სეპარატიზმი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
{{მუშავდება|1=[[სპეციალური:Contributions/M.P1942|M.P1942]]|2=2020 წლის 4 მაისი}}
 
[[ფაილი:Paisos catalans belfast.jpg|მინი|კატალონიის დამოუკიდებლობის მხარდამჭერი კედლის ნახატი [[ბელფასტი|ბელფასტში]]]]
'''სეპარატიზმი''' ({{lang-fr|Séparatisme}} [[ლათინური ენა|ლათ]]. ''Separatus – გამოყოფა'') – გავრცელებული დეფინიციით სეპარატიზმი არის [[კულტურა|კულტურული]], ეთნიკური, გვაროვნული, [[რელიგია|რელიგიური]], [[რასიზმი|რასისტული]], სამთავრობო ან გენდერულ ასპექტებზე დაფუძნებული განცალკევების მოთხოვნა, პირთა გარკვეული ჯგუფის მიერ. [[ტერმინი]], რომლითაც, როგორც წესი, აღწერენ საკუთარი მიწის ან რეგიონის მმართველი ქვეყნისგან დამოუკიდებლობის ან გაყოფის მაძიებელთა შეხედულებებს ან მოტივაციას. შესაძლოა სეპარატისტული მოთხოვნა იყოს, როგორც პოლიტიკური დამოუკიდებლობა (მაგ. ფედერაცია), ისე სრული [[ავტონომია]]. სხვანაირად რომ ვთქვათ, სეპარატიზმი არის რწმენა კონკრეტულ პირთა წრისთვის, რომლებიც სახელმწიფოს შიგნით საკუთარ თავს მოიაზრებენ დამოუკიდებლებად, რაც განპირობებულია რასობრივი, რელიგიური და სხვა შეხედულებებით.მათი მიზანი შეიძლება იყოს საკუთარი მთავრობის ჩამოყალიბება ან სხვა მოქალაქეებისგან განცალკევებით ცხოვრება. უფრო ვიწრო გაგებით, სეპარატიზმი შეიძლება მიუთითებდეს სოციალურ იზოლაციაზე. ტერმინი '''სეპარატისტული მოძრაობა''' მიუთითებს სოციალურ მოძრაობაზე, რომელსაც აქეზებს მმართველი პოლიტიკური ძალა, მაგ. [[სამხრეთი აფრიკა|სამხრეთ აფრიკაში]] [[აპართეიდი]]ს ქვეშ. სეპარატიზმისსეპარატისტული მიზეზიჯგუფები შეიძლებაიდენტობა იყოსან რეგიონული,პოლიტიკური ეთნიკური,აქტივიზმი ლინგვისტური,განპირობებულია კულტურული,მათი რელიგიურიწევრების ანმიერ გენდერულიგანცდილი უსამართლობით, ანრომლებსაც კიდევისინი ნებისმიერშეხვდნენ ამსხვადასხვა ფაქტორთასოციალურ კომბინაციაჯგუფებში თანაცხოვრებისას.
 
მნიშვნელოვანია განვიხილოთ სეპარატიზმის შესაძლო მიზნები, ანუ რა შედეგისკენ შეიძლება მიილტვოდენ სეპარატისტული ჯგუფები, რა სამართლებრივი შედეგები შეიძლება გამოიწვიოს ასეთმა მოძრაობებმა.
 
==თვითგამორკვევა==
[[გაეროს გენერალური ასამბლეა]] , თავის რეზოლუციებში უფრო დეტალურად განმარტავს თვითგამორკვევის პრინციპის შინაარს. მაგალითად, [[1952]] წლის, [[5 თებერვალი|5 თებერვლის]] რეზოლუცია N 545(VI) ითვალისწინებს, რომ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო პაქტებში, რომლებიც საბოლოოდ [1966]] წელს იქნა მიღებული, უნდა შესულიყო დებულებები, რომლებიც ითვალისწინებდა „ყველა ერის უფლებას თვითგამორკვევაზე“. პაქტების საერთო პირველი მუხლი, არათუ ითვალისწინებს „ყველა ხალხის თვითგამორკვევის უფლებას“, არამედ პაქტის მონაწილე ყველა სახელმწიფოს ავალდებულებს თვითგამორკვევის უფლების განხორციელების ხელშეწყობასა და პატივისცემას. [[1960]] წლის, [[14 დეკემბერი|14 დეკემბერს]] მიღებული გენერალური ასამბლეის N 1514 (XV) რეზოლუციის, მე-2 დებულება, რომელიც კოლონიური ქვეყნებისა და ერებისათვის დამოუკიდებლობის მინიჭებას დეკლარირებს, გვამცნობს: „ყველა ხალხს გააჩნია თვითგამორკვევის უფლება; ამ უფლების ძალით ისინი თავისუფლად განსაზღვრავენ თავიანთ პოლიტიკურ სტატუსს და ილტვიან ეკონომიკური, სოციალური თუ კულტურული განვითარებისაკენ“.
ერთა თვითგამორკვევის უფლების პრინციპზე საუბრისას, აუცილებლად გასათვალისწინებელია ე.წ. „წინდახედულების კლაუზულა“, “safeguard clause“, რომელიც მოცემულია „გაეროს წესდების თანახმად სახელმწიფოთა შორის მეგობრული ურთიერთობებისა და თანამშრომლობის საერთაშორისო სამართლის პრინციპების შესახებ დეკლარაციის“ მე-5 პრინციპის, მე-7 აბზაცში და გვამცნობს, რომ „ზემოაღნიშნულ აბზაცებში არაფერი შეიძლება განიმარტოს, როგორც ისეთი უფლებამოსილების მინიჭებად ან ისეთი ქმედებისაკენ მოწოდებად, რომელიც მთლიანად ან ნაწილობრივ დაანაწევრებს ან დაასუსტებს იმ სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას ან პოლიტიკურ ერთობას, რომელიც ხალხთა თანასწორობისა და თვითგამორკვევის პრინციპის თანახმად, მოქმედებს ისე, როგორც ეს ზემოთ არის აღწერილი და ამგვარად, წარმოდგენილია მოცემულ ტერიტორიაზე მთელი ხალხის ნების გამომხატველი ხელისუფლების მიერ, ყოველგვარი რასობრივი, აღმსარებლობითი და კანის ფერის მიხედვით განსხვავების გარეშე." მსგავსი შინაარსის დებულება გვხვდება [[1993]] წელს, [[ვენა|ვენაში]] გამართული გაეროს ადამიანის უფლებათა მსოფლიო კონფერენციაზე მიღებულ დეკლარაციაში. საქმე ის არის, რომ ამ ფორმულის მიხედვით, სახელმწიფო, რომლის ხელისუფლება მის ტერიტორიაზე განსახლებული მთელი ხალხის ინტერესებს წარმოადგენს რაიმე სახის დისკრიმინაციის გარეშე, აკმაყოფილებს თვითგამორკვევის პრინციპს მთელ ხალხთან დამოკიდებულებაში და უფლებამოსილია დაიცვას ტერიტორიული მთლიანობა. კასეზეს (A. Cassese) სიტყვებს თუ დავესესხებით, „ამგვარი სახელმწიფოს ხალხი, თვითგამორკვევის უფლებას განახორციელებს სახელმწიფოს მართვაში თანასწორუფლებიანი მონაწილეობის საფუძველზე“.
 
