფრეიკორფსი - იყო არარეგულარული გერმანიის სამხედრო მოხალისეთა დანაყოფები, რომლებიც არსებობდნენ მე –18 – დან მე –20 საუკუნის დასაწყისის ჩათვლით, რომლებიც ეფექტურად იბრძოდნენ როგორც დაქირავებულები ან კერძო არმიები, მიუხედავად საკუთარი ეროვნებისა.
ხაზი 18:
==პოლიტიკური კარიერა==
 
კარლი, როგორც იურისტი, ხშირად იცავდა მემარცხენე სოციალისტებს. სოციალისტებს ძირითადად სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობისთვის სჯიდნენ და ანტისახელმწიფოებრივ პროპაგანდაში ადანაშაულებდნენ. ლიბკნეხტი თანაუგრძნობდა მისი დაცვის ქვეშ მყოფი აქტივისტების ბრძოლას, ამიტომ ახალგაზრდა ადვოკატი [[1900]] წელს გერმანიის სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში გაწევრიანდა. 1907-1910 წლებში ლიბკნეხტმა პირველად მოიპოვა საერთაშორისო აღიარება, როდესაც იგი ახალგაზრდა სოციალისტთა საერთაშორისო საზოგადოების პრეზიდენტად აირჩიეს. მეოცე საუკუნის დასაწყისში იურისტი აქტიურად მოღვაწეობდა პუბლიცისტურ ასპარეზზეც. ის საკმაოდ ინტენსიურად აქვეყნებდა სტატიებს მილიტარიზმისა და ევროპული სახელმწიფოების მიერ შეიარაღებაზე დახარჯული თანხების განუხრელი ზრდის წინააღმდეგ.[[ 1904]] წლის გამოსვლაში, რომელიც ბრემენის პარტიის კონფერენციაზე შედგა, მან დაჟინებით მიმართა თავის აუდიტორიას: - „მილიტარიზმი არის ჩვენი ყველაზე მომაკვდინებელი მტერი და მის წინააღმდეგ საბრძოლველად აუცილებელია ჯარისკაცთა შორის სოციალ-დემოკრატების რაოდენობის გაზრდა". მისი ერთ-ერთი ნაშრომის „Militarismus und Antimilitarismus“ გამო, ლიბკნეხტი [[1907]] წელს, ქალაქ გლატცში ([[პრუსია]], [[სილეზია]]) დააკავეს და 18 თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ის კიდევ მრავალი თვე იჯდებოდა საპყრობილეში, ერთ უცნაურ შემთხვევას რომ არ შეეცვალა მისი ცხოვრება. დაკავებიდან ერთი წელიც არ იყო გასული, როდესაც იგი ოპოზიციურმა პარტიებმა პრუსიის რეგიონალურ პარლამენტში დეპუტატობის კანდიდატად წარადგინეს. პატიმარმა პაციფისტმა არჩევნები საპყრობილიდან მოიგო. რეგიონის მოსახლეობამ თავისი ბედი ანდო ხელისუფლების მიერ დამნაშავედ გამოცხადებულ ადამიანს, რომელიც ევროპულ ერებს შორის მშვიდობისა და სოციალური საკითხების აქტუალიზების მოთხოვნით გამოდიოდა.
ლიბკნეხტი იყო სოციალისტთა მეორე საერთაშორისო ორგანიზაციის აქტიური წევრი და სოციალისტური ახალგაზრდული - ინტერნაციონალის დამაარსებელი. 1912 წელს ლიბკნეხტი აირჩიეს [[რაიხსტაგი|რაიხსტაგში]], სოციალ-დემოკრატიული პარტიის სიიდან. იგი ეწინააღმდეგებოდა გერმანიის მონაწილეობას [[პირველი მსოფლიო ომი|პირველ მსოფლიო ომში]]. პირველ მსოფლიო ომში გერმანიის მონაწილეობასთან დაკავშირებით კარლ ლიბკნეხტის მიერ გამოხატული პოზიციის შესახებ გერმანული პოლიტიკის ერთ-ერთი მკვლევარი წერს: „ლიბკნეხტის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი [[1914]] წელს დადგა. ომის დაწყებამდე მთელ კონტინენტზე მდგომარეობა უაღრესად დაიძაბა. პაციფისტების უდიდესმა უმრავლესობამ უარი თქვა მშვიდობის დაცვის ღირებულებაზე. ოპოზიციონერებმა დაივიწყეს თავიანთი თავდაპირველი ხედვები იმპერიალიზმისა და ომის თაობაზე. კარლ ლიბკნეხტი კი ძველებურად ამტკიცებდა, რომ ევროპელ ჯარისკაცებს ერთმანეთთან არაფერი ჰქონდათ საომარი. მისი აზრით, მოქალაქეებს ბრძოლა თავიანთი ქვეყნების შიგნით ავტორიტარული რეჟიმების წინააღმდეგ უნდა ეწარმოებინათ და უშედეგო საერთაშორისო სისხლისღვრაზე კატაგორიული უარი განეცხადებინათ. 2 დეკემბერს რაიხსტაგმა კენჭი უყარა ომის კრედიტს, ომის კანონს. რაიხსტაგის 397 დეპუტატიდან მხოლოდ ერთი ასაბუთებდა იმას, რომ მასებს ომი სასიკეთოს ვერაფერს მოუტანდა. იმპერიალიზმის ერთადერთი ერთგული მოწინააღმდეგე, ომის კრედიტის წინააღმდეგ მიცემული ერთადერთი ხმის ავტორი კარლ ლიბკნეხტი აღმოჩნდა.“
იმავე წლის ოქტომბერში, იგი დაქორწინდა მეორე მეუღლეზე, ხელოვნების ისტორიკოს - სოფი რისზე.
ხაზი 28:
==კონფლიქტი რევოლუციურ ძალებთან==
 
