ცხოვრება მეფეთ მეფისა დავითისი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
(clean up, replaced: როცა → როდესაც using AWB)
'''„ცხოვრება მეფეთ მეფისა დავითისი“''' — [[საქართველო]]ს მეფის [[დავით IV აღმაშენებელი|დავით IV აღმაშენებლის]] ([[1089]]-[[1125]] წწ.) ისტორიკოსის თხზულება. დაწერილია დაახლოებით [[1130]]-იან წლებში. შესულია [[ქართლის ცხოვრება|„ქართლის ცხოვრების“]] კრებულში. სავარაუდო ავტორია [[არსენ ბერი]] (ს.კაკაბაძე, კ.კეკელიძე, კ. გრიგოლია, ჯ. ოდიშელი). თხზულებაში ასახულია [[1080]]-[[1125]] წლების პერიოდი, როდესაც საქართველო წინა აზიის ერთ-ერთ უძლიერეს სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა. ობიექტურადაა აღწერილი დავითის პროგრესული სამხედრო-პოლიტიკური ხასიათის ღონისძიებები; ნაჩვენებია მის მიერ ეკლესიის დემოკრატიზაციისათვის, ქვეყნის საშინაო და საგარეო ძლიერების ამაღლებისათვის გადადგმული კონკრეტული ნაბიჯები, საქართველოში [[ყივჩაყები|ყივჩაყთა]] [[ყივჩაყთა გადმოსახლება საქართველოში|გადმოსახლების]] საკმაოდ რთული, გონივრულად განხორციელებული, მრავალი ასპექტის მქონე პროცესი.
 
ცხოვრება მეფეთ მეფისა დავითისი პოლემიკური ნაწარმოებია — ავტორი დავითის პოლიტიკის არამარტო აღმწერი, არამედ აქტიური დამცველი და ტანამდგომია. თხზულება დაწერილია დიდად განათლებული, ნიჭიერი სახელმწიფო და სასულიერო მოღვაწის მიერ, ისტორიული პროცესის ახსნისას იგი [[პროვინდენციალიზმი|პროვინდენციალიზმს]] ეყრდნობა, იყენებს ისტორიულ-შედარებით მეთოდსაც; წინა პლანზე სწევს [[ქრისტიანობა|ქრისტიანული]] მორალის ძირითად დოგმებს. ნაწარმოებში ვხვდებით რემინესცენციებს სასულიერო წიგნებიდან. [[ბიზანტიის იმპერია|ბიზანტიური]] სამყაროს გავლენით, [[საქართველო]]ს სახელმწიფოს და მისი მესვეურის გაძლიერების შესაბამისად, აქ პირველად არის აღიარებული მეფის ღვთისსწორობის იდეა (იზოთეოსი) — დავითი „მესიის ხმალია“, მისი სახლით [[ღმერთი]] მოქმედებს.