==უმცირესობების სამოქალაქო-სამართლებრივი უფლებების რეალიზება==
მსოფლიოს ბევრი სახელმწიფო ცნობილია მოსახლეობის მრავალფეროვნებით და ამ მრავალფეროვნული მახასიათებლებიდან გამომდინარე მრავალი სოციალური ჯგუფის არსებობით.
 
ამ ეტაპზე მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველაყოფად მრავალ ქვეყანაში მმართველობის ფორმად დემოკრატიაა ჩამოყალიბებული, რომელიც უზრუნველყოფს მოქალქეების ჩართულობას ქვეყნის მართვის პროცესში, უშუალოდ ან წარმომადგენლების საშუალებით. დემოკრატიის განხორციელების პრცესში შეიძლება ითქვას უნივერსალური ინსტრუმენტია არჩევნები, რომელიც გარკვეულ პრინციპებზე დაყრდნობით უზრუნველყოფს თითოეული მოქალაქის ჩართულობას ქვეყნის მართვის პროცესში.
ასევე პირთა გარკვეული ჯგუფისთვის ფართო უფლებების მინიჭების საკითხის განხილვისას შეუძლებელია არ ვახსენოთ სახელმწიფოს ტერიტორიული მოწყობის ფორმები. არსებობს სახელმწიფოს ტერიტორიის მოწყობის ისეთი ფორმები, რომლებიც სეპარატისტულ ჯგუფებს მოთხოვნების დაკმაყოფილებას შეძლებენ. [[უნიტარიზმი|უნიტარული]], ფედერაციული თუ რეგიონალური ტერიტორიული ორგანიზაციებში შესაძლებელია გამოინახოს ადგილი ისეთი გამონაკლისებისთვის, როგორებიცაა [[ავტონომია|ავტონომიები]] (ექსტერიტორიულ (პერსონალური) და ტერიტორიული), ფედარციული ერთეულები (განსაკუთრებით ასიმეტრიულ ფედერაციებში), კონფედერაციები, ხოლო რეგიონალიზმის იდეა მთლიანად არის დაფუძნებული ავტონომიურ ერთეულებზე.
==გამოყოფა (სეცესია)==
ზოგიერთი ლექსიკონის მიხედვით სეცესია არის სეპარატიზმის უკიდურესი ფორმა, რომელიც მიზნად ისახავს გარკვეული ტერიტორიის სრულ პოლიტიკურ გამოყოფას არსებული სახელმწიფოდან და ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნას. სეცესია სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების უცვლელობის პრინციპების წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა და ეთნიკური [[მინინაციონალიზმი|მინინაციონალიზმის]] მთავარ მიზანს გამოხატავს. შესაბამისად, სეცესიისაკენ სწრაფვა, თუ ამის ობიექტური მიზეზები არ არის (ეთნიკური ან რელიგიური უმცირესობა განიცდის შევიწროებას და რეალურია მისი, როგორც ეთნოსის გაქრობა), საერთაშორისო სამართლის მიერ დაიგმობა, თუ რა თქმა უნდა, თვით არსებული სახელმწიფო არ დაეთანხმა მისი ტერიტორიის ნაწილის გამოყოფას და იქ სუვერენული სახელმწიფოს ჩამოყალიბებას.
 
ხშირ შემთხვევაში გამოყოფას (სეცესია), როგორც სეპარატიზმის შედეგს ისე მოიხსენიებენ. ლიტერატურაში სეცესიის მაგალთებად განხილულია: [[ისლანდია|ისლანდიის]] [[დანია|დანიისგან]] გამოყოფა ([[1944]] წელი), [[სინგაპური|სინგაპურის]] [[მალაიზია|მალაიზიიდან]] გამოყოფა ([[1965]] წელი) და სხვ. აქვე აღსანიშნავია, რომ ორივე ზემოაღნიშნული შემთხვევა იყო ნებაყოფლობითი. ე.წ. „თავდაცვით გამოყოფის“ „remedial secession“ შემთხვევა. ეს ის შემთხვევაა, როდესაც შეთანხმება არ არის მიღწეული, მაგრამ გარკვეული ფაქტორების გათვალისწინებით სეპარატისტული ძალები ცდილობენ გახდნენ დამოუკიდებლები და არ დაემორჩილონ იმ სახელმწიფოს, რომელშიც იმჟამად იმყოფებიან.
 