[[პირველი მსოფლიო ომი|პირველ მსოფლიო ომში]] დამარცხების შემდეგ [[ გერმანია]]ში რევოლუციური გამოსვლები დაიწყო. მასობრივი გაფიცვებით, საპროტესტო აქციებითა და სახელისუფლებო ძალებთან შეტაკებებით მოსახლეობა ჰოჰენცოლერთა დინასტიის დამხობას ითხოვდა. ნოემბერში რევოლუცია წარმატებით დასრულდა და სამეფო ოჯახმა უარი თქვა ტახტის მემკვიდრეობაზე. დემოკრატიული ძალების ლიდერებმა [[გერმანია|გერმანიის]] რესპუბლიკის შექმნა გამოაცხადეს. კარლ ლიბკნეხტი არ დაემორჩილა დემოკრატიულ ძალთა კოალიციას და რაიხსტაგის წინ გამართულ მიტინგზე ხალხს გერმანიის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის დაარსების შესახებ ამცნო, რითაც რევოლუციურ მოძრაობაზე ლიდერობის მოპოვება სცადა. მან უარი თქვა ახალ მთავრობაში შესვლაზე. ლიბკნეხტის წინადადება და განაცხადი პოლიტიკურმა კლასმა უარყო. აქედან გამომდინარე, იგი შეეცადა ხელახლა დაერაზმა რევოლუციური ძალები. ამჟამად საპროტესტო მოძრაობის სამიზნე კაიზერის დამხობის შემდეგ ჩამოყალიბებული დროებითი მთავრობა უნდა ყოფილიყო. ლიბკნეხტის მცდელობები უშედეგო აღმოჩნდა. დეკემბრის ბოლოს და იანვრის დასაწყისში დრობითი მთავრობის მიღმა დარჩენილმა მემარცხენე რადიკალებმა ოფიციალურად დააარსეს გერმანიის კომუნისტური პარტია.
 
