დიასამიძეები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1:
{{მმ*|დიასამიძე}}
'''დიასამიძეები''' — ფეოდალური საგვარეულო [[სამცხე-საათაბაგო]]ში. წერილობით წყაროებში [[1443]] წლიდან იხსენიებიან. ამ დროს სამფლობელო ჰქონდათ ჩრდილო-აღმოსავლეთ [[სამცხე]]ში. XVI საუკუნის დასაწყისში დაეუფლნენ ჯერ [[აბუსერისძენი|აბუსერისძეთა]] მამულს [[ტბეთი (ძეგლი)|მტბევარის]] სამწყსოში, შემდეგ [[ხურსიძენი|ხურსიძეთა]] მამულს [[ღობიეთი|ღობიეთს]] - [[წურწყაბლი]]ს სამწყსოში. XV საუკუნის I ნახევარში დიასამიძეების სახლი [[ქართლის სამეფო|ქართლის მეფეებს]] უჭერდა მხარს სამცხე-საათაბაგოს ქართლთან შეერთებისათვის ბრძოლაში. [[1548]] წელს დიასამიძეების და სხვა მესხი დიდებულების დახმარებით [[ლუარსაბ I|ლუარსაბ I-მა]] დაიპყრო [[ჯავახეთი]] და მდინარე [[მტკვარი|მტკვრის]] აღმოსავლეთი მხარე. საპასუხოდ [[1553]] წელს [[ირანი]]ს შაჰმა [[თამაზ I|თამაზ I-მა]] დიასამიძეები აიკლო და ზოგიერთი მათგანი ტყვედ წაიყვანა. 1576-1578 წლებში დიასამიძეები აქტიურად მონაწილეობდნენ [[ჯაყელები|ჯაყელთა]] წინააღმდეგ შეთქმულებაში. [[1578]] წელს [[ოსმალეთის იმპერია|ოსმალთა]] მიერ სამცხე-საათაბაგოს დაპყრობის შემდეგ, დიასამიძეების სახლის ერთმა ნაწილმა ქართლს შეაფარა თავი. XVI-XVIII საუკუნეებში დიასამიძეების გვარიდან იყვნენ ქართლის [[კათალიკოსი|კათალიკოსები]], [[მცხეთა|მცხეთის]] [[ბოქაულთუხუცესი|ბოქაულთუხუცესები]], [[მცხეთის ჯვრის მონასტერი|ჯვრის მონასტრის]] წინამძღვარები და სხვა; [[კახეთი|კახეთში]] — [[ბოდბის ეპარქია|ბოდბელები]]. XVII საუკუნის 30-იან წლებში დიასამიძეებმა მონაწილეობა მიიღეს [[როსტომი (ქართლის მეფე)|როსტომ]] მეფის წინააღმდეგ მოწყობილ შეთქმულებაში, რასაც მოჰყვა მათი დასჯა და სათავადო სახლის დამდაბლება.
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/დიასამიძეები“-დან