სამართლებრივი ლიტერატურა ამ საკითხს მსგავსად აფასებს:
{{ციტატა|შევიწროვების განსაკუთრებულ შემთხვევებში, თანამედროვე საერთაშორისო სამართალი ითვალისწინებს „თავდაცვით გამოყოფას“, როგორც თვითგამორკვევის უფლებისგანხორციელების ნაირსახეობას და რომ ამგვარ უფლებას, ირიბად, თავად „მეგობრულ ურთიერთობათა შესახებ ვენის დეკლარაციაში“ მოცემული „წინდახედულების კლაუზულა” გულისხმობს. როგორც ზემოთ ვნახეთ, „წინდახედულების კლაუზულა“ სახელმწიფოსათვის აწესებს ვალდებულებას, იმოქმედოს წარმომადგენლობითი ხელისუფლების მეშვეობით [[დისკრიმინაცია|დისკრიმინაციის]] გარეშე, რაც გულისხმობს სახელმწიფოს მართვას ხალხთა თვითგამორკვევის პრინციპის მოთხოვნათა შესაბამისად. გასარკვევია თუ რა ხასიათისა და ხარისხის დისკრიმინაციამ შეიძლება წარმოშვას სახელმწიფოდან გამოყოფის უფლება. შესაძლებელია თუ არა, გამოყოფის უფლება წარმოიშვას მაშინ, როდესაც სახელმწიფო ხელისუფლებას ჯერ კიდევ შეუძლია შეაჩეროს დისკრიმინაცია? განსაკუთრებით კი, იმ პირობებში, როდესაც ხელმისაწვდომია ამისათვის აუცილებელი სამართლებრივი საშუალებები. საერთაშორისო სამართალში, „თავდაცვითი გამოყოფის“ დოქტრინის მიზანშეწონილება შეიძლება განაპირობოს ფუნდამენტურ უფლებათა ისეთმა დარღვევამ, რომელმაც გარკვეულ ტერიტორიაზე მოსახლე ხალხის ფიზიკური განადგურება შეიძლება გამოიწვიოს. ადამიანის უფლებათა ისეთი დარღვევები, როგორიც არის გენოციდი, აპართეიდი, წამება და მონობა, რომელთა გამოყენება აკრძალულია jus cogens ნორმებით, შეიძლება ჩაითვალოს ერთა თუ ხალხთა „თავდაცვითი გამოყოფის“ საფუძვლად, როგორც ultima ratio (უკიდურესი გამოსავალი) გადაწყვეტილება. გამოყოფის ნებისმიერი უფლება უნდა განიმარტოს მკაცრად ზედმიწევნით. თვითგამორკვევის საფუძველზე სახელმწიფოდან ცალმხრივად გამოყოფა, როდესაც არ ამოწურულა ყველა სხვა სამართლებრივი საშუალება ე.წ. „შიდა თვითგამორკვევის“ უფლების გამოყენების ჩათვლით, რაც ხშირ შემთხვევაში სხვადასხვა სახის ავტონომიების შექმნას გულისხმობს, უნდა ჩაითვალოს „წინდახედულების კლაუზულის“ შინაარსის საწინააღმდეგო ქმედებად.}}
 
==მოტივაცია==
ჯგუფებს შეიძლება ჰქონდეთ ერთი ან მრავალი მოტივაცია, მათ შორის:
* სახვა თემის მისამართით ღვარძლი და ქიშპი.
* [[გენოციდი|გენოციდისგან]] და ეთნიკური წმენდისგან თავდაცვა.
* ჩაგრულთა მხრიდან წინააღმდეგობა, რელიგიის, კულტურისა და ენის შეურაცყოფის წინააღმდეგ.
* პროპაგანდის საშუალებით შთაგონება შიდა ან გარე დაინტერესებული პირების მხრიდან, რომლებიც ელიან პოლიტიკურ გამორჩენას ჯგუფთა შორის კონფლიქტის და ღვარძლის გაღვივებით.
* ეკონომიკური და პოლიტიკური დომინაცია ერთი ჯგუფისა სხვა ჯგუფზე, რომელიც არ ანაწილებს ძალაუფლებასა და პრივილეგიებს თანასწორად.
* ეკონომიკური მოტივაცია: სწრაფვა ბოლო მოეღოს ეკონომიკურ [[ექსპლუატაცია|ექსპლუატაციას]], უფრო გავლენიანი ჯგუფისგან ან პირიქით მოთხოვნა უფრო მდიდარი ჯგუფისგან სიმდიდრის განაწილება უფრო ღარიბი ჯგუფისთვის.
* საფრთხის ქვეშ მყოფი რელიგიური, ენობრივი და კულტურული ტრადიციების შენარჩუნება.
* სხვა სეპარატისტული ჯგუფების მიერ სხვა ჯუფთა სეპარატიზმის წახალისება.
* დიდი ქვეყნებისა და იმპერიების დაშლისგან გამოწვეული სახელისუფლებო კრიზისი.
* მეტი და მეტი სახელმწიფოს დაშლით გამოწვეული განგრძობადი ფრაგმენტაცია.
* იმის განცდა, რომ ერი დამატებული იქნა უფრო დიდ სახელმწიფოზე არაორგანული საშუალებებით.
* იმის აღქმა, რომ სახელმწიფოს აღარ შეუძლია ცალკეული ჯგუფის დახმარება და დაღალატდა ვიწრო ჯგუფის ინტერესები.
* პოლიტიკური გადაწყვეტილებებთან დაკავშირებული აზრთასხვადასხვაობების გამო.
 
==მთავრობების რეაგირება==
რა მასშტაბებსაც მოიცავს სეპარატისთა მოთხოვნები, იქნება ეს სრული დამოუკიდებლობის მოთხოვნა, სამართლებრივი მექანიზმების ამოქმედება, მშვიდობიანი მოქმედებები თუ შეიარაღებული ძალადობა, დამოკიდებულია ეკონომიკურ, პოლიტიკურ, სოციალურ და კულტურულ მრავალფეროვნებაზე, მოძრაობის ლიდერებსა და მთავრობის პასუხებზე. მთავრობამ შესაძლოა რამდენიმე სახის ქმედებას მიმართს, რომელთა მათგანიც ექსკლუზიურ უფლებამოსილებებს განეკუთვნება. ზოგიერთი მათგანია:
* სეპარატისთა მოთხოვნებზე დათანხმება
* უკმაყოფილო ჯგუფების ვითარების გაუმჯობესება, რელიგიური, ლინგვისტური, ტერიტორიული, ეკონომიკური თუ პოლიტიკური მიმართულებებით.
* „ასიმეტრიული ფედერალიზმის“ დანერგვა, რომელიც გულისხმობს სხვადასხვა ერთეულების სხვადასხვაგვარ სამართლებრივ მდგომარეობას, რომელშიც სეპარატისტული მოთხოვნები იქნება გათვალისწინებული.
* მისცეს უფლება უმცირესობებს პოლიტიკური საკითხები გადაწყვიტონ, საპარლამენტო არჩევნების, რეფერენდუმისა და სხვა მექანიმზების საშუალებით.
* [[კონფედერაცია|კონფედერაციისა]] და თანამეგობრობების დაარსება.
 