==რევოლუცია და სიკვდილი==
 
გერმანიის რევოლუციის დაწყების შემდეგ, ლიბნეხტმა თავისი საქმიანობა განაგრძო „სპარტაკელთა ლიგასა“ და კომუნისტურ პარტიაში. მან განაახლა ჯგუფის ხელმძღვანელობა როზა ლუქსემბურგთან ერთად და დაიწყო მისი პარტიული ორგანოს - Die Rote Fahne4 (წითელი დროშა) - გამოცემა.
ლუქსემბურგთან, იოგიჩესა და ცეტკინთან ერთად, ლიბკნეხტიც მნიშვნელოვანი ფიგურა იყო [[1919]] წლის სპარტაკის ლიგის აჯანყებისას. თავდაპირველად ლიბკნეხტი და ლუქსემბურგი ეწინააღმდეგებოდნენ აჯანყებას, მაგრამ დროებით. მოგვიანებით ისინიც ჩაერთნენ მასში. აჯანყებას სასტიკად დაუპირისპირდა გერმანიის ახალი მთავრობა. კომუნისტთა აჯანყების წინააღმდეგ განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდნენ პრეზიდენტ [[ფრიდრიხ ებერტი|ფრიდრიხ ებერტის]] მმართველობის პირველ თვეებში დაარსებული „თავისუფალი კორპუსის“ წარმომადგენლები, რომლებსაც ძირითადად ძალიან დიდი საომარი, საბრძოლო გამოცდილება ჰქონდათ.
13 იანვარს აჯანყება დასრულდა. ლიბკნეხტი და ლუქსემბურგი დაიჭირეს „თავისუფალი კორპუსის“ შენაერთებმა.[[1919]] წლის 15 იანვარს ჯარისკაცებმა ლიდერები მიიყვანეს [[ბერლინი|ბერლინში]] მდებარე სასტუმრო - „ედემში“, სადაც მათ მრავალი საათის განმავლობაში აწამებდნენ და ჰკითხავდნენ. ლუქსემბურგი ჯერ იარაღის ტარით სცემეს, შემდეგ სხეული დაუხვრიტეს და მისი გვამი ლენდვერის არხში გადააგდეს, ხოლო კარლ ლიბკნეხტი აიძულეს მანქანიდან გადასულიყო, როცა იგი გადაყავდათ სხვაგან და მას ზურგში ესროლეს. ოფიციალურ განცხადებებში ნათქვამია, რომ ის დახვრიტეს გაქცევის მცდელობისას. მიუხედავად ბევრი ვერსიისა „თავისუფალი კორპუსის“ კაპიტანი ვალდემარ პაბსტი5 ირწმუნებოდა, რომ: „მან ისინი სიკვდილით დასაჯა“.
 
==დიდება==
 
[[კლარა ცეტკინი|კლარა ცეტკინმა]] გამოაქვეყნა ნეკლოროგიკარლ ლიბკნეხტი ა და [[როზა ლუქსემბურგი|როზა ლუქსემბურგისთვის]], სადაც ისინი მოიხსენია, როგორც [[გერმანია|გერმანიისთვის]] წამებულები. მხატვარმა ქეთე კოლვიტცმაც პატივი მიაგო კარლ ლიბკნეხტს და დახატა ის, რითაც უკვდავჰყო მისი სახელი. კარლის საპატივსაცემოდ სახელი შეეცვალა კურსკის მახლობლად მდებარე სოფელს ცენტრალურ რუსეთში. [[1919]] წლიდან [[ბერლინი|ბერლინში]] ყოველწლიურად ტარდება ლიბკნეხტ-ლუქსემბურგის აქცია, ცნობილი, როგორც - მსოფლიოს უდიდესი დაკრძალვის აღლუმი და [[გერმანია|გერმანიის]] მემარცხენეების უდიდესი შეხვედრა. დღემდე ტარდება ლიბკნეხტ-ლუქსემბურგის დემონსტრაცია (ე.წ. L-L Demo) ყოველი იანვრის მეორე კვირას, რასაც [[2016]] წელს 14 000 ადამიანი დაესწრო მათ პატივსაცემად. არაერთი ძეგლი და მონუმენტი აღმართულა მათი ხსოვნისათვის. ქუჩებს, სკოლებს და საჯარო დაწესებულებებსაც კი მათ სახელს არქმევდნენ, კარლი მოხსენიებულია ლიტერატურის მრავალ ნაწარმოებებშიც. კარლ ლიბკნეხტის სახელს ატარებდა ქალაქ [[ბათუმი|ბათუმის]] ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩა.
 
==რესურსები ინტერნეტში==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კარლ_ლიბკნეხტი“-დან