ზოგიერთი ქვეყნები ებრძვიან სეპარატიზმს საკუთარ ქვეყანებში, როდესაც ახალისებენ მათ სხვა ქვეყნებში.
 
==ეთნიკური სეპარატიზმი==
ეთნიკური სეპარატიზმი დაფუძნებულია უფრო კულტურულ-ლინგვისტურ განსხვავებებზე ვიდრე რელიგიურ ან რასობრივ განსხვავებებზე, რომელიც ასევე შესაძლოა არსებობდეს. ეთნიკური სეპარატისტული მოძრაობათა მაგალითებად შეგვიძლია განვიხილოთ:
 
===ევრაზია===
* [[საბჭოთა კავშირი|საბჭოთა კავშირის]] დაშლა და სხვადასხვა ერების მიერ საკუთარი სახელმწიფოების ჩამოყალიბება: [[სომხეთი]], [[აზერბაიჯანი]], [[ბელარუსი]], [[ესტონეთი]], [[საქართველო]], [[ყაზახეთი]], [[ყირგიზეთი]], [[ლიეტუვა]], [[ლატვია]], [[მოლდოვა]], [[რუსეთი]], [[ტაჯიკეთი]], [[თურქმენეთი]],[[უკრაინა]] და [[უზბეკეთი]].
* ჩეჩენთა სეპარატიზმი კავკასიაში, ამჟამად [[ჩეჩნეთის რესპუბლიკა]] შედის [[რუსეთის ფედერაცია|რუსეთის ფედერაციაში]].
* [[სერბები|სერბების]] სეპარატიზმი [[ბოსნია-ჰერცოგოვინა|ბოსნია ჰერცოგოვინაში]] (სერბთა რესპუბლიკა) და [[კოსოვო]] (ჩრდილოეთ კოსოვო).
* [[ალბანელები (ალბანეთი)|ალბანელთა]] სეპარატიზმი [[კოსოვო|კოსოვოში]] , [[ჩრდილოეთ მაკედონია|ჩრდილოეთ მაკედონიასა]] და [[სერბეთი|სერბეთში]]
* [[ბერძნები|ბერძნების]] სეპარატიზმი ჩრდილოეთ ეპიროტში [[ალბანეთი|ალბანეთის]] ტერიტორიაზე.
* [[თურქები|თურქების]] სეპარატიზმი [[კვიპროსი|კვიპროსში]] (ჩრდილოეთ კვიპროსი).
* სამხრეთ ოსებისა და [[აფხაზი|აფხაზების]] სეპარატიზმი [[საქართველო|საქართველოში]].
* აზერბაიჯანელთა სეპარატიზმი [[ირანი|ირანში]] აღმოსავლეთ აზერბაიჯანისა და დასავლეთ აზერბაიჯანის გაერთიანების მიზნით, ზენჯანის და არდებილის აზერბაიჯანთან გაერთიანების მოთხოვნით.
* [[ქურთები|ქურთების]] სეპარატიზმი, [[სირია|სირიაში]], [[ერაყი|ერაყში]] და [[ირანი|ირანში]].
* სერბების სეპარატიზმი [[გერმანია|გერმანიაში]] ([[ლუჟიცა]]).
* [[სლენზიანელები|სლენზიანელების]] სეპარატიზმი [[პოლონეთი|პოლონეთსა]] და [[ჩეხეთი|ჩეხეთში]].
* ბასკების და კატალონიელების სეპარატიზმი [[ესპანეთი|ესპანეთში]]. უმცირესობათა სეპარატიზმი ანდალუსიაში, ასტურიასში, ბალეარის კუნძულებზე, კანარის კუნძულებზე, კასტილიაში (თითქმის ამოწურული), გალისიაში, ლეონში, ნავარასა და ვალენსიაში.
* "კელტურმა ერებმა" ბრიტანულ კუნძულებზე შექმნეს რამდენიმე სეპარატისტული მოძრაობა, რომლებიც ემსახურებიან შოტლანდიურ დამოუკიდებლობას, უელსურ და კორნულ ნაციონალიზმსა და ირლანდიულ რესპუბლიკანიზმს.
* ფრანგი ბასკების, კატალონიელების, კორსიკელების, ბრეტონების, ოქსიტანების და სევოელების სეპარატიზმი.
* იტალიური სეპარატისტული მოძრაობები ფრიულიში, სარდინიაზე, სიცილიაზე, სამხრეთ ტიროლში და ვენეტოში.
* ბავარიელების სეპარატიზმი [[გერმანია|გერმანიაში]], მიუხედავად იმისა, რომ ბავარიის მიწის ოფიციალური სახელია, ბავარიის თავისუფალი სახელმწიფო.
* ბელგიელები ჰოლანდიურად მოსაუბრე ფლანდრიელებსა და ფრანგულად მოსაუბრე ვალონიელებს ღჭურვავენ ფართო ავტონომიით.
* [[ჰოლანდია|ჰოლანდიაში]], ფრიზების ნაწილი ითხოვს ავტონომიურ რესპუბლიკას.
* [[შვეიცარია]] იყოფა კანტონებად გეორგაფიული, რელიგიური და ლინგვისტური ნიშნით.
* რუსთა სეპარატიზმი [[ყირიმი|ყირიმში]] ([[ყირიმის ანექსია რუსეთის ფედერაციის მიერ|ყირიმის ანექსია]]).
* პაკისტანური სეპარატისტული მოძრაობები, ბალოჩისტანის და სინდჰუდეშის ჩათვლით.
* სეპარატისტული მოძრაობები ინდოეთში ჯაამუსა და კაშმირში.
* ასსამის სეპარტისტული მოძრაობა.
* ჩრდილოაღმოსავლეთ ინდოეთის აჯანყება.
* [[შრი-ლანკა|შრი ლანკის]] ეთნიკური უმცირების ტამილთა სეპარატიზმი ტამილ ეელამში.
* რამდენიმე ეთნიკური უმცირესობა იბრძვის მიანმარში (ბირმა) , მათ შორის ჩინები, კაჩინების, კარენები, რაკინები, როჰინგიელები, შანები, და ვაელები.
* [[მალაიები|მალაიების]] სეპარატიზმი [[ტაილანდი|ტაილანდში]].
* მეთოთხმეტე დალაი ლამას მიერ ჩამოყალიბებული ტიბეტელების მთავრობა დევნაში.
* [[უიღურები|უიღურების]] (თურქები) სეპარატიზმი ჩინეთში (სინძიანი), ხშირად კავშირება მათი სახელი ტერორიზმთანაც.
* ალანდების მომავალი, სეპარატისტული მოძრაობა [[ალანდის კუნძულები|ალანდის კუნძულებზე]].
 
===აფრიკა===
* ასობით აფრიკული ეთნიკური ჯგუფი გადანაწილებულნი არიან 54 სახელმწიფოში, რაც ხშირად ეთნიკური კონფლიქტებისა და სეპარატიზმის განმაპირობებელია , მათ შორის [[ანგოლა|ანგოლაში]] , [[ალჟირი|ალჟირში]] , [[ბურუნდი|ბურუნდში]] , კაპრივის ზოლზე - ნამიბიაში , კონგოსა და კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, დარფური, [[სუდანი|სუდანში]], [[ეთიოპია]], [[სენეგალი]], [[სამხრეთ აფრიკა]], [[უგანდა]], [[დასავლეთ საჰარა]] და [[ზიმბაბვე]].
* ბიაფრანის ომი 1960-იან წლებში იგბოელებს, ჰაუსა-ფულანებსა და იორუბებს შორის; დღეს ეთნიკური და ნავთობსაბადოების მიზეზით განპირობებული კონფლიქტი ნიგერის დელტასთან, ნიგერიაში.
* [[ლიბერია|კონფლიქტი ლიბერიაში]] აფრიკელ-ლიბერიელებსა და ამერიკო-ლიბერეილებს შორის (ხალხი, რომელიც დაბრუნდა ამერიკიდან მონათმფლობელობის გაუქმების შემდეგ).
* კონფლიქტი ზულუსა და ხოსებს შორის სამხრეთ აფრიკაში აპარტეიდის დროს.
* [[ბურები|აფრიკელი ბურების]] სეპარატიზმი.
* ტუარეგების სეპარატიზმი ნიგერსა და მალიში.
* ნძუანების სეპარატიზმი კომორის კუნძულების კავშირიდან კომორებისგან გამოყოფის მიზნით.
 
===ამერიკა===
* პუერტო რიკოს განმათავისუფლებელი მოძრაობა, სრული დამოუკიდებლობის მოპოვების მიზნით [[ამერიკის შეერთებული შტატები|ამერიკის შეერთებული შტატებისგან]].
* ჩიკანების სეპარატიზმი, რომელიც ხმოვანდება ჩიკანოთა მოძრაობის საშუალებით გამოიხატა აცტალანის აღდგენის მოთხოვნით, მათი მიზანია უტო-აცტეკთა მითიური სამშობლოს აღდგენა სამხრეთდასავლეთ ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელიც უმრავლესად დასახლებულია მექსიკელი ამერიკელებით.
* ფრანგულ-კანადური სეპარატიზმი გამოკვეთილია უმრავლესად ფრანგებით დასახლებულ [[კანადა|კანადურ]] პროვინცია [[კვებეკი|კვებეკში]] . მათი მიზანია შექმნან დამოუკიდებელი სახელმწიფო, ფრანგული ენის, კულტურისა და ფრანგულ-კანადური ერის შესანარჩუნებლად ჩრდილო ამერიკაში.
* „სამხრეთი არის ჩემი ქვეყანა“ სეპარატისტული მოძრაობა [[ბრაზილია|ბრაზილიაში]] ითხოვს 3 ბრაზილიული შტატის დამოუკიდებლობას, ამ შტატების მოსახლეობის უმრავლესობა თეთრკანიანები არიან, რომელთაც გერმანულ-იტალიური ფესვები გააჩნიათ.
 
===ავსტრალია===
* საბა სარავაკ კელუარ მალაიზია, საბასა და სარავაკში (ჩრდილოეთ ბორენო), [[მალაიზია|მალაიზიის]] ფედერაციაში.
* თავისუფალი პაპუის მოძრაობა დასავლეთ [[ახალი გვინეა]], [[ინდონეზია|ინდონეზიაში]].
* [[მაორი|მაორთა]] სეპარატიზმი ახალ ზელანდიაში.
* ბუგენვილის სეპარატიზმი [[პაპუა-ახალი გვინეა|პაპუა-ახალ გვინეაში]].
 
==რასობრივი სეპარატიზმი==
სეპარატიზმის ზოგიერთი ფორმა განპირობებულია რასობრივი ურთიერთგანსხვავებულობის მიზეზით. ზოგიერთი სპეარატისტული განწყობის მქონე ჯგუფი კრძალავს სხვა რასის წარმომადგენლებთან ქორწინებას და მათთან ინტეგრაციას. მათი მოთხოვნები ხშირად დაკავშიდებული მხოლოდ მათთვის განკუთვნილ სკოლებთან, ბიზნეს საქმიანობასთან, საკულტო დაწესებულებებთან და სხვა სამოქალაქო ინსტიტუტებთან. ხშირად მათი ინტერესები ეხება ცალკეულ საზოგადოებებს, ტერიტორიებს, ქვეყნებსა და მთავრობებს.
* აშშ-ში საკმაოდ პოპულარული და გავრცელებული მოვლენაა ე.წ. „შავკანიანთა სეპარატიზმი“ (ე.წ შავკანიანთა ნაციონალიზმი), რომელსაც ხელმძღვანელობდა მარკუს გარვი და ასევე ორგანიზაცია „ისლამური ერი“. კრიტიკულად განწყობილი თეორეტიკოსები - [[ნიუ-იორკის უნივერსიტეტი|ნიუ იორკის უნივერსიტეტის პროფესორი]] [[დერიკ ბელი]] და [[კოლორადოს უნივერსიტეტი|კოლორადოს უნივერსიტეტის]] მკვლევარი [[რიჩარდ დელგადო]] ამტკიცებენ, რომ ამერიკული განათლების სისტემა აშკარად რასისტული მიდგომებითაა გაჯერებული.
* [[ლათინური ამერიკა|ლათინურ ამერიკაში]] მძლავრად არის განვითარებული ლათინური ამერიკის რასობრივი კონცეპტი, რომელსაც ხელი შეუწყო ხოსე ვასკონსელოს კალდერონის ესსემ, რომელშიც ის „მეხუთე რასის“ ცნებაზე საუბრობდა. ამ იდეის დასახელება ესსეს სათაურის იდენტურია და „La Raza Cósmica“ ეწოდება, ამ იდეის გამავრცელებელი Raza Unida Party გახლავთ. ამას ემატება ჩიკანოების მოძრაობა (ან ჩიკანოთა რასა), რომელთაც აცტლანის , [[აცტეკები|აცტეკთა]] მითიური მიწის აღდგენა სურთ.
* არსებობს თეთრკანიანთა სეპარატიზმის ნიშნები ამერიკის შეერთებულ შტატებსა და დასავლეთ ევროპაში, ზოგიერთი წყაროს მიხედვით არსებობს არათეთრკანინი ემიგრანტებისთვის დაწესებული ლიმიტები, რომლის აუცილებლობასაც თეთრკანიანები რასის გადარჩენის საჭიროებაში ხედავენ.
* ბევრ ჩრდილოამერიკულ და მკვიდრ ამერიკულ ჯგუფებს უკვე აქვთ ფართო ხარისხის ავტონომია. სრული სეპარატიზმის ადვოკატირება კი სხვადასვა მოძრაობის მხრიდან ხდება, როგორებიცაა: კანადური First Nation, ამერიკელი ინდიელების მოძრაობა, ლაკოტის რესპუბლიკა და ტომური გაერთიანებები აღმოსავლეთ ოკლაჰომაში, ყველაზე ცნობილი მათ შორის ჩეროკთა ერის სახელით იწოდებიან.
* [[ჰავაი|ჰავაის]] დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამოდის Hawaiian sovereignty movement.
 
==რელიგიური სეპარატიზმი==
რელიგიური ნიშნით სეპარატიზმი ხშირი მოვლენაა.
 
* ინგლისელი ქრისტიანების ნაწილს XVI და XVII საუკუნეებში სურდათ ინგლისის ეკლესიიდან განცალკევება. ლოკალური ეკლესიები ინსპირიებულები იყვნენ [[ოლივერ კრომველი|ოლივერ კრომველის]] მიერ, რომელიც თვითონ იყო სეპარატისტი. მათ მოიხსენიებდნენ, როგორც კონგრეგაციონალიზმს. პილიგრიმებმა, რომლებმაც დაარსეს პირველი წარმატებული კოლონია ახალ ინგლისში იყვნენ სეპარატისები.
* ქრისტიანული სეპარატისტული ჯგუფები ინდონეზიაში, ინდოეთში და სამხრეთ კაროლინაში (აშშ). ასევე [[მენონიტები|მენონიტური]] ჯგუფები, [[ამიშები]], ჰუტერიტები და ბრუნდერჰოფები სეპარატისთ ქრისტიანთა სიაში შედიან, თუმცა ზოგიერთი მეცნიერი ამას არ ადასტურებს. როდ დრეერი, The American Conservative-ის ჟურნალისტი და რედაქტორი ბრუდერჰოფებზე ამბობს, რომ "ისინი მართალია ცხოვრობენ სეპარატისტული ცხოვრებით, თუმცა ისინი მკაცრი სეპარატისტები არ არიან.. ისინი პატიჟებენ მეზობლებს სხვა საზოგადოებებიდან, რათა ერთად მიუსხდნენ მაგიდას".
* [[სიონიზმი]] ისწრაფვოდა შეექმნა ებრაელთა სამშობლო [[ისრაელი]], არაებრაელი პალესტინელებისგან განცალკევებით. სიმონ დუბნოვმა, რომელსად არაერთგვაროვანი განწყობები ჰქონდა სიონიზმის მიმართ, ჩამოაყალიბა ებრაული ავნომოურობია, რომელიც აღმოსავლეთ ევროპაში დაინერგა ებრაული პარტიების მიერ, რომლებიც იყვნენ Bund და მისი საკუთარი მოძრაობა Folkspartei მეორე მსოფლიო ომამდე.
* მუსლიმური სეპარატიზმის შედეგია პაკისტანისა და ინდოეთის კონფლიქტი, რომლის შედეგადაც [[პაკისტანი]] დამოუკიდებელი ქვეყანა გახდა. ასევე, მნიშვნელოვანია ხალისტანის მოვლენები რომელიც გასული საუკუნის 70-იან და 80-იან წელბში იყო აქტუალური.
* მუსლიმური სეპარატისტული ჯგუფები:
[[ფილიპინები|ფილიპინებში]] (მინდანაო, მოროს ისლამისტ განმანთავისუფლებელი ფრონტი, აბუ საიადი), ტაილანდში (აჯანყება სამხრეთ ტაილანდში), ინდოეთში (ანაჯყება ჯამუსა და ქაშმირში), ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ([[სინძიანი]]: თურქისტანების ისლამური პარტია) , [[ტანზანია|ტანზანიაში]] (ზანზიბარის სეპარატისტული მოძრაობა), [[ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა|ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში]] (მუსლიმური რეგიონი სელეკა), [[რუსეთი]] (ჩრდილო კავკასია ჩეჩნეთი : კავკასიური საიმიროები), იუგოსლავიაში (ბოსნია ჰერცოგოვინა): [[ალიია იზატბეგოვიჩი]]).
 
==გეოგრაფიული და სოციალურ-ეკონომიკური სეპარატიზმი==
* მალაიზია - საბა და სარავაკის სეპარატიზმი
* კასკადიის სეპარატიზმი
* ჰონგ კონგის დამოუკიდებლობის მოძრაობა
* ტაივნაის დამოუკიდებლობა
* შოტლანდიის დამოუკიდებლობა
* კატალონიის დამოუკიდებლობა
* კვებეკის სუვერენული მოძრაობა
 
==გენდერული სეპარატიზმი==
გენდერისა და სეპარატიზმის ურთიერთკავშირი კომპლექსური საკითხია და მეტ კვლევას საჭიროებს. სეპარატისტული ფემინიზმი არის ქალთა არჩევანი განცალკევდნენ, მათი აზრით, ჩამოყალიბებული მამაკაცური ინსტიტუტებიდან, სადაც დომინირებენ მხოლოდ მამაკაცები და ისინი განსაზღვრავენ ურთიერთობებს, როლებს და აქტივობებს. ლესბოსელური სეპარატიზმი ადვოკატირებს [[ლესბიანიზმი]], როგორც ფემინიზმის ლოგიკურ შედეგს. ზოგიერთი ფემინისტი სეპარატისტი და ზოგიერთი ლესბოსელი სეპარატისტი ირჩევს იცხოვროს განცალკებით საერთაშორისო საზოგადოებისგან, კოოპერატივებისაგან ან მიწათა გაერთიანებებისგან. კუირული ნაციონალიზმი (ან "გეი სეპარატიზმი) ხასიათდება სხვა სოციალური ჯგუფებისგან განცალკევებით.
ასევე
* [[შეზღუდული აღიარების მქონე ქვეყნების ჩამონათვალი]]
 
საერთო ტერმინები:
* ანქესია
* ავტორიტარიზმი (პოლიტიკური დოქტრინა)
* ეთნიკური ნაციონალიზმი
* ეთნიკური უმცირესობები
* ეთნოცენტრიზმი
* იდენტობის პოლიტიკა
* ინტერსექციონალურობა
* იდენტობა
* ლინგვისტური სეპარატიზმი
* მიკრონაცია
* სამხედრო ოკუპაცია
* მულტიკულტურალიზმი
* უმცირესობათა ჯგუფი
* ერი
* პოლარიზაცია
* დაყოფა
* დევნილი
* გამოყოფა (სეცესია)
* სახელმწიფოს გარეშე
* ერებისა და ხალხთა ორგანზიცია, რომლებსაც არ გააჩნიათ წარმომადგენლობა
 
== იხილეთ აგრეთვე ==
*[[დიასპორა]]
*[[ეთნოცენტრიზმი]]
 
==ლიტერატურა==
* Free Dictionary; Merriam Webster dictionary; The Oxford Pocket Dictionary of Current= English 2008.
* Harris, R.; Harris, Jerry (2009). The Nation in the Global Era: Conflict and Transformation. Brill. p. 320. ISBN 978-90-04-17690-4. 9789004176904
* https://dictionary.cambridge.org/dictionary/english/separatism
* Identity Politics. Encyclopedia of Philosophy. Stanford University. November 2, 2007.
* ნოდარ თოფურიძე, საქართველოს საერთაშორისო სამართალსუბიექტობა, ნოდარ დუმბაძის გამომცემლობა და ლიტერატურული სააგენტო, თბილისი, 2019 წელი. 161 გვ.
* ნოდარ თოფურიძე, საქართველოს საერთაშორისო სამართალსუბიექტობა, ნოდარ დუმბაძის გამომცემლობა და ლიტერატურული სააგენტო, თბილისი, 2019 წელი. 163 გვ.
* United Nations World Conference on Human Rights, Vienna Declaration and Programme of Action, 25 June 1993, (1993) 32 ILM 1661,1665.
* ნოდარ თოფურიძე, საქართველოს საერთაშორისო სამართალსუბიექტობა, ნოდარ დუმბაძის გამომცემლობა და ლიტერატურული სააგენტო, თბილისი, 2019 წელი. 164 გვ.
* სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] - თბ. : ლოგოს პრესი, 2004 - 351გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). - ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]
* SEPARATISM AND DISINTEGRATION A comparative investigation Bertrand M. Roehner with the collaboration of Leonard J. Rahilly
* ნოდარ თოფურიძე, საქართველოს საერთაშორისო სამართალსუბიექტობა, ნოდარ დუმბაძის გამომცემლობა და ლიტერატურული სააგენტო, თბილისი, 2015 წელი. 140 გვ.
* Spencer, Metta (1998). Separatism: Democracy and Disintegration. Rowman & Littlefield. pp. 2–4. ISBN 9780847685851.
* Chima, Jugdep. "Effects of Political Leadership on Ethnic Separatist Movements in India" Paper presented at the annual meeting of the Midwest Political Science Association, Palmer House Hotel, Chicago, Illinois, April 12, 2007, (PDF); Chima, Jugdep. "How Does Political Leadership Affect the Trajectories of Ethnic Separatist Insurgencies?: Comparative Evidence from Movements in India" Paper presented at the annual meeting of the American Political Science Association, Marriott Wardman Park, Omni Shoreham, Washington Hilton, Washington, DC, September 01, 2005 (PDF).
* See D.L. Horowitz's "Patterns of Ethnic Separatism", originally published in Comparative Studies in Society and History, 1981, vol 23, 165-95. Republished in John A. Hall, The State: Critical Concepts, Routledge, 1994.
* Metta Spencer, 5-6.
* "Εκδήλωση και ψήφισμα στο Δελβινάκι για την Επέτειο Αυτονομίας της Βορείου Ηπείρου". himara.gr.
* "Who were the Celts? ... Rhagor". Amgueddfa Cymru – National Museum Wales website. Amgueddfa Cymru – National Museum Wales. May 4, 2007. Archived from the original on September 17, 2009. Retrieved December 10, 2009.
* The Bavaria's right to separate itself from the Federal Republic of Germany "Das Recht auf Eigenstaatlichkeit" [The Right to Statehood] (in German). landesverband.bayernpartei.de. October 28, 2006. Archived from the original on July 21, 2013. Retrieved August 3, 2013.
* Harold E. Glass, Ethnic Diversity, Elite Accommodation and Federalism in Switzerland, Publius, Vol. 7, No. 4, Federalism and Ethnicity (autumn, 1977), 31-48. Oxford University Press.
* Reviews of Katharine Adeney Federalism and Ethnic Conflict Regulation in India and Pakistan, Palgrave MacMillan, 2007.
* Reviews of Katharine Adeney Federalism and Ethnic Conflict Regulation in India and Pakistan, Palgrave MacMillan, 2007.
* Reviews of Katharine Adeney Federalism and Ethnic Conflict Regulation in India and Pakistan, Palgrave MacMillan, 2007.
* Muini, S.D.; Rupesinghe, Kumar; Tishkov, Valery A. (1996). "Ethnic conflict, federalism, and democracy in India". Ethnicity and Power in the Contemporary World. United Nations University Press. ISBN 978-92-808-0908-4.
* "China issues call to crush Tibetan 'separatists'". Agence France-Presse. 2009-02-19. Retrieved 2010-07-29.
* African Ethnicities University of Florida online library
* Excerpt from book Ethnic Conflicts in Africa, Okwudiba Nnoli, Distributed by African Books Collective, 1998, 417 Archived 2008-05-17 at the Wayback Machine, University of Florida online library.
* Emmy Godwin Irobi, Ethnic Conflict Management in Africa: A Comparative Case Study of Nigeria and South Africa, May, 2005, Conflict Research Consortium, University of Colorado, Boulder.
* "Niger, hit by Tuareg revolt, adopts anti-terror law". Reuters. April 20, 2008
* Professor Predicts 'Hispanic Homeland' Archived 2012-11-07 at the Wayback Machine, Associated Press, 2000
* Leo, John (June 13, 2007). "Let the Segregation Commence, Separatist graduations proliferate at UCLA". City Journal.
* Levit, Nancy (August 29, 2005). Embracing Segregation: The Jurisprudence of Choice and Diversity in Race and Sex Separatism in Schools (PDF). University of Illinois Law Review. University of Illinois. p. 455. Archived from the original (PDF) on March 19, 2009.
* Arenson, Karen W. (April 19, 2006). "CUNY Program to Help Black Men Is Called Discriminatory". New York Times.
* Dobratz, Betty A.; Shanks-Meile, Stephanie L. (Summer 2006). "Strategy of White Separatism". Journal of Political and Military Sociology.
* Howell, Nancy B. "Radical Relatedness and Feminist Separatism". Archived from the original on 2008-06-24.
* Brooke, James (12 May 1993). "Santa Cruz Journal; White Flight in Brazil? Secessionist Caldron Boils" – via www.nytimes.com.
* Barlow, Rich (April 26, 2008). "Topic turns to Wright case". Boston Globe.
* Professor Predicts 'Hispanic Homeland' Archived 2012-11-07 at the Wayback Machine, Associated Press, 2000
* http://www.britannica.com/eb/article-9042265/Separatist#277127.hook
* Goodwin, John Abbot (1888). The Pilgrim republic: an historical review of the colony of New Plymouth. Houghton Mifflin Company. p. 1.
* "Christian separatist on trial in Indonesia". BBC. British Broadcasting Corporation. August 19, 2002.
* Brummitt, Chris (April 5, 2002). "Christian separatist leader threatens to raise independence flags in Maluku". Associated Press. Archived from the original on February 15, 2011.
* Hussain, Syed Zarir (December 31, 2002). "Christian separatist group in Tripura target tribal Hindus". Indo-Asian News Service.
* "Christian separatist ready for new home". Ventura County Star. June 9, 2007. Archived from the original on August 6, 2012.
* "Colorado Rep. disavows ties to SC Christian separatist group". Associated Press. October 9, 2005.
* "All you need to know about the Bruderhof community". inews.co.uk. Retrieved 2019-10-26.
* "Life Among The Bruderhof". The American Conservative. Retrieved 2017-12-07.
* Pinson, Koppel S. (1958). Simon Dubnow. pp. 13–69.
* "Secessionism and Separatism Monthly Series: "Gendering Secession" by Jill Vickers - H-Nationalism - H-Net". networks.h-net.org.
* Frye, Marilyn; Meyers, Diana Tietjens (1997). Some Reflections on Separatism and Power. Feminist Social Thought: A Reader. Routledge. pp. 406–414.
* Joyce Cheney, Lesbian Land, Word Weavers Press, 1976.
* Mark K. Bloodsworth-Lugo, In-Between Bodies: Sexual Difference, Race, and Sexuality, SUNY Press, 2007, ISBN 0-7914-7221-3
* Richard D. Mohr, Gays/Justice: A Study of Ethics, Society, and Law, Columbia University Press, 1988, ISBN 0-231-06735-6
 
 
 
== რესურსები ინტერნეტში ==
* Graham K. Brown, [http://hdr.undp.org/en/reports/global/hdr2005/papers/hdr2005_brown_graham_28.pdf "Horizontal Inequalities, Ethnic Separatism and Violent Conflict: The Case of Aceh, Indonesia"], United Nations Human Development Report 2005 (PDF) Graham K. Brown]
* Anthony Cordesman, [http://www.csis.org/media/csis/pubs/071009_pandorasbox.pdf "Pandora’s Box: Iraqi Federalism, Separatism, "Hard" Partitioning, and US Policy"], Working Draft, Center for Strategic and International Studies, October 9, 2007 (PDF). Anthony Cordesman]
* James Millard, [http://www.eastwestcenter.org/fileadmin/stored/pdfs/PS006.pdf "Violent Separatism in Xinjiang: A Critical Assessment"], East-West Center[http://www.eastwestcenter.org/ewc-in-washington/], 2004 (PDF)., James Millard]
*Michelle Ann Miller (2004). "The Nanggroe Aceh Darussalam law: a serious response to Acehnese separatism?". Asian Ethnicity 5 (3): 333–351.
* Ryan Griffiths, [http://www.allacademic.com/one/prol/prol01/index.php?cmd=prol01_search&offset=0&limit=5&multi_search_search_mode=publication&multi_search_publication_fulltext_mod=fulltext&textfield_submit=true&search_module=multi_search&search=Search&search_field=title_idx&fulltext_search=Globalization%2C+Development+and+Separatism%3A+The+Influence+of+External+and+Internal+Economic+Factors+on+the+Strategy+of+Separatism "Globalization, Development and Separatism: The Influence of External and Internal Economic Factors on the Strategy of Separatism"] Paper presented at the annual meeting of the ISA's 49th AAnnual Convention, Bridging Multiple Divides, Hilton San Francisco, San Francisco, CA, USA, March 26, 2008 (PDF). Ryan Griffiths]
* [http://mondediplo.com/1999/01/19states "Ideals or Interest: 'Pandora’s box’", ''Le Monde Diplomatique'', January 1999.Pascal Boniface]
 
*Pascal Boniface, [http://mondediplo.com/1999/01/19states "Ideals or Interest: 'Pandora’s box’"], ''Le Monde Diplomatique'', January 1999.
 
{{პოლიტიკა}}
202

რედაქტირება